გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მაღალმთიანეთში კვლავ ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო დღეები იქნება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში კი:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი, ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი. ხილვადობა კარგი.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები