სიახლეები

რას მოუტანს აჭარის ბიუჯეტს ფრინველებზე დაკვირვება

25.02.2014
რას მოუტანს აჭარის ბიუჯეტს  ფრინველებზე დაკვირვება

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფლებში – სახალვაშოსა და ჩაისუბანში განთავსებულ სასტუმროებში უცხოელ სტუმრებს 44 390 ლარის მომსახურება გაუწიეს, სხვა ხარჯებმა 13 560 ლარი შეადგინა, საბოლოო შემოსავალმა კი – 57 950 ლარი.

 

2012 წელს სოფლის სასტუმროებში შემოსული თანხა 20 105 ლარი იყო, სხვა ხარჯები – 4 320 ლარი, მთლიანი შემოსავალი კი – 24 425 ლარი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონახულების რაოდენობის მიხედვით ეკოტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილებია შუამთის ფრინველებზე დაკვირვების პლაცდარმი, სახალვაშოს ფრინველებზე დაკვირვების წერტილი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მტირალას ნაციონალური პარკი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ბულვარი და ზღვისპირა პარკი.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად 2012 წელს 28 178 ლარი დახარჯა, ხოლო 2013 წელს – 15 320 ლარი. დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ  „გაწეული ხარჯები და ზემოაღნიშნული შემოსავლები ადასტურებს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის გრძელვადიან პერსპექტივაზე დამყარებული სტრატეგიის მართებულობას. ტურიზმის აღნიშნულ სახეობას აჭარაში პოტენციალი აქვს.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.