რადიო „აჭარას“ ბესო შერვაშიძე უხელმძღვანელებს. როგორც „ბათუმელებთან“ აჭარის ტელერადიომაუწყებლის დირექტორმა სოსო სტურუამ განაცხადა, 18 თებერვალს ბესო შერვაშიძე მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
ბათუმელები
რადიო „აჭარას“ ბესო შერვაშიძე უხელმძღვანელებს. როგორც „ბათუმელებთან“ აჭარის ტელერადიომაუწყებლის დირექტორმა სოსო სტურუამ განაცხადა, 18 თებერვალს ბესო შერვაშიძე მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
დღეს თამარის დასახლებასა და ლერმონტოვის 102 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად ქალაქის მმართველობასთან შეხვედრას ითხოვდა.
დღეს დაიწყო წინადადებების მიღება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. Zonda bus-ის მარკის ავტობუსის სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების შესყიდვის სავარაუდო ფასი 471 ათასი ლარია. ელექტრონული ტენდერი ხუთ დღეში დასრულდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეებს მიმართავს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მიმართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებისთვის ამავე გაზეთის ვებგვერდზე, აუდიოჩანაწერის თანხლებით, 15 თებერვალს გახდა ცნობილი.
<!** Image 2 align="left" width="400" height="1504" >ავტობუსის მძღოლების გაფიცვის მეცხრე დღეს შპს ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი, გია ლორია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ განცხადება გათავისუფლების შესახებ უკვე დაწერა. „მძღოლები მართული იყვნენ გარე პოლიტიკური ძალების მიერ, შემეცოდა ხალხი, ისინი ამბობდნენ, რომ ჩემ გამო არ მუშაობდნენ, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება წასვლის შესახებ.“- განაცხადა გია ლორიამ.
ხეების ირგვლივ ტროტუარებზე ჩამკეტი ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 240 519 ლარია.
დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სულხან ოქროპირიძე და საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ხულოს მუნიციპალიტეტში გამგეობის წევრებსა და თემების რწმუნებულებს შეხვდებიან.
ბათუმში, „ვარდების სკვერში“, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიევში, „ევრო მეიდანზე“, შეტაკებების დროს დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვეს და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადეს.
მერვე დღეა ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან და ქალაქში ავტობუსები არ მოძრაობს. ბათუმელები ამბობენ, რომ ეს მათ გადაადგილების პრობლემას უქმნის, რადგან დაპირების მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა.
ბათუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა კამპანია „უთხარი მეგობარს“. კამპანია ეძღვნება აივ/ შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
ქედაში, სოფელ დანდალოში, 25 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელია.
აღნიშნული ინფორმაცია ბათუმის სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ დაადასტურა.
მერვე დღეა, რაც ბათუმის ავტოტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მათგან სამი მძღოლი ხუთი დღეა შიმშილობს. გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს დღეს ადგილზე ინტერფრაქციული ჯგუფი გაეცნო და ორივე მხარის _ მძღოლებისა და ხელმძღვანელობის _ პოზიცია მოისმინა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის ფერმერულ მეურნეობებში 119 ათასამდე ფრთა ფრინველი ირიცხება და წლიურად საშუალოდ 9,3 მილიონამდე კვერცხი იწარმოება.
ბათუმში, გოგოლის ჩიხში მდებარე ბონის ყოფილ საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის შენობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 20-წლიანი იჯარით გაასხვისებს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მერიაში ახალი პროგრამა ამოქმედდა. მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე მატერიალური დახმარება გაიცემა.
ბათუმში, ყაზბეგის ქუჩა 5/7-ში, 19 და 20 თებერვალს, 13:00-18:00 საათზე, იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ შიდსზე. ტესტირება უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რესურსცენტრების უფროსების ინფორმაციით აჭარაში 50
სერტიფიცირებული დირექტორია. დირექტორების შესარჩევი კონკურსი
ორ ეტაპად _ ტესტირება და გასაუბრება _ ჩატარდა.
ბათუმში გაფიცული ავტობუსების მძღოლების მოთხოვნაზე შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ყოფილი ვიცე-მერის ნათია სურგულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >
ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. მან ანსამბლში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანსამბლის იმ წევრების მოთხოვნა, რომლებიც თემურ ქორიძის სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნების მოთხოვნით აქციებს მართავენ, იურიდიულად უსაფუძვლოა.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მგზავრებს მიკროავტობუსი მოემსახურება.
კალიგრაფიის კონკურსი ხელვაჩაურის საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის ჩატარდება.
ეს არის ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობა, რომლის გასხვისების ფაქტს აჭარის პროკურატურა იძიებს.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ორგანიზაცია CAUCULT-ის აჭარის ჯგუფში ჩართულმა გიორგი აბულაძემ ქედაში პროექტის არაერთგვარი პრეზენტაცია გამართა – ხალხური რეწვის ქედელი ოსტატები თავიანთ ოჯახებში მოინახულა, ადგილზე გაეცნო მათ შემოქმედებას, სამუშაო პროცესსა და მუშაობის ისტორიას.
<!** Image 1 align="left" width="300" height="432" >
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ბათუმის მერიას შეღავათებს სთხოვენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირებულ კანდიდატების სიას აქვეყნებს.
აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვდნენ. როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი ანზორ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ძირითადი საკითხი, რომელიც პრემიერთან განიხილეს, კოალიციაში შემავალი პარტიების კვოტები იყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კომისია უკვე მუშაობს ეკომიგრანტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე. კომისია დღესაც შეიკრიბა.
<!** Image 2 align="left" width="500" height="532" >
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის თოჯინების თეატრის მმართველს მედეა ჩარკვიანს ბრალი წარუდგინეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დირექტორის, გია ლორიას თანამდებობიდან გადადგომაა. ლორია საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე მეშვიდე წელია ამ თანამდებობას იკავებს. სავარაუდოდ, ამ კვირაში საკრებულო იმსჯელებს შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე. „ბათუმელების” კითხვებს უპასუხა გია ლორიამ, რომელიც საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მაჭახლის თემს სამგზავრო ავტობუსი ექნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მაჭახლის თემის სოფლებისთვის სამგზავრო ავტობუსის შეძენის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პროკურატურა ამ წუთებში დატოვა. მისი დაკითხვა აჭარის პროკურატურაში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ვარშალომიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ვარშალომიძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზს „ბათუმელებთან“ განმარტავს:
„აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ბათუმში მდებარე მილიონ-ნახევარ ლარად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტს, მოწმის სახით დასაკითხად 2014 წლის 17 თებერვალს დაბარებულია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.
ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ქალაქში მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო მგზავრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან, 40 თეთრის ნაცვლად 30 თეთრად მოემსახურებიან.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, მდებარე ყოფილი აბანოს შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხავენ.
გაფიცული მძღოლების პრობლემის მოსაგვარებლად კომისია ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.
მომზადებულია 18-წევრიანი კომისიის პროექტი, რომელშიც შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოსა და მერიის სხვა ათი წევრი, პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.
„ბათუმის ტრანსპორტის“ პრეფესიული გაერთიანებიდან, კომისიაში იქნებიან გაერთიანების თავმჯდომარე ემზარ გოგიტიძე და „აჭარის ტრანსპორტის“ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის თანაშემწე, სიმონ სიხარულიძე. კომისიაში ასევე შედიან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.