„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი

„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“. „აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, …

რამდენიმე ერთს ურტყავდა, სასიკვდილოდ გამმეტებელი ცემის კადრები – ჩასაფრება კალაძის შტაბთან

ონისე ოქრიაშვილი, რომელიც 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს მოჰყვებოდა, ჰყვება როგორ დაიწყო დაპირისპირება მელიქიშვილზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.„დღეს ქართული ოცნების დაჯგუფებამ ორგანიზებული ჩასაფრება მოგვიწყო.30-40 მომიტინგე ამოვედით ვარაზის ხევზე მარშით. კალაძის შტაბთანაც ოციოდე მომიტინგე დაგვხვდა. უჩვეულო სიტუაცია იყო – ვერცერთი პოლიციელი ვერ დავინახე. საგულისხმოა, რომ მარშსაც სულ მოგვყვება პოლიციის მინიმუმ 3 ეკიპაჟი + …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 090 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 11 169 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 261 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 32 577 ერთეული [+32] MLRS – 1 482 ერთეული [+1] …

პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა

მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. „აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან …

Reckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა

31 აგვისტოს თანამედროვე ქართული ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად 100 დოლარით არ დაწყებულა, არც პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები. შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, – ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, …

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

„ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ჩვენი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ,“ – ამბობს ემიგრაციაში მცხოვრები კოკი იონათამიშვილი. კოკი იონათამიშვილი 13 წელია ლატვიაში ცხოვრობს. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია და …

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …

ვინ არიან 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – ხუთეული

დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტის ვინაობა. მათგან ერთ-ერთი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ფინალისტები არიან: ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო …

ბათუმის მერიამ 6 თვეში ჯარიმების სახით 7 მილიონზე მეტი ლარი ამოიღო

ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობების ნაწილში „სხვა შემოსავლები“ ძირითადად ქალაქში დადგენილ მოსაკრებლებს აერთიანებს, მათ შორის არის შემოსავლები საკუთრებიდან, პროცენტებიდან, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან. 2025 წლის ორ კვარტალში „სხვა შემოსავლების“ სახით ბიუჯეტში 50 მილიონ 150 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ 9 მილიონით მეტი, 59 მილიონ 297 ათასი ლარი, ანუ გეგმის 118,2 პროცენტი შეადგინა. სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი …

სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი  სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად. გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა. 25 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 089 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 168 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 258 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 545 ერთეული [+29] MLRS – 1 481 ერთეული [+1] …

ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

დღეს, 7 სექტემბერს, კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და   „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმსა და ხულოში მერობისთვის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში კი – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები. ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს გოჩა გუგუნავა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს პაატა ცივაძე  – კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“. …

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით – 800-ზე მეტი დრონით შეუტია. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში დრონებითა და სახმელეთო რაკეტებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის საჰაერო თავდასხმის 823 იარაღიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა. რუსეთმა თავდასხმისთვის 810 დრონი გამოიყენა – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე …

რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა.  „საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში – წვიმა, ღამით – შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 088 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 11 163 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 254 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 32 516 ერთეული [+42] MLRS – 1 481 ერთეული [+1] …

კაცმა მეუღლის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ოჯახთან და მეგობრებთან გაავრცელა

მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა წერს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი …

ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა

გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა. რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე. „საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე …

სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს

სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე. გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას …

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს. „მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის …

დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს

საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს. დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის …

კაცს, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, 18 წელი მიუსაჯეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით …

ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია. სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი. კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა. ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 087 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 11 161 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 474 ერთეული [+39] MLRS – 1 480 ერთეული [+0] …

მშენებლობა ბოლო სამ წელში 25 პროცენტით გაძვირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ⦁საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით. ⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3 პროცენტით, ხოლო წინა …

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება. …

ბათუმში კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავლობით ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, სექსის იძულება – კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა. …

„მოვუწოდებთ სააპელაციოს, გააუქმოს მზია ამაღლობელის უსამართლო განაჩენი“ – მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტი ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. „ამ კვირაში მზია ამაღლობელის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მზიას ორწლიანი პატიმრობის აღმაშფოთებელი და არაპროპორციული სასჯელის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მაკკეინის ინსტიტუტი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს მისი უსამართლო განაჩენი“, – აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტი. მზია ამაღლობელი …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული. თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა …

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …

უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია. უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რვა დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა, თუმცა ნამსხვრევები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა …

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის-მოემზადე ერთგული საკრედიტო ბარათით

ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც მოსწავლეები, სტუდენტები თუ მათი მშობლები განსაკუთრებული ემოციებით ასრულებენ. თიბისი კი, ამ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მათ, ყოველ წელს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. 6-7 სექტემბერს, უერთგულეთ ახალი სასწავლო წლისთვის ჩაფიქრებული სურვილების ახდენას- გადაიხადეთ ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთგული …

„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება. „არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25– 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 086 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 11 159 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 435 ერთეული [+50] MLRS – 1 480 ერთეული [+1] …

Exit mobile version