26 მაისს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული მუხლებით დააკავეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით.
ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ მას პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას.
ამჟამად ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან, სადაც ლუკა ნაცვლიშვილია გადაყვანილი, აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი. პოლიციის შენობაში იმყოფება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.
___________
ფოტოზე: ვითარება ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან. ფოტო: „ბათუმელები“






