უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 981 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
- ტანკი – 10 858 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 22 641 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 28 320 ერთეული [+51]
- MLRS – 1 397 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 631 ერთეული [+264]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 256 ერთეული [+53]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 49 843 ერთეული [+92]
- სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 59 652 უპილოტო საფრენი აპარატი
- 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 594 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 564 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 306 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 36 001 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა






