ხულოში 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხულოში დაუდასტურდა თუ არა პოლიციელს და რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი, რუსუდან შავიშვილმა თქვა: „გამოკვეთილი არის შემთხვევა, რომელსაც ვიკვლევთ“. 14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევებს უკვე აღარ ითვლიან კლასტერების მიხედვით, „რადგან შიდა …

ბათუმში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2530 PCR ტესტი. სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ___________ ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამშვებით ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 გრადუსი …

დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა – 14 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390.  პირველი სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

რატომ მიიღეს დაინფიცირებულმა პაციენტებმა sms-ები, რომ ვირუსი არ აქვთ – მინისტრის განმარტება

„8 რიცხვში გავიკეთე PCR ტესტი, 10 რიცხვში დამირეკეს ტესტი დადებითია და გადამიყვანეს ავადსახსენებელ რესპუბლიკურში. 11 რიცხვში მომივიდა შეტყობინება NCDC.ge-დან, სადაც მატყობინებენ, რომ 8 რიცხვში აღებული ტესტის პასუხი უარყოფითია. ვაჩვენე შეტყობინება ექიმებს და მიშვებდნენ სახლში, შევეწინააღმდეგე გაშვებასთან დაკავშირებით, რადგან ერთი დღე მომიწია აქ ღამის გათენება და მოვითხოვე განმეორებითი ტესტის ჩატარება. ეხლა მოვიდა პასუხი დადებითი! გამაგებინეთ რა …

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

2019 წლის აგვისტოში მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა: „2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“. ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა „ბათუმელებს“ აცნობა, რომ პრემიერის ეს დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა – მათ უკვე უთხრეს, რომ 2020 სასწავლო წლიდან ხელფასები არ გაეზრდებათ. საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პირმა, ვინც ამის შესახებ „ბათუმელებს“ აცნობა, შემდგომი …

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

„ადამიანებს როცა იტაცებენ, ეს ხომ არ არის ნორმა? მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმა…“ – ამას ერგნეთში მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს. იგი არ ეთანხმება მმართველი პოლიტიკური პარტიის მთავარ გზავნილს: ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ მომხდარა და ტერიტორია არ დაგვიკარგავს. ხელისუფლების გზავნილი …

ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში კვების ობიექტების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების, ქსელური მარკეტების შემოწმებისას ინსპექციამ ხარვეზები გამოავლინა, რის შედეგადაც გაფრთხილება მიეცა ექვსასი ობიექტის მეპატრონეს, ხოლო დაჯარიმდა 15. ასევე გააფრთხილეს 300 მძღოლი. „ქსელური მარკეტების მიმართ მოგვიხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, დაფიქსირდა ასევე სოციალური ღონისძიებები, რის გამოც შვიდ შემთხვევაში იურიდიულ …

რას პასუხობს „მედალფა“ მედპერსონალის პროტესტს

ბათუმში კლინიკა „მედალფამ“ უკვე დაიწყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება. ეს პირველი კლინიკა იყო აჭარაში, რომელმაც კორონავირუსიანი პაციენტების მიღება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მართავდა ინფიცირებულ პაციენტებს. ამ პერიოდში კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების 7 შემთხვევა იყო. ახლა „მედალფა“ კვლავ კოვიდთან ბრძოლაში ჩაება, თუმცა  თანამშრომლების პროტესტის ფონზე – მედპერსონალმა იმავე პირობებში მუშაობა გააპროტესტა, მათ ანაზღაურებისა და …

„ეს არის შიდა გავრცელება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის“ – სიტუაცია ბათუმში

„ეს არის შიდა გავრცელება, მაგრამ კონტროლს ქვეშაა სიტუაცია, პანიკის საფუძველი არ არის“ – განაცხადა დღეს, 13 სექტემბერს, ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია უკვე არსებულ შემთხვევებთან. დღეს მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას კლასტერების შესახებ. „ყველგან არის გავრცელება“, …

რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა I-IV კლასებში უნდა იყოს 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; ხოლო X-XII კლასებში – 35-40 წუთი. ამასთან, სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. სკოლა ვალდებულია „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს“ იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ჩატარება საკლასო ოთახებში. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქების – …

ბულვარში კარვები აიღეს – სად ჩაიტარებთ ბათუმში PCR ტესტს უფასოდ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის ბულვარში კარვები დაბალი მიმართვიანობის გამო აიღეს, ამ დროისთვის აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.   ტესტირების ჩატარების მსურველებს შუძლიათ მიმართონ:  ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30 ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20 4.  პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7 თამარის …

ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2025 PCR ტესტი. დღეის მონაცემებით, აჭარაში სტაციონარში და კრანტინში იმყოფება 277 პაციენტი: რესპუბლიკურში – 136 პაციენტი, ინფექციურ საავადმყოფოში – 21, „მედალფაში“ – 42, ხოლო კარანტინში 78 კოვიდინფიცრებული პაციენტია. პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების …

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ …

დადასტურდა კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2227  შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

ბათუმის ყოფილი მერის პოსტი ფეისბუქში: გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს

ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი სახელით ფეისბუქის ერთ-ერთი გვერდიდან, რომელზეც მისი ფოტოა გამოქვეყნებული, ადამიანებს თანხის მოთხოვნით უკავშირდებიან. „გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს და არ მოტყუვდეთ!“ – წერს ლაშა კომახიძე და გვერდის დარეპორტებისკენ მოუწოდებს ფეისბუქის მომხმარებლებს. See more  

რა იქნება სასჯელი ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ამავე კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის ახალი 164​4 მუხლი – „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა“. ცვლილებით, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში: [checklist] ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების …

უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

შუახევში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სხალთის ისტორიული ხეობისკენ რომ გადაუხვევთ, დაახლოებით 17 კილომეტრში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მახალაკურია. ხეობის ცენტრალურ სამანქანე გზასა და სოფელს ერთმანეთისგან მდინარე სხალთის ღრმა ხეობა ჰყოფს. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ სოფელში, ადგილობრივების თქმით, 105 კომლია, თუმცა, ძირითადად, დღეს 75 ოჯახი ცხოვრობს. თანაც, მათი უმეტესობა აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის. მახალაკურში არის უბანი, …

ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი

ნათია სოლომონიძე პირველი სტუდენტია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ხულოდან. ის სოფელ დიაკონიძეებში, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს. ქუთაისის უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება. ნათიას სოფელში, დიაკონიძეებში სკოლა მხოლოდ საბაზო – 9 კლასია, ამიტომ ის საჯარო სკოლის დასასრულებლად დაბის სკოლაში გადავიდა. ყოველდღიურად 3 კილომეტრის გავლა უწევდა სკოლაში და პირიქით. …

ბათუმის დელფინარიუმი დროებით დაიკეტა

ბათუმის დელფინარიუმი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით შოუებს წყვეტს და დროებით იკეტება. ასევე, დამთვალიერებლებს დროებით აღარ მიიღებს ბათუმის აკვარიუმიც. „ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია ჩვენთვის. ბოლო დღეებში, დელფინარიუმსა და აკვარიუმში ვიზიტორთა მწირი რაოდენობისა და ამასთან, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის დელფინარიუმმა და აკვარიუმმა დროებით შეწყვიტა ვიზიტორთა მიღება“ – ნათქვამა განცხადებაში, რომელსაც შპს …

ქობულეთის მერიის თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მერიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული პირი ათი დღეა დისტანციურად მუშაობდა და თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. მერიაში ამბობენ, რომ ყველა ის პირი, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაშია, ხოლო ოჯახის წევრები კარანტინში იმყოფებიან. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კოვიდი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელსაც.

ვინ არის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე

პოეტმა გენრი დოლიძემ, გასული წლის ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტის წინ გამართული აქციების დარბევისას ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას: ის ხალხისკენ მიმავალი სპეცრაზმის წინ გაწვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა: „სხვა ვერაფერი შევძელი“. ამ ფაქტის ამსახველი კადრი ბევრ უცხოურ მედიაშიც გავრცელდა. გენრი დოლიძე არ უარყოფს, რომ გარკვეულწილად ამ ფაქტმაც განაპირობა, რომ დღეს ალეკო ელისაშვილის პარტიის …

„მედალფა“ კოვიდპაციენტების მიღებას იწყებს – მედპერსონალი პირობებს აპროტესტებს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას იწყებს, თუმცა მედპერსონალის პროტესტის ფონზე. დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში „მედალფას“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ კოვიდ კლინიკაში იგივე ანაზღაურებით და ადამიანური რესურსებით იმუშაონ, როგორც აქამდე იყო. ბათუმში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რეგიონში 12 დღეში 288 ინფიცირების შემთხვევაა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მხოლოდ 170 ადგილი აქვს რეანიმაციული განყოფილების …

სწავლა საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლა ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბერს განახლდება საკლასო ოთახებში, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი ხელვაჩაურში ონლაინ, დისტანციურად დაიწყება. „ქობულეთსა და ბათუმს დაემატება ხელვაჩაურიც და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება პირველი ოქტომბრიდან, მანამდე დისტანციურად მოხდება ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა. მაღალმთიან აჭარაში საკლასო ოთახებში შეძლებენ მოსწავლეები 15 სექტემბრიდან …

კოვიდი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს

აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის მთავრობის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. „სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების …

ბათუმში კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევა ქორწილებს უკავშირდება

კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაკავშირებულია ქორწილებთან – ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან. „კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. 22 გახლავთ უცნობი, შემთხვევა, ანუ პირველ წყარო არ ჩანს ჯერჯერობით. 7 არის სამედიცინო დაწესებულებთან დაკავშირებული შემთხვევა, სამი გახლავთ …

ბათუმში კოვიდინფიცირებულებს ინფექციური საავადყოფოც მიიღებს

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომ განაახლა. აქამდე რეგიონის კოვიდკლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფო იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, კლინიკაში 39 საწოლია, ორის გარდა კლინიკაში ყველა პალატა ბოქსირებული და იზოლირებულია, ინდივიდუალური სველი წერტილებით. სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო შერეული პრინციპით იმუშავებს, მიიღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებსაც და, ასევე პაციენტებს ცხელების ნიშნით. ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა …

ბათუმში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევიდან 22-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლენილი 80 ახალი შემთხვევიდან 22 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. „გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გახლავთ 80 დადასტურებული შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა გახლავთ კვლევის ფაზაში, ანუ ჯერ არ არის ბოლომდე კვლევა დასრულებული, საეჭვო შემთხვევებია. კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში …

კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 საათის მონაცემები

12 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, თავდაპირველად განაცხადა რომ აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 87 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა თქვა, რომ დადასტურებული მხოლოდ 80 შემთხვევაა, დანარჩენ შემთხვევებზე კი ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო …

დადასტურდა კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა – 12 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 12 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების 24 საათში გამოვლენის ანტირეკორდია საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2075 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1363 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა

შინ გადაადგილებისას გამუდმებით რაღაცას ეჯახებით და ამის გამო თავი მოუქნელი გგონიათ? შესაძლოა ეს მოუქნელობა კოორდინაციის დარღვევის ბრალია, რასაც ნევროლოგთან კონსულტაცია სჭირდება. ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის სიმპტომი შეიძლება იყოს. ქალბატონო შორენა, რა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ არა უბრალოდ მოუქნელობასთან, არამედ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე? კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა, …

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა. ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები …

დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო

ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს – ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში გამართულ …

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის …

სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. დღესვე, მან განმარტა, რომ ეს ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. „სწავლება იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად, ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან, ამ მოდელის არსი მდგომარეობს …

დაიტესტება 2 ათასზე მეტი მასწავლებელი, ვინც აჭარაში იმყოფებოდა – გამყრელიძე

„დაახლოებით 2100 მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, ყველა მუნიციპალურ ჯანდაცვას აქვს სიები, თუ ვინ იყო აჭარის სანაპიროზე, სადაც მომატებული რისკ-ფაქტორი იყო წელს და ყველა მათგანი დაიტესტება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დღეს, 11 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რადგან …

Exit mobile version