200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით. იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის …
Category Archives: სიახლეები
სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია
ახალი კონცეფცია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა, ურეკიდან ფოთამდე მონაკვეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, წარმოდგენილია გრიგოლეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო საავტომობილო გზის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი: ა) სატრანზიტო მოძრაობა გრიგოლეთის მონაკვეთში აიკრძალება და ავტომომობილები ბათუმიდან ფოთამდე [და პირიქით] ლანჩხუთი-სამტრედია-სენაკის გავლით ივლის, არსებული გზა კი [გრიგოლეთი-მალთაყვის მონაკვეთი] მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა; ბ) გრიგოლეთში …
Continue reading “სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ნავმისადგომი – რას ცვლის გრიგოლეთში ახალი კონცეფცია”
კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 18 149 კვლევა, აქედან 11 095 კვლევა ანტიგენის და 7 054 PCR ტესტით. კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 150, შიდა ქართლი – 165, გურია – …
Continue reading “კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 9 იანვარი”
კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსისგან სულ 32 600 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გასულ 24 საათში 1 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 9 იანვრის მონაცემებით აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 11 პაციენტი. ასევე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ …
Continue reading “კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა აჭარაში”
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის მერიას ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში 4 359 741 ლარია გათვალისწინებული. ამ ქუჩაზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე, წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რომლებიც კარგა ხანია ამორტიზებულია. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შარტავას წრიულიდან [რეფერალური საავადმყოფოდან] ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება”
აფეთქება ახალსოფელში – დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის 1 მეხანძრე
ახალსოფელში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთი ოჯახის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ დაშავებულს კი, რომელსაც თერმული დამწვრობა ჰქონდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. ხანძრის ჩაქრობის დროს ასევე დაშავდა მეხანძრე-მაშველი. ის მეორე სართულიდან ჩამოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა …
Continue reading “აფეთქება ახალსოფელში – დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის 1 მეხანძრე”
ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა
მისი შვილი ორი თვისაც არ იყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. საკუთარ თავზე მეტად ბავშვზე ნერვიულობდა. კლინიკაში გატარებულ 11 დღეზე, კოვიდზე, დედობაზე, პანდემიაზე და თანმხლებ სირთულეებზე ქეთა ლაბაძე „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“: გამარჯობა, თქვენ კოვიდდადებითი ხართ ზუსტად მახსოვს, 14 ოქტომბერი იყო. დღის რაღაც მონაკვეთში ვიგრძენი, რომ ყნოსვა დავკარგე. კოვიდზე ყველა ინფორმაცია მქონდა …
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ხანძარი ლოკალიზებულია
მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ტერიტორია. “ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის მხრიდან, სადაც კაფეებია განლაგებული, ცეცხლი იქ გაჩნდა. ფოთლებს მიჰყვა ხანძარი. როდესაც ჩვენს ტერიტორიას მიუახლოვდა მოლარემ და დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია. ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე …
Continue reading “ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ხანძარი ლოკალიზებულია”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მაღალმთიანეთში კვლავ ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო დღეები იქნება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს
2021 წლის იანვრიდან „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების“ ახალი წესი ამოქმედდა. ამ წესის მიხედვით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. „ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით“, – …
Continue reading “დეკრეტულის ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლითაც ბავშვის მამაც ისარგებლებს”
“სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციების სამ რჩეულ პაკეტს გთავაზობთ
მხოლოდ ერთი დღით, 8 იანვარს სილქნეტი აბონენტებს ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს თავაზობს. კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს: [checklist] ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. 20 GB ინტერნეტი 14 ლარად. [/checklist] მეგაბაიტების …
Continue reading ““სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციების სამ რჩეულ პაკეტს გთავაზობთ”
კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი. გასულ 24 საათში ქვეყანაში სულ 5 265 კვლევა ჩატარდა, აქედან 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. 537 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო …
Continue reading “კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი – 8 იანვარი”
კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულად ითვლება 32 478 ადამიანი. 8 იანვრის მონაცემებით, აჭარაში არსებულ კლინიკებში კორონავირუსზე მკურნალობს 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 251 და ბინაზე – 771.
დააკავეს კიდევ 1 პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს …
Continue reading “დააკავეს კიდევ 1 პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებად ყიდდა – შსს”
35 დღე იზოლაციაში – ფოტოგრაფის ისტორია
ედო მჟავანაძე ვებ-დეველოპერი და ფოტოგრაფია. ცხოვრობს ბათუმში. პანდემიამდე მისი ცხოვრება დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. თუმცა პანდემიამ სხვა ადამიანების მსგავსად, მასთანაც ბევრი რამ შეცვალა. ოქტომბერში კოვიდი გადაიტანა. თავის ისტორიას ედო „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის „ადამიანები პანდემიის დროს“: პანდემიამდე პანდემიამდე როგორ ვცხოვრობდი? იმდენად რთული კითხვაა, რომ გახსენებაც მიჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბავზე …
ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა
კომპანია „სტარის“ მფლობელს და მის რამდენიმე თანამშრომელს ახალი წლის დღეებში ოფისში თავს დაესხნენ. „თარჯიმანს სცემეს. მფლობელი ოფისიდან გამოიპარა და მე დამირეკა. 4 მანქანით მიუვარდნენ. რადგან თურქეთის მოქალაქეები არიან, მათ ძვირადღირებულ ტექნიკას ართმევენ“, – ამას ლელა ბჟალავა ამბობს. ლელა ბჟალავა ადვოკატია, რომელიც ირწმუნება, რომ აურზაური ბათუმის სამრეწველო უბანში მოქალაქე ირაკლი შარაბიძემ მოაწყო. კომპანიის მფლობელები გუშინ თურქეთის …
Continue reading “ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა “
ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში, 20 ქუჩაზე ერთი ღამით წყალმომარაგება შეწყდება. წყალი 8 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან გაითიშება და 9 იანვრის 09:00 საათამდე არ იქნება. წყალი გათიშული იქნება შემდეგ ქუჩებზე: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩა, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ილია …
Continue reading “ბათუმში 20 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება”
ბათუმში კოვიდკლინიკა იქნება მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო
ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ____ 12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო …
Continue reading “ბათუმში კოვიდკლინიკა იქნება მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო”
ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს. ტენდერის …
Continue reading “ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება”
აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 იანვარი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 118 პირს დაუდასტურდა. 7 იანვრის დილიდ მონაცემებით საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 353. რეგიონის კლინიკებში 87 მძიმე პაციენტია. ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13 პაციენტი. 455 პაციენტი აჭარაში იმყოფება კოვიდ-სასტუმროში. ამ ეტაპზე აჭარაში 2 052 …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 იანვარი”
საქართველოში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა
7 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 28 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში მძიმე პაციენტია 856 პირი, …
Continue reading “საქართველოში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 612 ახალი შემთხვევა”
დღეს საღამოს 9 საათიდან გადაადგილება აკრძალულია – რა შეზღუდვები გაუქმდება 16 იანვრიდან
დღეს, 7 იანვრიდან, კვლავ ამოქმედდება გადაადგილების შეზღუდვა – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამ პერიოდში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით. ეს შეზღუდვა გაუქმებული იყო 6 იანვრის ღამით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა …
საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები”
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თხოვნით მიმართავს მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია. „ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!“ შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი …
Continue reading “საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები””
აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი
აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღის გაჩენის რისკი ნაკლებია – ამ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ. რამდენად რეალურია ეს და რაზე დაყრდნობით აკეთებენ გათვლებს სპეციალისტები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს მიმართა. ქალბატონო ნინო, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მომდევნო ტალღა აჭარას სავარაუდოდ აღარ ემუქრება. რა იძლევა ამის თქმის საფუძველს, უფრო მეტი …
Continue reading “აჭარის მოსახლეობის 1/3-ს კოვიდი გადატანილი აქვს – ჯანდაცვის მინისტრი”
რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე
„რა მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერიისთვის ცხოველთა ლეში ბათუმიდან მანქანით ოზურგეთის გავლით გაივლის თუ სხვა გზით, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, – წერს ინდმეწარმე გელა ნაცვლიშვილი დავების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში. გელა ნაცვლიშვილი ბათუმის მერიას ქუჩის ცხოველების მოვლაზე გამოცხადებული ტენდერის გამო უჩივის დავების საბჭოში. სატენდერო თანხა 351 680 ლარია. „ჩვენ სრულყოფილად წარვადგინეთ ის დოკუმენტაცია, რაც იქნა მოთხოვნილი და სრულად …
Continue reading “რატომ უთხრა უარი ოზურგეთელ ინდმეწარმეს ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების მოვლაზე”
ბათუმში კოვიდით 22 წლის გოგო გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო, თამარ ჟღენტი გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა ბაუ-ში ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა. “პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა უკვე გართულებულ მდგომარეობაში. ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. რამდენიმე დღეში გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,“ – აცხადებენ კლინიკა ბაუ-ში. კლინიკის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის …
როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი
იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. „ბათუმელებს“ შემოსავლების …
Continue reading “როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი”
რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …
Continue reading “რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 იანვრის 21 საათიდან 7 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი”
აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 იანვარი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამი პაციენტი. 6 იანვარს გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ია. ქვეყნის მასშტაბით სულ 1 800 ახალი შემთხვევაა. 1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 იანვარი”
კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 6 იანვარი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 ტესტი მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით 1 800 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო …
Continue reading “კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 6 იანვარი”
6 იანვარს ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს, 6 იანვარს, ერთი ღამით კომენდანტის საათი უქმდება. გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია ქვეყნის მოქმედ ტაძრებში 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან დაიწყება. კომენდანტის საათი 7 იანვრის 21:00 საათიდან ისევ განახლდება. ქუჩაში გასვლა აკრძალული იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 10 წელი ძებნილი იყო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. „გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის [ქურდობა] ჩადენისთვის წარედგინა. ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, …
Continue reading “პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც 10 წელი ძებნილი იყო – შსს”
საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში, შობის დადგომამდე 7 საათით ადრე
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია 6 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს საშობაო ჭრაგალუიცის (სანთლების დანთების) წმინდა წირვა იმართება. წირვა ბათუმში, სომხურ ეკლესიაში 5 იანვარს, ტრადიციულზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რელიგიური უმცირესობები იძულებული არიან საშობაო მსახურება კომენდანტის საათის დაწყებამდე დაასრულონ. კომენდანტის საათი 21:00 საათზე იწყება. …
Continue reading “საშობაო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში, შობის დადგომამდე 7 საათით ადრე”
შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა
ისევ გადაიდო კანონის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებას არეგულირებს. კანონის ეს მუხლი 2021 წლის პირველი იანვრამდე, პანდემიის გამო იყო შეჩერებული. კანონის ამ მუხლის მიხედვით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო… უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის უცხოელის …
Continue reading “შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა”
რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი 2021 წლის იანვრიდან
მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრისთვის სტატუსი ყველა კატეგორიის მასწავლებელმა აიმაღლა. მაგალითად, უფროსის სტატუსს იანვრიდან მიიღებს 500 მაძიებელი პედაგოგი, წამყვანის სტატუსს კი 2900 უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ისინი „ახლა სტატუსის მოლოდინის რეჟიმში არიან“. შესაბამისად, ეს მასწავლებლები ახალი წლიდან განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ. მაგალითად, უფროს მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებაზე დაემატება სტატუსისთვის განკუთვნილი 470 ლარი, წამყვან …
Continue reading “რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი 2021 წლის იანვრიდან”