მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით გარდაიცვალა 33 ადამიანი, დადასტურდა 3 120 ახალი შემთხვევა

12.11.2020 • 879
კორონავირუსით გარდაიცვალა 33 ადამიანი, დადასტურდა 3 120  ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 2 358-ია.

12 ნოემბერს  გამოვლენილი  3 120 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 502, იმერეთში – 517, ქვემო ქართლში – 192, შიდა ქართლში – 126, გურიაში – 95, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 332, კახეთში – 100, მცხეთა-მთიანეთში – 107, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევა არის 16 887. აქედან 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33. 3 311 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 560 – აჭარაში, 1 207 – თბილისში, 284-იმერეთში. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: