თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა – 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები. 6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი …

ომისთვის ადაპტირება – „უკრაინელი ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს“

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი __ როგორ შეცვალა უკრაინის ომმა თანამედროვე ბრძოლის მეთოდები? რა სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა გადასცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მათ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში? დისკუსიის მოდერატორია ვიქტორ ჩა. პოდკასტის „შეუძლებელი სახელმწიფო“ ამ ეპიზოდში მონაწილეობენ კატერინა ბონდარი (CSIS) და ბრიუს კლინგნერი (მენსფილდის ფონდი). ისინი განიხილავენ, თუ როგორ ცვლის უკრაინის ომი სამხედრო სტრატეგიას, რისი …

ტაბლო გამორთულია, ავტობუსი კი მოძრაობს – რომელ საათამდე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო გაიზარდა, თუმცა მოსაცდელებთან, სადაც ელექტროტაბლოებია, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ავტობუსების განრიგი ტაბლოზე ქრება და მხოლოდ საათს აჩვენებს.  წესით ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები აღარ მოძრაობენ, თუმცა ასე არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ივლისიდან „საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება“. მოქალაქეები გვწერენ, რომ ხშირად ღამის …

1 სექტემბრიდან შსს ტრანსპორტის ხმაურის დონეს შეამოწმებს – ნორმის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. უწყების ცნობით, ხმაურის დონის გაკონტროლება საერთაშორისო –  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის …

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა. ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.

თურქეთსა და საქართველოს შორის ამოქმედდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა

თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა ამოქმედდა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ. „აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს …

ურეკში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 411 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 088 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 894 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 45 451 …

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 11 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში, კიევში, 6 ივლისის ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი – იუწყება უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. თავდასხმის შედეგად მინიმუმ 15 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება, მაშველები გადარჩენილებს …

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში, თესალონიკთან – პოლიციამ 76 წლის კაცი დააკავა

4 ივლისს, ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებთან და ინფრასტრუქტურულ ზონაში გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი იყო განთავსებული. ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით 76 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახანძრო სამსახურის ცნობით, „შესაძლოა ფხიზელი არ იყო“.  საბერძნეთში …

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომს და ხიდებს დაარტყა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 5 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში გვარდეისკოეს აეროდრომს დაარტყა. გენშტაბის ინფორმაციით, ეს ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო გაფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების მოვლა-პატრონობისთვის. გარდა ამისა, ასევე გენშტაბის ცნობით, უკრაინამ შეტევა მიიტანა დონეცკის ოლქში მდებარე საავტომობილო ხიდებზე და დონეცკის, ლუგანსკის და …

რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

რუსული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში რუსეთმა ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა. „ვედომოსტი“ ფასების ინდექსის ცენტრის (PIC) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-დან 25 ივნისის ჩათვლით ბელარუსიდან რუსეთში 141 000 ტონა საწვავი იმპორტირება მოხდა, რაც მთელი მაისის განმავლობაში მიწოდებულ მოცულობაზე 2.4-ჯერ მეტია. 2025 წლის ივნისში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი მხოლოდ 1000 ტონას შეადგენდა. PIC-ის მონაცემებით, ბელარუსმა …

თელ-ავივიდან ბათუმსა და თბილისში ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან. ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს  Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – …

ბათუმის აეროპორტში 4 პირი დააკავეს ნარკოტიკების საქმეზე – მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ, სხვადასხვა დროს, თურქეთის – ერთი და ისრაელის 3 მოქალაქე დააკავა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. შს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 409 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 081ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 878 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 45 388 ერთეული …

ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის დაარსებას აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო აკადემიის დაარსებას აანონსებს. ამის შესახებ მან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.  „ჩვენი საზღვაო ძალებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება – ჩვენი ოდესის განვითარება – ოდესაში ჩვენი საკუთარი ძლიერი, ახალი სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა. ვიცი, რომ ჩვენს საზღვაო ძალებს აქვთ ასეთი საჭიროება, პოტენციალი და, რაც მთავარია, …

განათლება, როგორც უფლება – ბათუმში ფორუმს მართავს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის

„განათლება, როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე სამართლიანი აწმყოსა და მომავლისთვის“ – ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს, 4 ივლისს, ბათუმში, ფორუმი განათლების პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორიცაა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები თემებზე: განათლების გამოწვევები ბათუმსა და აჭარაში; სად დგას დღეს განათლების სისტემა საქართველოში და რა საფრთხეს უქმნის მას „ოცნების“ პოლიტიკას; როგორი უნდა იყოს განათლება …

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ – წერს „მედია ჩექერი“. აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები ერთი თვის წინ გაათავისუფლეს –  2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს  თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ტელევიზიაში გამოცხადებული …

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგს შეუტიეს

დღეს, 4 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, მოსახლეობას ურთია სახლში დარჩენა მანამ, სანამ დრონების საფრთხე არ მოიხსნება. ასევე, მან მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს. ამავე დროს, ტელეგრამზე ვრცელდება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური …

ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 408 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 074 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 869 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 325 …

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმე ბათუმის სასამართლოში – რეპორტაჟი

მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ. 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე …

დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

დღეს, 3 ივლისს, 2026 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში გადასული მასწავლებლები დასახელდნენ. ათეულის წევრები არიან: ცოტნე გვაჯაია – ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის კომპიტერული ტექნოლოგიების პედაგოგი; არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; მარიამ კვაჭაძე – დუშეთის სოფელ შუაფხოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დავით მალაზონია – თანამედროვე განათლების აკადემიის, ისტორიის მასწავლებელი; …

რა მასალისგან იქნება შეკერილი სკოლის ფორმები – „ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული“

სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. ამის შესახებ „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა 1 ივლისს. მისი თქმით, პოლიესტერი საერთაშორისო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთას ამცირებს და ამავე დროს – ყველა ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული. მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმა არ …

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა …

ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად „ოცნების” ფრაქციის წარმომადგენელი დანიშნეს

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დანიშნეს. ის 2 ივლისს წარადგინეს ამ სამსახურში. ქაჯაიას შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე ქაჯაია „სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა“, თუმცა არ აკონკრეტებენ სად, რომელ უწყებებში. თუმცა არც Google-ის საძიებო სისტემაში იძებნება მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ერთადერთი უწყება, რომელიც ამ …

„ოცნება“ ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის აშენებას ჭოროხზე ისევ გეგმავს – კონკურსი პროექტზე

„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა. საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით: „პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს შესაძლებელია ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 14 – 19 გრადუსი …

„რუსთაველის“ მფლობელი „ნეოკას“ ადგილს დაიკავებს და 1.2 მილიონს გადაიხდის ყოველწლიურად

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, სასტუმრო „შერატონის“ მომიჯნავედ კაფე „ნეოკას“ ადგილს ახალი მოიჯარე, შპს „ორლა 21“ დაიკავებს. კომპანიამ ელექტრონული ვაჭრობისას ამ ქონების საწყისი ფასი თითქმის გააოთხმაგა, 361 600 ლარიდან 1 მილიონ 211 800 ლარამდე გაზარდა და ასე მოიშორა კონკურენტები. შპს „ორლა 21“ 2026 წლის 8 ივნისს არის დაფუძნებული და მას ლარისა სოლომონიძე ფლობს. საჯარო …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

„საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს“- საგამოძიებო

„საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. მან ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 407 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 073 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 863 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 45 225 …

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად ხელახალი აუქციონია გამოცხადებული

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია. ახალი აუქციონის პირობების მიხედვით: „აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო …

სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია-რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.  „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, …

Exit mobile version