სიახლეები

ჩანჩქერები, მარანი და ღია მუზეუმი – რას ნახავთ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე

05.12.2020
ჩანჩქერები, მარანი და ღია მუზეუმი – რას ნახავთ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა.

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – ამ ყველაფერს ტურისტები სოფელ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე ნახავენ.

სოფელი კაპნისთავი ბათუმს 26 კილომეტრითაა დაშორებული.

კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

„კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ  ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი.

გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.

ღია მუზეუმი, კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ღია მუზეუმი, კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: