მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

12.11.2020 • 981
რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული  73 წლის პაციენტი, რომელიც გუშინ, 11 ნოემბერს,  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გადაბეჭდვის წესი