ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ვირუსული მენინგიტის 11 შემთხვევა დაფიქსირდა

 

დღეის  მონაცემებით  ბათუმში მოზარდებში მენინგიტის  11 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ წუთისათვის ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ 8 ბავშვია ჰოსპიტალიზირებული. 

 

„მსუბუქი საშუალო სიმძიმის შემთხვევებია. ერთი ბავშვი გავწერეთ,  ერთი თბილისშია გადაყვანილი,  1 ამბულატორიულია,  8 პაციენტი კი ჰოსპიტალიზირებულია,“ – განუცხადა „ბათუმელებს“  აჭარის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ნინო  ნიჟარაძემ.

 

განათლებისა და  ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ბაღსა და საჯარო სკოლაში  მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა.     სწავლის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევებია. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"