მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის საოლქოსთან აქციაზე „არ დათმოს“ წევრს 7 პირი თავს დაესხა – ალტერნატივა

11.11.2020
ხელვაჩაურის საოლქოსთან აქციაზე „არ დათმოს“ წევრს 7 პირი თავს დაესხა – ალტერნატივა

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  მოძრაობის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს, ზურაბ ბოლქვაძეს თავს დაესხნენ, როცა ის იქვე ახლოს გაჩერებულ ავტომანქანასთან მიდიოდა საწვიმრის გადმოსაღებად.

„ჩვენ ხელვაჩაურის საოლქო კომისიასთანაც მოვაწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ოლქის წევრებს იქ გამოევლოთ. ზურაბი გადავიდა საწვიმრის გადმოსატანად და ამ დროს დაახლოებით 7 ადამიანი მას თავს დაესხა, ხელებს ურტყამდნენ და იგინებოდნენ… ეს ხდებოდა პოლიციელების თვალწინ, იქვე იყო პოლიციის მანქანებიც. როცა პოლიციელები მოგვიახლოვნენ, გაქცევა დააპირეს, ერთი პირი დააკავეს, ხოლო ზურაბი თან წაიყვანეს, მას ალბათ ექსპერტიზა ჩაუტარდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხათუნა ბერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

დღეს, 11 ნოემბერს მოძრაობამ „არ დათმო“ საპროტესტო აქცია სხვადასხვა საოლქო კომისიასთან გამართა, ვიდრე კომისიები საბოლოო გადაწყვეტილებებს ხელს მოაწერდნენ. საყვირების ფონზე გაიმართა საოლქო კომისიის სხდომა ბათუმშიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: