კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად 1412-ია. ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

პანდემია გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს – ამირან გამყრელიძე

„პანდემიაა მსოფლიოში, რომელიც საუკუნეში ერთხელ არის ხოლმე, რომელმაც უკვე მილიონამდე ადამიანი შეიწირა, 29 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, პროგნოზი კიდევ არ არის სახარბიელო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევა იქნება ნოემბერი: „პანდემია ჯერჯერობით გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, ვერ ჩერდება, ერთადერთი – შემსუბუქდა ოდნავ. ჩვენ არ …

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს საკარანტინო სივრცეების გარდა, ბინაზეც, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით უმკურნალებენ. „დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა და შემდეგ მე-3, მე-4 დღიდან საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე აჭარაში მალე დაიწყება უკვე სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 6 მძღოლი დააჯარიმეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 6 მძღოლი დაჯარიმდა, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

„კონსერვატორების“ კანდიდატი ბათუმში „ოცნების“ ფრაქციის უფროსია -„სატელიტები არ ვართ“

„კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, დღეს, 15 სექტემბერს, ნატალია ძიძიგური დაასახელა. ნატალია ძიძიგური ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. გასული წლის ნოემბერში „კონსერვატორებმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ. ამჯერად „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და შვიდ მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი ჰყავს. „მე საკრებულოში ვპოზიციონირებდი ყოველთვის, როგორც კონსერვატორი, ფრაქციულობა …

„ბათუმში ხარ ნამყოფი” – მარტვილში მეოთხეკლასელი სკოლაში არ შეუშვეს

„ჩემი შვილი ჩემთან ისვენებდა ბათუმში ერთი კვირით, მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. მივიდა დღეს სკოლაში და უკან გამოაბრუნეს, ერთ კვირაში მოდი, ბათუმში ხარ ნამყოფიო – უთხრეს. გამოპრანჭული წავიდა, ყვავილებით. თვეები ელოდა კლასელებთან შეხვედრას, ძალიან მოწყენილი დაბრუნდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ირაკლი კუკანია. მან ამის შესახებ დღეს ფეისბუქზეც დაწერა. ბათუმის ბულვარში განთავსებულ …

როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა …

15 სექტემბერს სკოლის შენობებში სწავლა 730-მდე სკოლამ ვერ განაახლა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა საკლასო ოთახებში 1 577-მა სკოლამ განაახლა, დისტანციურად კი  – 730-მდე სკოლამ. დისტანციური მეთოდით დაიწყო სწავლა ბათუმში და აჭარაშის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით, ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთაც მოსწავლეებს …

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის …

უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

აჭარის მთიანეთსა თუ ბარში გავრცელებულ კერძებს განთქმულ ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აჭარულ სამზარეულოსაც ცალკე თავისებური სახესხვაობები აქვს: ლაზური კერძების ძირითადი ინგრედიენტი ხშირად თევზია, მთიან აჭარაში ნაღების, კარაქის, რძისა თუ ყველისგან დამზადებულ კერძებს ვხვდებით. ქობულეთში გარდა რძის პროდუქტებისა, ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაცაა. არაფერს ვამბობთ ბორანოზე, სინორზე, აჭარულ ხაჭაპურსა და აჩმაზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დაგიგემოვნებიათ …

ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR ტესტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 414 პაციენტი, აქედან 285 – სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ___________

დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა – 15 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.  პირველი სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს – 5 ოქროს წესი

აქამდე სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სტრესს ახლა პანდემიისა და მისი შედეგების შიშიც დაემატა, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის მართვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტრესის მართვის 5 ოქროს რჩევა შემოგთავაზოთ: 1. იმოძრავეთ რეგულარული ვარჯიში სხეულისა და გონების დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგისთვის ფიზიკურ …

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კოვიდის 6 შემთხვევაა, თავშესაფარში კარანტინია

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში, კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 ინფიცირებული თავშესაფრის თანამშრომელია, დანარჩენი კი თავშესაფარში მცხოვრებნი არიან. თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია და ამჟამად თავშესაფარში კარანტინია. „ერთი ინფიცირებული თანამშრომელია, ოღონდ ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფება დაწესებულებაში, შვებულებაში იყო. ექვსიდან ხუთი სამწუხაროდ მობინადრეა. დილიდან, როგორც კი …

ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის 6 საოლქო კომისიაში დროებითი წევრები შეარჩია. 12-წევრიან კომისიაში ხუთი ცესკოს მიერ შერჩეული მუდმივი წევრია, ერთ წევრს კი თითოეული არჩევნებისთვის კონკურსის წესით ირჩევენ. კომისიაში ინტერესების დასაბალანსებლად  დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკომ ოლქებში დროებით წევრად პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, ნეიტრალური პირები შეიყვანოს, რადგან მმართველ პარტიას საოლქო კომისიაში სამი პირის წარდგენის შესაძლებლობა აქვს, თითო …

ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის. „სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, –  განაცხადა მან.  კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 …

1,5 მილიარდი დოლარი ბელარუსს რუსეთისგან – ლუკაშენკო პუტინს ხვდება

სოჩში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბელარუსიის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება მხოლოდ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის. ბელარუსიაში უკვე თვეზე მეტია იმართება აქციები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად. ბელარუსიაში საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ ეს ლუკაშენკოსა და პუტინის პირველი შეხვედრაა პირისპირ. ლუკაშენკოს კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკვე გამოხატა მწუხარება იმის …

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს – რჩევები მშობლებს

იუნისეფი საქართველოში მცხოვრები მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ ბავშვებს განცდების მართვაში სკოლების გახსნისა და სკოლაში დაბრუნების პერიოდში covid 19-ის პირობებში. გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს: თუკი თქვენს შვილს სკოლაში დაბრუნების ეშინია: შიშის დაძლევაში დახმარებისთვის ბავშვს ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რა აღელვებს და უთხარით, რომ ღელვა და ნერვიულობა ბუნებრივი განცდაა. ბავშვი შესაძლოა ნერვიულობდეს ან არ სურდეს სკოლაში …

„ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ბათუმის N28 საჯარო სკოლას კომპიუტერები აჩუქა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ ბათუმის N28 საჯარო სკოლას (ურეხის დასახლება) კომპიუტერები აჩუქა. ეს ტენდენცია სასწავლებელში დიდიხანია დამკვიდრდა და მომავალშიც გაგრძელდება. სასწავლებლის ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობდა ხელს მომავალი თაობების განვითარებას, რადგან ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიზანია, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. დღეს, როდესაც სასწავლო …

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას. აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა …

სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით იკეტება

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,15 სექტემბრიდან, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისცენტრის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით დაიხურება მომსახურების ოფისები თბილისსა და რეგიონებში. პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი.  დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსზე გარე რეკლამაში 1000 დოლარი მოგვთხოვეს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ [ერთ] მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ ენმ-ს 1000 დოლარი მოსთხოვა, რაც ბევრად აღემატება რეალურ ფასს, რა ფასადაც რეკლამირების უფლება აქვს ამ კომპანიას ბათუმის საკრებულოსგან გადაცემული. გიორგი კირთაძის თქმით, 31 ივლისს ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის უფლება 30 წლით გაესხვისებინა. „აუქციონზე ერთადერთი, …

ავარიული დაზიანების გამო გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა

ბათუმის წყლის ინფორმაციით ავარიული დაზიანების გამო დღეს, ღამის 12:00 საათამდე წყალი შეუწყდა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (გრიბოედოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე) მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით, “გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და …

1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა სეროპრევალენტობის კვლევა. სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ – თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ). კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, …

აჭარაში უკვე 6 კლინიკა მიიღებს კოვიდპაციენტებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდპაცინეტებს უკვე 6 სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. ეს დაწესებულებებია: რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „მედალფა“, ინფექციური საავადმყოფი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, მეზღვაურთა საავადმყოფო  და სამშობიარო სახლი. 350 საწოლფონდია მობილიზებული – განაცხადა დღეს, 14 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ასევე მზადაა ე.წ. კოვიდსასტუმროებში 400 ნომერზე მეტი უსიმპტომო პაციენტების მისაღებად. დილის მონაცემებით, ბათუმის …

სწავლა აჭარის მაღალმთიანეთშიც დისტანციურად დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. მიზეზი ხულოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა. “დისტანციურად დაიწყება სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან. განათლების სამინისტრო  მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზადაა საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, …

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია]. ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში. „ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას …

ჯანდაცვის მინისტრი: დამატებით 350 საწოლი გამოიყო, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში უკვე 6 სამედიცინო კლინიკაშია შესაძლებელი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა, გამოიყო 350 საწოლი, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. …

ბათუმის სამშობიარომ Covid 19-ით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო და აქ სულ 22 ორსული ქალის მიღებაა შესაძლებელი. იზოლირებული იქნებიან კოვიდინფიცირებული პაციენტების ჩვილებიც. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი 9 სექტემბერს რამდენიმე დღით დაიკეტა, როცა კორონავირუსი აქაც დაფიქსირდა. კლინიკის ადმინისტრაციაში …

გერმანული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის

გერმანული ორგანიზაცია „Humanity first“-ი 2020-2021 სასწავლო წლებში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს. სტუდენტი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ან უნდა ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. ორგანიზაცია სულ 15 სტუდენტს დააფინანსებს შევსებული აპლიკაციის საფუძველზე. სტიპენდიის მოცულობა 2 500 ლარია. სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა სწავლობდეს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში. იმისათვის, რომ მიიღოთ აპლიკაციის ფორმა, შეტყობინება უნდა …

ლეიკემიით დაავადებული 34 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

34 წლის ჯაბა ნიჟარაძე დახმარებას ითხოვს, მას მწვავე პრომოლეიციტური ლეიკემია აქვს. ჯაბა ნიჟარაძე ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცხოვრობს. „გვჭირდება ძვირადღირებული კვლევები, რის საშუალებაც არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის საშუალება,“ – ამბობს ჯაბა ნიჟარაძის ცოლი, რიტა ნოღაიდელი. მისი თქმით, ჯაბას ლეიკემია 16 წლის წინ დაუდგინეს, თუმცა მკურნალობის შედეგად წლების განმავლობაში ჯაბა კარგად იყო და …

თურქეთში 30 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ სახლში პოლიციამ  ქალი მოკლული იპოვა. პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ქალს დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე აღენიშნებოდა ცემის კვალი. ქალი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, ქალი მეუღლემ მოკლა. პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ___ მთავარი ფოტო: haberturk

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმის ბულვარში 8 ხეს ჭრიან

ბათუმის ბულვარში რამდენიმე ადგილას ფიჭვის ხეებს ჭრიან. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ხეები გახმა და ზამთარში შესაძლოა წაიქცეს. ფიჭვის გარდა სხვადასხვა ლოკაციაზე მოიჭრება მაგნოლიის, ქაფურის და ცხემლის ხეებიც. სულ რვა ხე. „გამხმარია 8 ხე, ზამთრისთვის ავარიული სიტუაცია რომ არ გამოიწვიოს, ამიტომ ვჭრით. აქტები შედგენილია, რომ ხეები გამხმარია“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე. ირაკლი …

29 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 29 007 970 შემთხვევა. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 924 116 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 194 081 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 131 625  – ბრაზილიაში და 79 722 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 520 235 ადამიანი, …

ხულოში 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხულოში დაუდასტურდა თუ არა პოლიციელს და რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი, რუსუდან შავიშვილმა თქვა: „გამოკვეთილი არის შემთხვევა, რომელსაც ვიკვლევთ“. 14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევებს უკვე აღარ ითვლიან კლასტერების მიხედვით, „რადგან შიდა …

Exit mobile version