„საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“ – ნონა ქურდოვანიძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში ნონა ქურდოვანიძე. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი …

საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა – „უმეტესობა ფორმალურადაა უცხოური“

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 …

„გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით თქმა – „წადი არჩევნებზე“ – ინტერვიუ

„მე ქართველ ამომრჩეველს ვეტყოდი მხოლოდ ერთს: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები. ჯერ ეს უნდა მოვითხოვოთ… თუ კრიზისის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, კრიზისის მოგვარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება,“ – ამბობს ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტი. ნინო დოლიძეს წინასაარჩევნო მოცემულობაზე ვესაუბრეთ: როცა „ოცნების“ რეჟიმი აწყობს რეპრესიებს და არცერთ პირობას არ ტოვებს …

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“ – ნინო ლომჯარია

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების …

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის …

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება. კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის …

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაზე – „აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან“

10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ასე ეწოდებოდა სხდომას, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ, ლუკ კოფის მოუსმინეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა:  „უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 176 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 264 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 628 ერთეული [+22] MLRS – 1 483 ერთეული [+0] …

კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს

დღეს, 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. „დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე! დამხობა რეჟიმს,“ – წერს ფეისბუქზე დაკავებული სტუდენტის და, ნელი დიასამიძე. შინაგან …

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ახალი პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა რაც თავის მოვალეობას ასრულებს. მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო. ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …

კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …

„საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ავტოკეფალია წაგვართვეს“ – დეკანოზი ზაქარია ფერაძე

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ. „გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და …

ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“

„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი. 25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ …

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს – თამარ მიქელაძე [„მამული, ენა, სარწმუნოება“]; ზვიად კვირიკაძე [„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“], გოჩა გუგუნავა [„გახარია საქართველოსთვის“], გიორგი ცინცაძე [„ქართული ოცნება“] და კახაბერ ცისკარიძე [დამოუკიდებელი კანდიდატი]. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 4 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, ბათუმში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, წინასაარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად არ იგრძნობა. ადგილობრივი თვითმმართველობის …

ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა

8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა …

რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული. კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო …

კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის – პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) …

„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს: „რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს. თუ …

თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის

AI საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, თიბისიმ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალების და ქართული AI კომუნის გაძლიერება – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ. სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის …

ვაშინგტონიდან პეკინში – როგორ მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა

„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 11 172 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 262 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 606 ერთეული [+29] MLRS – 1 483 ერთეული [+1] …

„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …

სტიკერის გაკვრაზე ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის საჩივარი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და  არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა. „ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება …

რუსეთმა დონეცკში, სადაც პენსიის რიგში იდგნენ, ბომბი ჩამოაგდო – დაიღუპა 24 ადამიანი

დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას ტერიტორიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი დაეცა იმ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პენსიას იღებდა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 19 ადამიანი. სოფელი იაროვაია საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. მთელი დღის განმავლობაში სოფელში მაშველები, ექიმები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. …

ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, …

უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ

ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმრავლესობა ისევ ითხოვს თეატრის დირექტორის პოსტი დატოვოს ალექსანდრე ქანთარიამ. გუშინ, 8 სექტემბერს, თეატრის დასი აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მსახიობების თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მსახიობების მოთხოვნა ერთადერთი და უცვლელია – ალექსანდრე ქანთარიამ დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი. შეხვედრაზე იმყოფებოდა მსახიობი მაია ცეცხლაძე. …

ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი

სახელმწიფო კომპანია „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო [პრემია] ისეა გაცემული, რომ არ არის გათვალისწინებული მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები. ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81%, ანუ 1 595 837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. აუდიტმა ესკოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა 2022-2023 წლებში. …

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“. შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით? შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია …

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სოფელ ზემო ხვითთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. „ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ – წერია უწყების განცხადებაში. სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. …

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა. მორიგი მასშტაბური შეთავაზება მომხმარებლებს დღეს, 9 სექტემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 400 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. ტრადიციულად, მრავალფეროვანია შერჩეული ობიექტების ჩამონათვალიც: Bene Shoes, Trussardi, Elena Miro, Furla, Va bene, DKNY, Pinko, Patrizia Pepe, Superdry, …

„თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“- საია „ოცნების“ აქტივისტების ძალადობაზე

„8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ …

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა

თელავის სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის …

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან: მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა) ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო) საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი) ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი) მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი) ჟურნალისტი …

„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული“ – არქიმანდრიტი შიო

სამების ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ეხმიანება 8 სექტემბერს, კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევას. „ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო“. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული. ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს. ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. …

Exit mobile version