„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს. „ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს. კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის …
Category Archives: სიახლეები
ყოფილი მეუღლე ფიზიკურად შეურაცხყო და მანქანა დაუზიანა – პროკურატურა კურტანიძეზე
პროკურატურა წერს, რომ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ, სპორტსმენ ლუკა კურტანიძეზე, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს ქობულეთში. „ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული …
Continue reading “ყოფილი მეუღლე ფიზიკურად შეურაცხყო და მანქანა დაუზიანა – პროკურატურა კურტანიძეზე”
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით …
Continue reading “საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება”
ბათუმში +37 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, ზღვის წყალი 27 გრადუსამდე გათბა
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 33 – 37 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 30 – 35 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში +37 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, ზღვის წყალი 27 გრადუსამდე გათბა”
2 აგვისტოს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – მსვლელობა პარკის კოლონადებიდან დაიწყება
2 აგვისტოს, ბათუმში 8 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები ევროპულ მარშს გამართავენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ევროპული მარში ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი კოლონადებიდან დაიწყება 20 საათზე. „მიტაცებული ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელთა შესრულებამდეც ყველა სხვა სახის შეხება, მათ შორის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 051 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 11 065 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 064 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 30 865 ერთეული [+39] MLRS – 1 451 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ივლისი”
რა იქნება თურქეთის როლი, თუ კავკასია რუსეთს ზურგს აქცევს და რა ელის საქართველოს – ინტერვიუ
„რუსეთისთვის აზერბაიჯანი პატარა ლუკმა სულაც არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პროვოკაციებისთვის მოიცლის, მას უკვე აქ გააქტიურებული თურქეთი დახვდება. სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს. როგორ იზრდება ამ დროს თურქეთის რეგიონული როლი და რა იცვლება საქართველოსთვის, თუ ის რუსეთის ორბიტაზე დარჩება? …
უვიზოს გარეშე რა ეშველება ქართველ პაციენტებს? – რას ჰყვება ექიმი საფრანგეთიდან
„ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მათ შორის ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლე და ხვალ მათთვის გვიანი იქნება. მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წევრის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია. ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო …
Continue reading “უვიზოს გარეშე რა ეშველება ქართველ პაციენტებს? – რას ჰყვება ექიმი საფრანგეთიდან”
დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩორჩანაზე: მთავრობის ვერსიით, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჩამოშლილია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს რომც ჰქონოდა დიდი სურვილი, საქართველოს სხვა უწყებებისაგან ფარულად განეხორციელებინა ეს პროექტი [ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვა], ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა შალვა ლომიძემ. ის ამ თანამდებობაზე 2021-2024 წლებში მუშაობდა. თუ დავუშვებთ, რომ რიგი სახელმწიფო უწყებები ვერ ხედავდნენ რას აკეთებდა შსს საოკუპაციო ხაზზე, მაშინ დღესაც შეიძლება რამე …
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე – პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულნი არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბურჭულაძის ახლო ნათესავი. „გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს …
რუსეთის თავდასხმა კიევზე – 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია
28 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა კიევს დრონებით შეუტიეს. ოფიციალური ცნობებით, კიევში რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი, რომელმაც ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები მიიღო. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ფოტომასალა, რომელზეც ჩანს, რომ კიევში, დარნიცკის რაიონში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. _________________ ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO
მთავრობის აპარატში ჯაბა ფუტკარაძეს თანამდებობა შეუქმნეს, ის რიჟვაძის ფინანსთა მინისტრი იყო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაში დაასაქმეს. ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არალეგიტიმური მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. აჭარის მთავრობის აპარატში უფროსის მოადგილის პოსტი აქამდე არ არსებობდა. მიმდინარე წლის 27 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით, მთავრობის აპარატის დებულებაში …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 050 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 11 061 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 064 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 30 826 ერთეული [+4] MLRS – 1 450 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივლისი”
ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ლუკა კურტანიძე
დღეს, 27 ივლისს, ქობულეთში დააკავეს სპორტსმენი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე. ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელების თვალწინ. კადრებში, რომელსაც TV პირველი ავრცელებს, ჩანს, როგორც ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც …
Continue reading “ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს ლუკა კურტანიძე”
ამბები სინდისის პატიმრებზე – დღეს ბათუმში კინოჩვენება გაიმართება
დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 21;30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ციკლიდან – „სინდისის პატიმრების ამბები ქართველი კინემატოგრაფისტების ფილმებში“. ნაჩვენები იქნება ფილმები: „მზია ამაღლობელი“ – რეჟისორი სალომე ჯაში „გიორგი გორგაძის ნამდვილი ამბავი“ – რეჟისორი ლევან შუბაშვილი „მათე დევიძის ამბავი“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი „ირაკლი ქერაშვილი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი „თემურ ქათამაძე“ – …
Continue reading “ამბები სინდისის პატიმრებზე – დღეს ბათუმში კინოჩვენება გაიმართება”
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყდა – სამინისტრო
„ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. „სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია. ვმუშაობთ, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება“ – აცხადებს რევაზ სოხაძე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის …
Continue reading “გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყდა – სამინისტრო”
საბერძნეთში ხანძრებს ებრძვიან
საბერძნეთში ებრძვიან ერთდროულად რამდენიმე ხანძარს, რომელიც 26 ივლისს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩნდა. ბერძნული გამოცემა „ტო ვიმა“ წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, ატიკაში, ხანიაში, ევიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ხანძარმა სეროზული ზიანი მიაყენა გარემოს და მოსახლეობას, დაიწვა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კითერაზე, სადაც ქარიანი ამინდი …
არჩევნებამდე ბათუმის მერია ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ზრდის – რისთვის დაიხარჯება ფული
არჩევნებამდე 2 თვე-ნახევრით ადრე ბათუმის მერია ასწრებს და ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შეაქვს. საკრებულომ ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 10 მილიონით გაზრდას და ამ თანხის სხვადასხვა ღონისძიებისთვის გადანაწილებას მწვანე შუქი 31 ივლისს უნდა აუნთოს, ანუ ცვლილება დაამტკიცოს. „ოცნების“ მთავრობას თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს აქვს დაანონსებული. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 049 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 057 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 063 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 30 822 ერთეული [+10] MLRS – 1 449 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივლისი”
თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან, ერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 55 გრადუსს მიაღწია
დღეს, 26 ივლისს, თურქეთში, ქალაქ შანლიურფაში, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 55 გრადუსს მიაღწია – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“. შანლიურფა სამხრეთ ანატოლიაში მდებარეობს და თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქად ითვლება. „ანადოლუ“ წერს, რომ ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ საღამომდე. ამავე დროს თურქეთში უკვე სამ დღეზე მეტია ტყის …
ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმი 2025 წელს კიდევ 18 ერთეულ ახალ ავტობუსს იყიდის, ამისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტში ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაგეგმილია 18 ერთეული ავტობუსის შეძენა, პროექტი 2025-2027 წლებში უნდა განხორციელდეს, რომლის ბიუჯეტიც საერთო ჯამში 11 მილიონ 702 456 ლარია. ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. …
Continue reading “ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია”
ბათუმი-სარფის ავტობანისთვის სესხის ასაღებად უცხოელ დონორთან მოლაპარაკება ახლა იწყება
„ოცნების“ მთავრობა ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა. არადა, „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. „გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით“ – აღნიშნულია …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 048 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080] ტანკი – 11 056 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 059 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 30 812 ერთეული [+35] MLRS – 1 448 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივლისი”
„რუსეთი განწირულია მარცხისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანმაც კი პანჩურით განდევნა“ – ინტერვიუ
„ღიად საუბრობენ უკვე რუსი ჩინოვნიკები, რომ ეკონომიკური და რესურსების პრობლემები აქვთ. ჯერჯერობით ომის ეკონომიკა მუშაობს, მაგრამ მათ აუცილებლად ექნებათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მწვავედ, უფრო სერიოზულად ექნებათ ადამიანური რესურსის პრობლემაც,“ – გვიყვება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მას რუსეთ-უკრაინის ომზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ფრონტის ხაზზე? სამხედრო ანალიტიკოსს სამხრეთ კავკასიაზეც ვკითხეთ: სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის სფეროს ტოვებენ კავკასიაში. …
რა როლს იძენს აზერბაიჯანი კავკასიაში და სად იქნება საქართველო – ინტერვიუ
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ იქნება კარგი და გულწრფელი… არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. რუსეთის მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი გიორგი მამულია. მას სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულ პროცესებზე საუბრის დროს ვკითხეთ: რა როლს იძენს …
Continue reading “რა როლს იძენს აზერბაიჯანი კავკასიაში და სად იქნება საქართველო – ინტერვიუ”
თუ უვიზო აღარ იქნება, Wizz Air-ი ქუთაისიდან ალბათ გადავა სომხეთში, თუ ის მიიღებს უვიზოს – გიდი
რა ელოდება ტურისტულ ბიზნესს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს, ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა. ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, ტურისტული ბიზნესი მყისიერად ჩავარდება, ფუნქციას დაკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. „პრობლემა გაჩნდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, როცა ვიზალიბერალიზაცია არ …
დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ
დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე. საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის …
ბათუმში 20 დღით დააპატიმრეს აქციების მონაწილე, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელმა უჩივლა
ბათუმში მოქალაქე ლევან ხორავა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 20 დღით დააპატიმრა. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს მანდატურებმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 25 ივლისს გამოაცხადა. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე დღეს, 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ შსს-ს წარმომადგენელს, თეა ლაღაძეს „ნაბოზარი“ უწოდა 27 მაისის სასამართლო სხდომის …
ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მიიღო
„ოცნება“ ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და „ფარას“ კანონით უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვს ყველას, ვინც ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, მეორე მხრივ კი მუნიციპალური სტრუქტურები და ორგანიზაციები ევროკავშირის პროექტებს იღებენ რიგი აქტივობების დასაფინანსებლად. მათ შორის არის ბათუმის მერიაც. ბათუმის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო. პროექტისთვის – „ბუნებაზე დაფუძნებული …
თურქეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს – დაიღუპა 10 მეხანძრე
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხანძრის ჩაქრობის დროს, სულ მცირე 10 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა ესკიშეჰირის პროვინციაში ტყის ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას, სულ მცირე 14 მაშველი და სატყეო მუშაკი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეების დაღუპვის სავარაუდო მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა – ხანძრისას ქარმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და მეხანძრეები ცეცხლის ალყაში აღმოჩნდნენ. ტრაგიკული შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. 25 …
Continue reading “თურქეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს – დაიღუპა 10 მეხანძრე”
დიდი ბრიტანეთის საელჩო – „სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას“
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც. საელჩო წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას. „ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 24 – 29 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის
ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა. პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 047 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 11 049 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 052 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 30 777 ერთეული [+31] MLRS – 1 446 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი”
არაადამიანური მოპყრობის ფაქტს მზია ამაღლობელის მიმართ არ იძიებენ – რატომ დუმს პროკურატურა
თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულ მზია ამაღლობელს, აგინა, სახეში შეაფურთხა და არაადამიანურად მოეპყრო. პროკურატურას დღემდე არ უცვნია დაზარალებულად მზია ამაღლობელი. „სახალხო დამცველი როცა შემოდის და მეკითხება რა გინდა, სულ იმას ვეუბნები, რომ იქნებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოკითხოთ ეს საქმე. ყოველ ჯერზე ოფიციალურ პასუხს მიგზავნიან: მოვიკითხეთ, მაგრამ არაფერი არ არის, მოვიკითხეთ, მაგრამ …