შეხვედრა სოფელ ღურტის საინიციატივო ჯგუფთან

 

ამ წუთებში, ხულოს გამგეობაში მემორანდუმის პირობების შესახებ შეხვედრა სრულდება.  შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ესწრება.

35 წლის ქალმა ზღვაში თავი დაიხრჩო

 

ამ წუთებში სანაპირო დაცვის გემმა იახტკლუბში დაახლოებით 35 წლის ქალის გვამი შეიყვანა, რომელსაც კრიმინალისტები პროზექტურაში გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია, ის ანგისის დასახლებაში ცხოვრობდა.

ბათუმის სასამართლომ ადვოკატს პატიმრობა შეუფარდა

დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ახალი კრიტერიუმების მიხედვით დაეხმარებიან

 

ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტების უფროსი დალი ქიქავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და თემის რწმუნებულებთან, სამუშაო შეხვედრას მართავენ.

ღურტაში ხვალ მემორანდუმის პირობებს მოისმენენ

 

დღეს აჭარის მთავრობაში მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზიაციების და  კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლებმა მემორანდუმის იმ პირობებზე იმსჯელეს, რაზეც ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობას უნდა შეუთახმდნენ. 

ბათუმში მცენარეებს იპარავენ

 

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერში, ერთწლიანი ყვავილების ნარგავებს მოსახლეობა იპარავს. 

კარვები აჭარის მთავრობის წინ

 

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ  მეექვსე დღეა შიმშილობენ. მათ მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი და იქ ითენებენ ღამეს. 

სურსათი ეტიკეტის გარეშე – ჯარიმა 400 ლარიდან

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 300 ლარით.

სამუშაო შეხვედრა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიასთან

 

დღეს, ქედის გამგეობაში, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ქიქავამ, სამუშაო შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ ადგილობრივ კომისიასთან. 

სტუდენტები ღურტაში გეგმავენ წასვლას

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები  ხვალ ღურტაში წასვლას გეგმავენ. ისინი აპირებენ სოფელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის უნდა გაიმართოს.  

მოსამართლემ დარბაზიდან სოფელ ორთაბათუმის რწმუნებული გაათავისუფლა

 

დღეს მოსამართლე თამარ ბეძანიშვილმა ადვოკატ დათო ჯაფარიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სოფელ ორთაბათუმის რწმუნებული ოთარ ცენტერაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სანაცვლოდ სასამართლომ ბრალდებულს გირაოს სახით 40000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ჩანაწერები ციხიდან – ყვავი

  ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ქონდა, არც უბანავია არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ თავს იგიჟიანებსო.    დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე ეძინა მიწაზე, როცა ციოდა ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა …

სად განთავსდება ბათუმში ახალი ბიუსტები და მემორიალები

 

ბათუმს მერია „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში ახალი მემორიალებისა და ბიუსტების განთავსებას გეგმავს. 9 აპრილის გმირთა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალების და მერაბ კოსტავასა და ეგნატე ნინოშვილის ბიუსტების საუკეთესო ესკიზების გამოსავლენად მერიამ კონკურსი გამოაცხადა.  

მხატვარი ქობულეთიდან – დურმიშხან კიკნაძის ფერწერა ლიტერატურის მუზეუმში

 

 

25 წლის ასაკში გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო.  დაუსწრებელზე ცოლის თხოვნით ჩააბარა –  „საბუთი გექნება და მერე სკოლაში მაინც შეძლებ მასწავლებლად მუშაობასო“.  ნამუშევრებს ქობულეთში ქმნიდა და მერე ფოსტით ლექტორს უგზავნიდა შესაფასებლად. პირველი პერსონალური გამოფენა წელს, იანვარში ჰქონდა. მხატვარი დურმიშხან კიკნაძე გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინეს. პირველმა გამოფენამ მხატვარს გზა ახალი გამოფენისკენ გაუხსნა. გუშინ, 11 მარტს თბილისში მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა.  

საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

 

თამარის დასახლებაში, დევნილების უბანში ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა.  

ტურისტული ბიზნესის განვითარების მსურველებს კონსულტანტები დაეხმარებიან

 

დღეიდან, საოჯახო სასტუმროების განვითარების მსურველებს აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტები უფასოდ გაუწევენ კონსულტაციებს ბიზნესის გასაუმჯობესებლად. დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე „ტურიზმი სოფლად და პატარა ქალაქებში“, რომლის ფარგლებშიც ისინი სოფლად აგროტურიზმის განვითარების საკითხებში გადამზადდნენ.  

მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან

 

ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია „აჭარა ენერჯ 2007“ მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და  აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული “ბაბუის მიწაა”, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.

”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები”

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები” პრეზენტაცია გაიმართა. 

ღია კარის დღე ბათუმის უნივერსიტეტში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 მარტს, ხუთშაბათს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის მართავს ღია კარის დღეს  და კონცერტს ბათუმის  დრამატულ თეატრში.

შეხვედრაზე აბიტურიენტებს გააცნობენ უნივერსიტეტის სიახლეებს, სერვისებს, ასევე მიაწვდიან ინფორმაციას გაცვლით პროგრამების შესახებ.

ტრენინგები და სემინარები უფასოდ

 

აჭარის   დასაქმების სააგენტო პირველი აპრილიდან   უფასო სემინარ-ტრენინგების ჩატარებას იწყებს, თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბების, სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენის საკითხებზე.

ღურტას სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობა არ დადის

 

ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას სკოლის დირექტორის, რეზო იაკობაძის ინფორმაციით, დღეს სკოლაში 130 მოსწავლიდან გაკვეთილებზე დასასწრებად 40 -მდე მოსწავლე გამოცხადდა. 

რელიგიური ნიშნით დევნა თუ რეპუტაციის შელახვა

 

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კომპანია „ბუგატოსა“ და ნანული გორაძის პროცესი გაიმართა. აჭარისწყალზე ჰესების მშენებელი კომპანია „ბუგატო ინშაათ მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთი”, აჭარისწყალზე მცხოვრებ ნანული გორაძეს, მის მეუღლეს ნუგზარ ლორთქიფანიძესა და ქალიშვილს ნინო ლორთქიფანიძეს, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა


საჯარო რეესტრის ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია თებერვლის თვის სტატისტიკური და ანალიტიკური ანალიზი.


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი დაშავდა

 

რამდენიმე საათის წინ, გონიოში ავტოსაზგაო შემთხვევის დროს ქალი დაშავდა.  მსუბუქი დაზიანებებით მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შეჯახების დროს მიკროავტობუსის კარები ჩაიკეტა.

ცხოვრება ბარაკებში

 

თამარის დასახლებაში  59 ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. მოსახლეობა „ბათუმელებთან“ მძიმე  საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს. 

ახალი ბულვარი ზედაპირულად გაიწმინდება

 

ბათუმის ახალ ბულვარში ქვაფენილები ბალახისგანაა დაფარული. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვაფენილის ბალახებისგან გაწმენდა შეუძლებელია, რადგან ბულვარი ამ ფორმით არის დაპროექტებული.

აჭარის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა

 

აჭარის   პროკურატურის თანამშრომლებმა  თაღლითობის ფაქტზე  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი გ. ფ და მოქალაქე გ. ჭ. დააკავეს.

ღურტის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

 

ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. 

ადგილობრივთა განცხადებით, აქცია ჰესის მშენებლობის ადგილზე გაიმართება

სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი

 

 

პუშკინის ქ. N 19 მდებარე სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა ანგრევენ.

 

სახლის შესახებ შედგენილ ბარათში, რომლის ავტორები ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი და ძველი ბათუმის კოლექციონერი შოთა გუჯაბიძეა ვკითხულობთ:

ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს

 

ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას შესასვლელში, იქ სადაც გვირაბი უნდა აშენდეს, ამ წუთებში ოცამდე პოლიციელია მობილიზებული და ტერიტორიას იცავს, ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. 

ღურტაში მთავრობას ელოდებიან

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გენო გელაძის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ღურტაში ორი საათის წინ წავიდა, ამ წუთებში ხეობაში მოსახლეობას დანთებული აქვს კოცონი და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ღურტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

სტუდენტების აქცია: ვაპროტესტებთ ჰესების მშენებლობას

 

რამდენიმე წუთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“ მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და მოსახლეობის მხარდასაჭერ აქციას ჩაატარებს. 

„ქართული ოცნება“ აჭარაში რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ასახელებს


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ მახარაძე, საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაანაცვლა. ნოდარ ქარცივაძე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, არმაზ ახვლედიანის  მამიდას შვილია.

ღურტას მცხოვრები: არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ

 

 მაგული კახაძე, სოფელ ღურტას მკვიდრი ყვება იმის შესახებ თუ რა ხდებოდა დღეს დილიდან სოფელში და როგორ სცემა პოლიციამ: „იმ ტერიტორიაზე, სადაც კაშხლების მშენებლობაა დაგეგმილი, მოსახლეობა არ ვუშვებდით მძიმე ტექნიკას. პოლიციამ ძალა გამოიყენა ჩვენს მიმართ – მე, მაგალითად, დაზარალებული ვარ, ცემის გამო მტკივა წელი და ფეხი. 

ქალთა შორის ტურნირი ნარდში დასრულდა

 

დღეს დასრულდა დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ მოკლე ნარდში ქალთა შორის. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ახორციელებდა აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაცია, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. 


Exit mobile version