Batumelebi | მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრები ბათუმიდან დაიწყო მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრები ბათუმიდან დაიწყო – Batumelebi
RU | GE  

მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრები ბათუმიდან დაიწყო

 

21 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრით გათვალისწინებული ფორმატის მიხედვით ორი წუთის განმავლობაში მერობის კანდიდატებმა წარმოადგინეს თავი, რის შემდეგაც მათ დარბაზში დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს. კითხვები  ქალაქის განაშენიანებას, გარემოსა და რეკრეაციული ზონების დაცვას, სოციალურ პროგრამებს, მერიასთან მოქალაქეების ურთიერთობას შეეხებოდა.

 

 

 ბათუმში მერის თანამდებობაზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს:

 

ნუგზარ ჩხაიძე – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

დავით დიასამიძე – „ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები“

ალექსანდრე თევზაძე – არასაპარლამენტო ოპოზიცია „კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“

თეიმურაზ მიქელაძე – „დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

მურმან ბერიძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიაცია“

გოჩა გუგუნავა – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“

დურმიშხან შაინიძე – საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს!“

გიორგი ერმაკოვი – საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“

გიორგი დიასამიძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მერაბ ხიმშიაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“

ჯუმბერ თავართქილაძე – „ხალხის პარტია“

 

საჯარო შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ბათუმის მერობის კანდიდატები: მურმან ბერიძე, თეიმურაზ მიქელაძე და დურმიშხან შაინიძე.

 

ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა პროექტ „აირჩიე ქალაქის მერი“ ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორი   „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  იყო.  საჯარო შეხვედრას ორგანიზაციის ბათუმის კოორდინატორი თამილა დოლიძე მოდერატორობდა. მისი თქმით „პროექტის მიზანი ამომრჩევლის ცნობიერებისა და არჩევნების დემოკრატიულობის გაზრდაა“.

 

თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის მერობის კანდიდატების საჯარო შეხვედრა პირველად ბათუმში ჩატარდა და მსგავსი შეხვედრა დანარჩენ 11 თვითმმართველ ქალაქშიც გაიმართება.

 

პროექტის „აირჩიე ქალაქის მერი“ ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საარჩევნო ფონდი (IFES).

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი