მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

13.11.2020
აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

13 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. გარდაცვლილებს შორისაა 32 წლის ქალი, და, ასევე, 100 წლის კაცი.

გასულ 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი.

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში 789 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 101 ადამიანი.

ასევე, აჭარაში 1 583 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. აჭარაში საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 266 პაციენტი. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: