ირაკლი კუპრაძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. მას პოლიტიკური წარსული, პრაქტიკულად, არ აქვს. მემარცხენე აქტივისტი წლებია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერ აქციებს გეგმავს და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. „ბათუმელები“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს ესაუბრა. ირაკლი, თქვენ იყავით აქტივისტი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდეთ ისეთი ქალაქის მაჟორიტარი, როგორიც ბათუმია? დაახლოებით რვაწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, …
Category Archives: სიახლეები
ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ორშაბათს, 17 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: …
Continue reading “ბათუმში ორშაბათიდან მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი”
აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში გვაქვს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ქობულეთის კონტაქტი, 2 კი მძღოლია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 აგვისტოს დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები …
Continue reading “აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები”
ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
მას შემდეგ, რაც ქობულეთში, კაფე ჰავანას“ თანამშრომელს გუშინ, 15 აგვისტოს, კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 53 პირს PCR ტესტი ჩაუტარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, …
Continue reading “ქობულეთში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – კაფე „ჰავანას“ კლასტერი”
რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან
მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …
ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი
ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. გაერთიანების დირექტორი, მამუკა …
Continue reading “ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი”
გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე
0-დან 18 წლამდე ბავშვების მშობლებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. განცხადების შესავსები ელექტრონულ პორტალი დღეს დილიდან ჩაირთო. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ავრცელებენ სქრინებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ზოგი წერს, რომ მარტივად გაიარა რეგისტრაცია, ზოგი იმაზე წუხს, რომ დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ყურადღება კი იმან მიიქცია, რომ განცხადების შესავსები ელექტრონული პორტალი პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ფეისბუქგვერდის -„გახარიას“ …
Continue reading “გახარიას ფეისბუქგვერდის რეკლამა 200-ლარიანი დახმარების პორტალზე”
„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 …
Continue reading “„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე”
ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა
ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთში ერთ-ერთ ბუნგალოში მუშაობდა. “ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა არის ჩვენთვის, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე “ჰავანა”, ბუნგალო ქობულეთში და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, …
Continue reading “ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფეში მუშაობდა COVID 19 დაუდასტურდა”
სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით …
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები
15 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს. პირი, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კარანტინში არ იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. საქართველოს მასშტაბით დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1 321-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 …
Continue reading “კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბათუმში – 15 აგვისტოს მონაცემები”
200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია
მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …
Continue reading “200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია”
მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან
ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო. „გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, …
სოსისისა და ყავის ქურდობაში პოლიციამ 2 არასრულწლოვანი ამხილა
ბათუმში დღეს, 14 აგვისტოს, მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. პოლიციამ არასრულწლოვნები მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეაჩერა. ქურდობაც მემედ აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 500 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები, ყავა, სოსისი და 150 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. …
Continue reading “სოსისისა და ყავის ქურდობაში პოლიციამ 2 არასრულწლოვანი ამხილა”
ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა
ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. კაცი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. „დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. …
Continue reading “ბათუმში კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა”
კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა
მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში. ახალი წესით: [checklist] უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში …
Continue reading “კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა”
რომელი უნივერსიტეტი შეცვლის საქართველოში PR-ის დონეს
მათთვის, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება კომუნიკაციების სფეროში სურს, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სიახლეა: ახალი საერთაშორისო სტანდარტებით, მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ალტერბრიჯმა“ სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გამოაცხადა. „ალტერბრიჯი“ დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“ – აცხადებენ უნივერსიტეტში. „ალტერბრიჯმა“ 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კონკურენტულ ბაზარზე …
Continue reading “რომელი უნივერსიტეტი შეცვლის საქართველოში PR-ის დონეს”
რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები
მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …
Continue reading “რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები”
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“
“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
Continue reading “„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“”
ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო
– „ოდესმე იქნება ისე, რომ ბათუმში ტროტუარზე მანქანები აღარ დავინახოთ“? – კი. თუ ველობილიკები უკეთესად მოეწყობა და ველოსიპედით გადაადგილება მოდური გახდება“… მსგავსი საუბრები ფეხით სიარულისას ყოველ ჯერზე გესმის ბათუმის ქუჩებში. ვიღაცას უფრო მეტი სკვერი სურს თავის ქალაქში, ვიღაც სპორტულ მოედნებსა თუ სკვერებში მეტ ტრენაჟორზე ოცნებობს. საჭიროებებს რა გამოლევს ქალაქში, რომელშიც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ …
Continue reading “ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო”
ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება
ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება. აქციის ფარგლებში ფულადი საჩუქარი უკვე ასამდე მომხმარებელმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ საშუალება გაქვთ 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელოთ გზავნილი და ყოველთვე მიიღოთ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს …
Continue reading “ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება”
ბანკიდან დიდი ოდენობით ფულის მოტყუებით დაუფლებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ მოეძიებინათ ფიზიკური პირების პირადობის მოწმობის ასლები, რომელთა გამოყენებითაც, ბანკიდან მოტყუებით შეძლებდნენ …
მოქალაქე: „ჩემი მეუღლე მუცლით დაეცა არმატურაზე, რომელიც მოსაცდელის ადგილას დატოვეს“
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, გაჩერების დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ რკინის შვერილზე მოქალაქე დაზიანდა. დაზარალებული ქალის ქმარმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის მეუღლეს გადაჭრილ რკინაზე დაცემის შემდეგ სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. „გუშინ საღამოს ჩემი მეუღლე მიდიოდა, წამოკრა ფეხი ამ არმატურის ნაგლეჯზე და მუცლით დაეცა. სასწრაფოთი წავიყვანეთ და გაუკეთდა ოპერაცია. ახლა უკეთაა, გადავრჩით,“ – ამბობს ვანო, დაზარალებული ქალის მეუღლე. მისივე …
პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“. საქართველოს პროკურატურამ …
Continue reading “პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს”
V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით: V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. …
Continue reading ” V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში”
ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა
ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ჯერჯერობით, შესწავლილი არ არის. პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ეტაპობრივი სტრატეგია შეიმუშავა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს ტყვიის წყაროებისა და …
სოსისი, ყავა და სასმელები – ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
გუშინ, ღამით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, წაღებულია 150 ლარი, სოსისი, 500-მდე ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი და რამდენიმე ცალი ყავა Jacobs -ი. საქმის შესასწავლად ამოღებულია მაღაზიასთან ახლომდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სკოლებისთვის: [checklist] მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ …
Continue reading “მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება”
მძღოლი, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი აღმოაჩნდა, თურქეთში დაბრუნდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მძღოლია – თურქეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში დაბრუნდა. ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 18 პირი რჩება. 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17 ადამიანი. კარანტინში რჩება 7597, …
Continue reading “მძღოლი, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი აღმოაჩნდა, თურქეთში დაბრუნდა”
შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. შაბათს, 15 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი, ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო; მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი, …
Continue reading “შაბათ-კვირას ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი გზის დასრულებისათვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნულის გამო ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე: 2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე, იკრძალება …
Continue reading “17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი”
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ოთხი უცხოელი დააკავეს
უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის …
Continue reading “საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის ოთხი უცხოელი დააკავეს”
დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი …
აქცია ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად
დღეს, 13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებასთან აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ძირითადად ბელორუსები იყვნენ. პროტესტს უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ შევიკრიბეთ ბელორუსი ერის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან. მიუღებელი და დასაგმობია ძალადობა, რაც ვნახეთ, არ შეიძლება ხელისუფლება ასე აყალბებდეს არჩევნებს და მერე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც …
Continue reading “აქცია ბათუმში ბელორუსი ერის მხარდასაჭერად”
ბათუმის სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა, რისთვისაც 298 000 ლარი გამოიყო
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია საპარკინგე სივრცეში ლედ მონიტორის მიწოდება-მონტაჟისთვის აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] მაქსიმუმ 298 ათას ლარს გადაიხდის. კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დასრულდება. თუმცა 2 თვის წინ „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცეოდა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები კი …
Continue reading “ბათუმის სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა, რისთვისაც 298 000 ლარი გამოიყო”
სკოლებსა და უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ არის
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. მთავრობის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა პირბადის ტარების წესში და თუ აქამდე მთავრობის დადგენილებაში ეწერა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ამ ცვლილებით ჩამონათვალიდან სასწავლო დაწესებულებები ამოღებულია. თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლებისთვის აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციების …
Continue reading “სკოლებსა და უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ არის”