ნეტგაზეთი • RU

როგორ დავიბრუნოთ თანხა ბიუჯეტიდან

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა დაბალხელფასიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავ მინიმუმზე დარიცხული გადასახდების უკან დაბრუნების წესში. მოქალაქეები, რომლებსაც 2013 წელს დაერიცხათ ხელფასი 6000 ლარი ან ნაკლები, შესაბამისი თანხის დაბრუნებას საგადასახდო სერვისცენტრში მიუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ.

 

 

ამისთვის ის შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება.

 

შეგახსენებთ უკან დასაბრუნებელი თანხის გამოთვლის წესს: 2013 წელს, მთელი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით თუ დაგერიცხათ 6000 ლარი ან ნაკლები, მაშინ ამ დარიცხულ თანხას აკლდება ამავე თანხის 20% და თუ ვღებულობთ: ა) 1800 ლარს ან მეტს, დასაბრუნებელი თანხაა 360 ლარი; ბ) თუ 1800 ლარზე ნაკლებს, მაშინ უკან დასაბრუნებელი თანხაა 2013 წელს დარიცხული ხელფასის 20%.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე