ტესტები კორონავირუსზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება – ფასს სახელმწიფო დაადგენს

დღეს, 20 მარტს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე უფრო გაიზრდება, რათა ეს პროცესი ხელმისაწვდომი იყოს კლინიკებისა და მოსახლეობისთვის. „საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 80% კერძოა, მათ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები აქვთ – იქნება ეს PCR ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიაზე დამზადებული ტესტირება თუ სწრაფი ტესტების ჩატარება. მათ თავისუფლად შეუძლიათ …

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს, სასწრაფოდ გააძლიერონ აგრესიული ტესტირების ზომები COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგანაც დადასტურებული შემთხვევები 480-ს გადასცდა და ინფექციას შეეწირა 8 სიცოცხლე.  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჯანმოს წევრი 11 ქვეყნიდან რვამ დაადასტურა  COVID-19-ის შემთხვევები. ტაილანდს აქვს 177 დადასტურებული შემთხვევა, ინდონეზიას – 134, ინდოეთს – 125, შრი ლანკას – 19, მალდივებს – 13, ბანგლადეშს …

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები  მოსახლეობისთვის: თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი …

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია …

საკვების მომზადებისას პერსონალმა უნდა იმუშაოს პირბადით და ხელთათმანით – სეს

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდა, კერძოდ: მათ მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება; მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს …

ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, მაგრამ უკვე მზად გვაქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი – სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. „ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ …

„გაზარდეთ დეზინფექციის სიხშირე“ – სურსათის სააგენტოს რეკომენდაციები აგრარულ ბაზრებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარულ ბაზრებში, სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები გასცა: გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში …

ჯანმო: უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა ყურადღების მიღმა რჩებოდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები. კეჰროვამ 16 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლოა თუ არა, ეს რაოდენობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ქვეყნები აცხადებენ. …

ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5 მარტს ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში, დააფიქსირა მეორე ჯგუფსმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის განმეორებითი ფაქტი. მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და რომელიც გაიცემა რეცეპტით. ამით დაირღვა ,,წამლისა და …

რეგულირების სააგენტომ ბათუმში უკანონოდ გახსნილი აფთიაქი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში გამოავლინა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების ფაქტი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. აღნიშნული ქმედებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა – “ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი”. დარღვევასთან დაკავშირებით …

ბათუმში სამედიცინო ქსელის – აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

ბათუმში, გორგასლის ქუჩის 156 ნომერში, თურქული სამედიცინო ქსელის, აჯიბადემის, ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობითი ოფისი ადამიანებს დაეხმარება ქსელის საავადმყოფოებთან პირდაპირ კომუნიკაციაში. აჯიბადემი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს. ბათუმის ოფისის მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეორე ოფიციალური წარმომადგენლობაა, პირველი ოფისი რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიხსნა. …

როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. რა არის თვითიზოლაცია? თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო …

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები …

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება …

მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO

ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად სხეულზე სპირტის წასმა? ნივრის ჭამა? ანტიბიოტიკების მიღება? – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ეხმაურება კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ მითებს: მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით გაიწმენდ-დაიმუშავებთ? არა. სპირტის ან ქლორის მთელ სხეულზე წასმა არ …

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება, რადგანაც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და როგორ მოიშოროთ იგი უსაფრთხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის ნაცვლად მასზე დარჩენილი მიკრობების გამო პირბადე ინფექციის წყარო ხდება. სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ავრცელებს. მაშ ასე: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. რატომ? ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. სასუნთქი სისტემის …

ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 25.02.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს. დღევანდელი მონაცემებით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC) ➢ 25 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 508 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) …

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა, მათ ორკვირიან კარანტინში დააკვირდებიან

21 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იზოლაციაში იმყოფებიან. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე შემოწმდა ქვეყანაში …

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ …

მკურნალობის დაფინანსება და სოციალური დახმარება – აჭარის ჯანდაცვის 2020 წლის პროგრამები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული. See more ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამებით აჭარაში და რას სთავაზობს ბენეფიციარს სამინისტრო ამ პროგრამების ფარგლებში – ნახეთ დეტალური ინფორმაცია:   გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება ეს პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის  დამატებით …

გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა გრიპის სეზონის დასრულებამდე უმჯობესია მოსახლეობამ კვლავ იხელმძღვანელოს რესპირაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად არსებული მარტივი რეკომენდაციებით. გრიპის სეზონი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება: “ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, სხვა წლების გრაფიკებსაც რომ დააკვირდეთ, იქაც შეინიშნება ეს ტენდენცია, თორემ გრიპის სეზონი ოფიციალურად 2020 წლის მე-20 …

რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის სკოლებსა და ბაღებში – სანიტარული ნორმების კონტროლის შედეგები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება საჯარო და კერძო ობიექტები. ბათუმში სკოლებსა და ბაღებს ამოწმებს როგორც სურსათის უვნებლობის სამსახური, ისე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება. მათ გამიჯნული აქვთ  კომპეტენციები – თუ სურსათის უვნებლობა ბაღებსა და სკოლებში შეტანილი პროდუქციის ხარისხსა და შენახვის პირობებს ამოწმებს, მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობა …

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის სრული მარაგი სახელმწიფომ ისევ ვერ იყიდა

„დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტის „მიკოფენოლატის მოფეტილის“ (Mycophenolate Mofetil (Cellcept)) შესაძენად ბოლო სამი თვის მანძილზე გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი არ შედგა. სოციალურმა სააგენტომ  წამლის 2020 წლის მარაგის ნაცვლად რამდენჯერმე ნაწილ-ნაწილ შეიძინა პრეპარატის მხოლოდ თვიური მარაგი. სოციალური სააგენტო ამბობს, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე „მიკოფენოლატის მოფეტილის“ დეფიციტია და მასზე ფასი გაზრდილია. დღეის მონაცემებით, …

ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და დახმარების სხვა პროგრამები აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ნახეთ ინფორმაცია ვრცლად, სოციალური დაცვის რამდენიმე პროგრამის შესახებ: [gray_box]100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება[/gray_box] მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა 100 წლის ასაკის და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. [highlight color=”yellow”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: …

„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა. „განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, …

მერია: მოერიდეთ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან გავლას

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება, ამიტომაც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგა”. სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი ტერიტორიების თოვლის საფარისგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს. გაეცანით SIMA-სა (თოვლისა და ყინულის მართვის ასოციაცია) და აიოვას შტატის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის რეკომენდაციებს თოვლისა და …

ბავშვთა რეაბილიტაცია, ადაპტაცია და სხვადასხვა საშუალებებით გარკვეულ პირთა უზრუნველყოფა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო, მიმდინარე წელს, უშუალოდ სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს. ამჯერად გთავაზობთ 12 პროგრამას:   ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის …

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება …

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, …

როგორ შევურჩიოთ სათამაშო ბავშვს სხვადასხვა ასაკში – ფსიქოლოგის რჩევები

თამაში რომ ბავშვისთვის მხოლოდ თავშესაქცევი საქმიანობა არ არის, ამას მის დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყობთ, როცა იგი იატაკზე მიმოფანტული პატარა ფერადი კუბიკებისგან  გულმოდგინედ ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქცია ააწყოს. რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს და რა ტიპის სათამაშოები ეხმარება მას ამა თუ იმ კონკრეტული უნარის განვითარებაში? ამ თემაზე ფსიქოლოგი, სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტის” ადრეული განვითარების სპეციალისტი, გვანცა სამნიძე …

„დღეში 90-ზე მეტი ბავშვი მოჰყავთ გრიპის ვირუსით“ – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი

ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა კლინიკას დღეში 90 ან მეტი პაციენტი მიმართავს – ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს“ ამავე კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ დაუდასტურა. „გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა განსაკუთრებით რთული შემთხვევები არ აღინიშნება, მომართვიანობა დროულია. რეანიმაციულ განყოფილებაში ამჯერად მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის, უმეტესწილად პედიატრიულ დეპარტამენტში არიან პაციენტები განთავსებული,” – ამბობს …

„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება ინსულტით. კვლევები აჩვენებს, რომ ინსულტით ყველაზე ხშირად განვითარებად ქვეყნებში ავადდებიან. მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების ორი მესამედი სწორედ განვითარებად სამყაროზე მოდის,  თუმცა ინსულტი გლობალური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც მედიცინა კარგადაა განვითარებული. რა იწვევს ინსულტს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს ამ დროს და …

წამებში გადარჩენილი სიცოცხლე – აორტის დისექციის ოპერაციები საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“

„გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თქვენი მეუღლე გადარჩა“ – ამ სიტყვებს ნინო დოლიძე 9-საათიანი ოპერაციის განმავლობაში ელოდა კართან, რომლის მიღმაც მის მეუღლეს აორტის დისექციის (განშრევების) ურთულეს ოპერაციას უკეთებდნენ. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაეწერება კიდეც. „ჩემს მეუღლეს არაფერი სტკიოდა, არც კი ვიცოდით, რომ გულის კედლები ფურცელივით ჰქონდა გათხელებული, ეს პირველად საავადმყოფოში გვითხრეს …

WHO: სიკვდილის გამომწვევი 10 მთავარი დაავადება ქალებსა და კაცებში [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ პუნქტში სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი დაავადებების ჩამონათვალია. მონაცემების მიხედვით, ქალებსა და კაცებშიც სიკვდილის გამომწვევ ყველაზე ხშირ დაავადებად გულის იშემიური დაავადებები სახელდება, მეორე ადგილზე კი ორივე სქესის პაციენტებში ინსულტია:

Exit mobile version