„აჭარისწყალი ჯორჯიას“ განმარტება:
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განმარტებით, სტატიაში საუბარია მხოლოდ მდინარის კალაპოტებზე, რომელთა გასხვისებაც ან პრივატიზაცია აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, კომპანიას გადაეცა მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია ჰესის მშენებლობისათვის და სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოსარგებლეებს არ გააჩნდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ფაქტობრივად სარგებლობდნენ ამ მიწებით (სათიბი, საძოვარი). მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო და არც კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი მიწის ნაკვეთების კომპენსაციას, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და გასცა კომპენსაცია ასეთი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ. შედეგად, მიწის მოსარგებლეებმა მიიღეს საკომპენსაციო თანხა, რომელიც აღემატებოდა მიწის საბაზრო ღირებულებას. მოსარგებლეებზე გაცემულმა ჯამურმა თანხამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგენს.
მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოსარგებლეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდათ, კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგისტრირა სახელმწიფომ და თმობის ხელშეკრულებით დადასტურებული კომპენსირების საფუძველზე კომპანიას მიწა გადმოეცა ნომინალურ თანხად, 1 ლარად, რაც შესაბამისობაშია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წელს ხელმოწერილ განხორციელების მემორანდუმთან.
ის მიწის ნაკვეთები კი, რომლებზეც მოსარგებლეები არ ფიქსირდებიან, კომპანიამ შეისყიდა სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპანიას დღემდე 250,000 ლარი აქვს გადახდილი.