მთავარი,სიახლეები

საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

11.11.2020
საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.

ამ ეტაპზე საქართველოში 16 158 პაციენტა აქვს დადასტურებული კოვიდის დიაგნოზი. ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომელთაც ტესტით არ აქვთ დადასტურებული ვირუსი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, მათ შორის თბილისში არის 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: