ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის. ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა. რა ხდება? ახალი …

სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე. სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას. ძალიან გთხოვთ, გულთან …

ბათუმიდან თურქეთის გენერალური კონსული კაზინოში გადაღებული ფოტოს გამო გაიწვიეს – მედია

ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია. თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი. თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს. ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად …

პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში. დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს. შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის …

დააკავეს პირი, რომელმაც ოჯახის წევრები ცივი იარაღით დაჭრა – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შს სამინისტროს ცნობით, იმერეთში სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება …

„გეოპოლიტიკურად ვართ განწირული ვიყოთ კავკასიის შუაგული, ან დავკარგავთ ყველაფერს“ – ინტერვიუ

„საქართველო თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. ასე გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის. ეს, ფაქტობრივად, გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს მომავალს“, – ამბობს …

„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში

9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა. ბავშვის დაცემის ვიდეო გუშინ, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ ფეისბუქით, დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა. ვიდეოს აღწერაში ბავაშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე. „ამ სამი წუთის …

მუნიციპალური ინსპექცია ბონის ბაზრის მოვაჭრეებს 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმებით ემუქრება

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს აფრთხილებს. მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები უნებართვო კომერციულ საქმიანობას ეწევიან და საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად ზღუდავენ. „პროდუქციის უკანონო რელიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო …

2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. „ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი …

დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს. „წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 378 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 010 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 727 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 43 787 …

აჭარის საარქივო სამმართველოში ახალი უფროსი და მოადგილე დანიშნეს

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ჰყავს. აჭარის მთავრობის ცნობით ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დღეს, 10 ივნისს, ბესიკ ბაუჩაძე წარადგინა, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილედ – ასლან ლორთქიფანიძე. „საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ – მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში …

14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – facebook-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე, …

ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

ზურაბ პატარაძის შვილი, რევაზ პატარაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. მისი დაწინაურება დროში ემთხვევა აჭარაში ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნებას. რევაზ პატარაძე 26 წლისაა. მან კარიერა 2021 წელს, ბაქოს საერთაშორისო პორტში დაიწყო და იქ მუშაობდა 2023 წლის ჩათვლით საოპერაციო დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. 2023 წელს მიუღია სტიპენდია – 31 960 შვედური კრონა და შემდეგი ორი …

შსს-ს ძაღლების ვოლიერების რემონტსა და მოედნების მოწყობაში 900 ათასი ლარი დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძაღლების ვოლიერების რემონტს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. გამოყოფილია 909 ათას 352 ლარი. აღნიშნული თანხით შსს-მ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტრო „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ევგენია მაისურაძის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შსს-ს სარგებლობაში არსებული ოთხი შენობის სარემონტო და ერთი შენობის დემონტაჟის, ასევე ძაღლებისთვის ღია შემოღობილი სასეირნო სივრცეების მოწყობის“ სამუშაოებს …

კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:– მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის …

„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

მკვლელობაში ბრალდებული გენო შარაშიძე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 10 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამართა. საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. „მე ვაღიარებ და შუამავალი რაღა საჭიროა?“ – ამ არგუმენტით ადვოკატის აცილება მოითხოვა სხდომის დასაწყისშივე ბრალდებულმა გენო …

ბათუმის მერიამ შინდისის გმირების სკვერის განახლება დაიწყო

ბათუმის მერია შინდისის სკვერში სკამებს აახლებს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვა სკვერებშიც. შინდისის პარკიდან ვიდეორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ 8 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო პარკში არსებული მდგომარეობა – სკამების ნაწილი ამომტვრეულია, ქვის დატეხილი ფილები იქვე ყრია სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ, შადრევნიდან წყალი ქვაფენილზე იღვრება და ირგვლივ დატბორილია. მუნიციპალური სერვისების სააგენტო ფეისბუქზე …

დააკავეს პირი, რომელმაც სახლების რემონტის დაპირებით 98 000 ლარი მიისაკუთრა – შსს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა. პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების …

ვის ენდობიან უკრაინელები ზელენსკიზე მეტად

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის 61 პროცენტი ენდობა. კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკიზე მაღალი ნდობის რეიტინგი ქვეყანაში აქვთ უკრაინის ყოფილ მთავარსარდალს და ამჟამად უკრაინის ელჩს დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნის – 73 პროცენტი, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს – 70 პროცენტი და რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 377 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 004 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 717 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 43 713 …

რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ

8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა. კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური …

„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან

„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა. #12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, …

ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

„როცა ჩვენ შევადგინეთ განათლების რეფორმის კონცეფცია, საბოლოო განხილვის დროს, რა თქმა უნდა, იყო ბიძინა ივანიშვილიც ჩართული და მისი რჩევები იყო ძალიან ღირებული“, – ეს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელევიზიის ეთერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რა რისკები აქვს განათლების რეფორმაში ჩრდილოვანი მმართველის აქტიურ ჩართულობას და როგორი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ პროცესისგან? – „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს და …

ბათუმში, კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, იაშვილის კლინიკაში, 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ლუკა ჩხიკვიშვილი გუშინ კლინიკაში ხელის მოტეხილობით შეიყვანეს, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვის გარდაცვალება ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია. „ან მეტი მისცა [ნარკოზი] ან ჩქარა გაუკეთა“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი …

რატომ აღარ შემოდის ახალი ინვესტიცია აჭარაში – ციფრები, რომლებიც სრულ კრახს აჩვენებს

რაც არ უნდა პომპეზური და „ბრჭყვიალა“ იყოს მასშტაბური სამშენებლო პროექტების დაწყების, კაფსულის ჩადების ცერემონიალები და რაც არ უნდა ხმამაღალი მთავრობის მტკიცება, რომ რეგიონში ინვესტიციების შემოსვლა გრძელდება, ბიუჯეტის შესრულების „არაფინანსური აქტივების კლების“ ნაწილი სხვას აჩვენებს. „სხვას აჩვენებს“ კი არა, ბოლო ათი წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, კარგად გამოჩნდება, რომ ციფრები სინამდვილეში სრულ კრახს გვაჩვენებს. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული …

„სანამ ბათუმელები და ნეტგაზეთი არსებობს, გვიან არ იქნება“ – თამთა კახაბერიძე

ავტორი: თამთა კახაბერიძე, ჟურნალისტი ______________________________ -„აბა, მოიფიქრე ვისი ხმა გინდა ისმოდეს შენს პირველ სტატიაში?“ – მკითხა ნანამ. მოვიფიქრე. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების. 13 წლის ვიყავი. ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების“ ნიუსრუმის რედაქტორი, მაშინ ჩემი მასწავლებელი იყო „ბათუმელების“ მედიასკოლაში. სანამ სტატიის დაწერას დამავალებდა, ამიხსნა, რომ ჟურნალისტის ფუნქცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების გარდა, იმ მოქალაქეების ხმის გაჟღერებაა, ვისაც რაიმე პრობლემა …

30 წლის რამაზ ნინიძეს დახმარება სჭირდება – ის სტამბოლის კლინიკაშია

30 წლის რამაზ ნინიძეს მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ სჭირდება 15 000 დოლარი, ის შეიძლება გადაურჩეს ფეხის ამპუტაციას თუ ამ თანხის მოგროვებას ახლობლები შეძლებენ. რამაზის დის, მადონა ნინიძის ინფორმაციით, რომელიც მასთან ერთად სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ექიმები ამბობენ, რომ ინფექციის გავრცელების რისკია, თუ სპეციალურ მკურნალობას არ დაიწყებენ, ამისთვის კი 15 000 დოლარი 15 ივნისამდე უნდა შეაგროვონ. რამაზს …

„რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის უმძიმესი მაგალითი“ – განცხადება აფგან სადიგოვის დაკავებაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის დაპატიმრებას ეხმიანება. საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაპატიმრების შესახებ გუშინ, 8 ივნისს გახდა ცნობილი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან ტრანსნაციონალური რეპრესიისა და კოორდინირებული პოლიტიკური დევნის უმძიმეს მაგალითს წარმოადგენს. „მნიშვნელოვანია, რომ აფგან სადიგოვი დააკავეს იმავე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თავის დროზე …

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე მოკლა

პროკურატურის ცნობით, გორის სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჭრილობები და დაზიანება მიაყენა. ქალი 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით …

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის საქმეზე საია შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას. დღეს, 9 ივნისს, საიაში ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა ისაუბრა ამ საკითხზე და განაცხადა, რომ ორგანიზაცია, შესაბამისი განცხადებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს. საიას განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო …

ბათუმში, იაშვილის ჰოსპიტალში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის იაშვილის კლინიკაში 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში ხელის მოტეხილობით მიიყვანეს, თუმცა რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული. დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში მდებარე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოგვაწვდიან, თუკი ოფიციალური კომენტარი გაკეთდება კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან ამ …

„პოლიტიკის გროსმაისტერი“ – კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ქებას ბრიფინგი მიუძღვნა

დღეს, 9 ივნისს, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგი მიუძღვნა. ირაკლი კობახიძემ 8 წუთი აქო ბიძინა ივანიშვილი „ერთპიროვნული მმართველობის“ ბრალდების გასაბათილებლად. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი …

„ბატონი ბიძინა მოისმენს“ – კობახიძის პასუხი ივანიშვილის საქებად გამართულ ბრიფინგზე

„ქვეყანაში ერთმმართველობის თუ ერთი კაცის მმართველობის მოდელზე აქამდეც ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ, თუმცა გუშინდელი დებატების გამოხმაურება გადაწყვიტეთ ბრიფინგით. ეს თქვენი სურვილი იყო თუ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული გადაწყვეტილებაა? – ჰკითხა ირაკლი კობახიძეს დღეს, 9 ივნისს, ჟურნალისტმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. კობახიძე ირწმუნება, რომ დღეს გამართული ბრიფინგის იდეა მისი იყო და ამაზე ივანიშვილის მითითება არ ყოფილა, თუმცა მთელი საათის …

Exit mobile version