აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის კითხვებს პასუხობს.
ბათუმელები
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის კითხვებს პასუხობს.
ცნობილია შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებენ. ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებოდა, წელს სოციალური პროგრამების სიაში აღარ არის.
სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების თემაზე ნოდარ დუმბაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, განცხადება გააკეთა.
სტიქიით დაზარალებული 74 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლი და ადგილი სპეციალისტებმა სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნიეს, ბინას ბენზეში ე.წ. სოციალურ სახლში მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ სპეციალური სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ღამის ათ საათზე წაეკიდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ აცნობეს, თავდაპირველად შემთხვევის ადგილას გასული იყო 5 ბრიგადა, ამ დროისათვის კი ხანძარს ორი სახანძრო ბრიგადა ებრძვის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დროისათვის იკვლევენ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში სოციალურად დაუცველებმა აქცია შეწყვიტეს.
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მჯდომარე აქცია მიმდინარეობს.
დღეს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ციტრუსის მოსავლისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მანდარინის სექტორის რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში თანამდებობები უმაღლესი საბჭოს უკვე მოქმედმა საჯარო მოხელეებმა დაიკავეს. ისინი კონკურსამდე აღნიშნულ თანამდებობეზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნული.
„კონკურსის წესით თანამდებობები დაიკავეს კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლებმა.” – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს უმაღლესი საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ჯამბულ კურცხალიძე აწერს.
არასამთავრობოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ უზრუნველყონ ახალი კონკურსის ორგანიზება, ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი 2014 წელს ცხრა პროგრამას განახორციელებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სურმანიძის განმარტებით, აქედან ხუთი ახალ პროგრამაა.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მუსიკალური ფესტივალისთვის, „ბათუმური საღამოები“ ემზადება.
ხელვაჩარის მუნციპალიტეტში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ამ წუთებში, კრიმინალისტები მუშაობენ.
7-16 თებერვლის ჩათვლით, ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ის ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეარჩია. სულ 24 ფილმი იქნება ნაჩვენები.
დღეს, ბათუმის მერიაში ქალაქის წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერის პაკეტები გაიხსნა, რომლითაც ტენდერში მონაწილე კომპანიების ტექნიკური მხარე უნდა შეფასდეს.
აღნიშნული ტენდერი ჩაქვში წყალმომარაგების ქსელის, წყლის რეზერვუარების, სეპტიკური საცავებისა და ნარჩენი წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ტენდერი ასევე მოიცავს წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში.
ხუთშაბათს, 30 იანვარს ბათუმის დრამატულ თეატრში, რეჟისორ იური ცანავას ერთმოქმედებიანი კომედია – „ოჯახური იდილია“ იქნება ნაჩვენები.
დასაწყისი 19:00 საათზე
ბილეთის ფასი: 2-5 ლარი
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრემ ზამბახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართა.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ორჯერ წარდგენილი გენო გელაძის კანდიდატურის არ დამტკიცებაზე ისაუბრა.
„ამის შემდეგ ნებისმიერ კანდიდატი იქნება უმრავლესობის ლობირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევა ერთგვარ თამაშს დაემსგავსა“.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, წევრების განახლება დაიწყო.
29 იანვრს 18:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება საზოგადოებრივი ორგანზიაციებისა და მედია საშუალებების ერთიანი ფორუმი (კონსულტაცია), სადაც მოხდება შესაბამისი სექტორიდან ორი წარმომადგენელის არჩევა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაურ ფუტკარაძის სატელევიზიო კომენტარს ბრიფინდით ეხმაურება. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მინისტრის გამონათქვამები აღიქმება არასამთავრობო ორგანიზაციის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის მცდელობად.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ ბერძენიშვილი ამბობს, რომ: „ახლა დასვენების დღეებია
<!** Image 1 align="" width="600" height="640" >
„ყოველ წუთს იცველება მდგომარეობა. ჩაბარებული გვაქვს პირნაღები და ფეკალური მასა. ლაბორატორიული კვლევის საბოლო შედეგები ჯერ არა გვაქვს.
ბათუმის სამშობიარო სახლში, მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალი დაიღუპა. მან პირველი შვილი გააჩინა. ბავშის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ღებინებით, მუცლის ტკივილისა და სისუსტის შეგრძნებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა რიცხვი იზრდება.
მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ბათუმში აქცია გამართეს, „დავიცვათ კანონი“, „ არ მიყიდოთ ლუდი და სიგარეტი სკოლის მოსწავლეებს“.
24-25 იანვარს ტრაბზონში შავი ზღვის საკრუიზო პლატფორმის სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები იღებენ.
ასოციაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
ქობულეთის ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ევრომეიდანზე შეკრებილ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ თავის ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
ბათუმის საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. რაც საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის საზღვაო კვლევითი საქმიანობის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“-ს ბათუმის მასწავლებლის სახლი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ, მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო ტრენინგ-პროგრამებს სთავაზობს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებების დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში ათ ვაკანსიაზე 402 განცხადებაა შესული. ყველაზე მეტი – 64 განცხადება საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზეა შესული. მეორე მოთხოვნადი თანამდებობა, სადაც 62 განცხადებაა შესული, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატის წამყვანი სპეციალის ადგილი აღმოჩნდა.
ქობულეთში ახალი კულტურის სახლი აშენდება, რისთვისაც 2 636 500 ლარი დაიხარჯება. ნაგებობის პროექტი ორი წლის წინ ესპანელი სპეციალისტების მიერ დამუშავებული ესკიზური პროექტის საფუძველზე მომზადდა. კულტურის სახლი 400 ადგილიანი იქნება. იგი ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის შენობის წინ აშენდება.
დღეს, 18:00 საათზე, პრესკაფეში გაიმართება სტუდენტური დისკუსია თემაზე: „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“.
„სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – Солідарність до українського народу“ – ამ სახელწოდებით ხვალ, ბათუმში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების სალიბაურისა და კაპრეშუმის თემის რწმუნებულები დააკავა. ფინანსური პოლიცია მათ თანამდებობის ბორიტად გამოყენებასა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისებას ედავება.