ნეტგაზეთი • RU

ყინულის მოედანი აღდგენილია

 

ყინულის მოედანი აღდგენილია, ფუნქციონირებს სპორტული სექცია, ყინულის მოედანს დაუბრუნდნენ მოყვარული ჯგუფებიც. თუმცა დირექცია ჯერჯერობით მომსახურებას ვერ სთავაზობს იმ  პირებს, რომლებსაც მოედნით სარგებლობა პერიოდულად გასართობად უნდათ. 

ყინულის სასახლის დირექტორის ირაკლი ბერიძის ინფორმაციით, მზადდება პაკეტი, რაც როგორც კორპორატიულ,  ასევე ინდივიდუალურ მომსახურებაზე წინასწარ დადგენილი ტარიფების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ითვალისწინებს.  პროექტი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ყინულის სასახლის დირექცია ტარიფების დადგენაზე საკრებულოს თანხმობას მიიღებს.

ყინულის მოედანი უფასო იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოედნის მომსახურებით წლებია უფასოდ სარგებლობენ.

ყინულის სასახლეს 2014 წლის 31 იანვარს სახელი შეეცვალა და ახლა მას ,,სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი’’ ჰქვია. ცენტრი ყინულის მოედანს და მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზს  გააერთიანებს, რომელიც, სასახლის დირექტორის ინფორმაციით,  ყინულის სასახლის გვერდით აშენდება.

ირაკლი ბერიძის თქმით,  სპორტული ობიექტის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე იგეგმება და „სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრს“ როგორც გამაჯანსაღებელი, ასევე გასართობი ფუნქცია ექნება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი კოსტავა ( მოხალისე)