ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციისთვის ფილმების შერჩევა.
მხატვრული ფილმების კონკურსზე ნაჩვენები იქნება 9 ფილმი.
- „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“ – ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020
- „კონფერენცია“ – ივან ტვერდოვსკი, ესტონეთი/იტალია/რუსეთი/დიდი ბრიტანეთი, 2020
- „სიკვდილის პირას“ – ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020
- „მარე“- ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020
- „სოლე“ – კარლო სირონი, იტალია/პოლონეთი, 2019
- „ცრემლების მარილი“ – ფილიპე გარელი, საფრანგეთი, 2020
- „ბოროტება არ არსებობს“ – მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
- „ყვითელი კატა“ – ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020
- „პერსონა N2“ – ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020
მხატვრულ ფილმებს შეაფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური: ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავმჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო) და გიორგი ოვაშვილი (საქართველო).
დოკუმენტური ფილმების კონკურსში კინოფესტივალზე 7 ფილმს აჩვენებენ:
- „აიუნი“ – იასმინ ფედდა, დიდი ბრიტანეთი /ყატარი, 2020
- „ბაზილი“ – რომან შირმანი, უკრაინა, 2020
- „დისკვალიფიცირებული“ – ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020
- „პარიზის კალიგრამები“ – ულრიკე ოტინგერი, საფრანგეთი / გერმანია, 2020 წ
- „აღთქმული მიწა“ – დანიელე ტომასო, იტალია, 2020
- „ნიჭი“ – ჯულიანო ფრატინი, იტალია, 2019
- „ვეშაპი ლორინოდან“ – მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019
დოკუმენტურ ფილმებს შეაფასებს ხუთკაციანი საერთშორისო ჟიური: ნინო კირთაძე (საფრანგეთი/საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, კრისტოფ გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), ლევან კოღუაშვილი (საქართველო), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო).
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება, კინოჩვენებები რამდენიმე ადგილას შედგება, მათ შორის, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალზე რამდენიმე სექცია იქნება წარმოდგენილი – საკონკურსო და არასაკონკურსო სექციები.
____________
ფოტოზე: კადრი ადილხან ერზანოვის ფილმიდან „ყვითელი კატა“. ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია.
ამ თემაზე:
ბათუმის კინოფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება – როგორ ჩატარდება და რას ნახავთ BIAFF-ზე