აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ. მათ აქციაც გამართეს ამ მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ რადგან პანდემიის გამო სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წარიმართა, მათ ვერ შეძლეს შესაბამისი ცოდნის მიღება, რაც აისახა კიდეც ეროვნული გამოცდების შედეგებზე. „მე, პირადად, ორი საგანი ჩავაბარე მაღალ ქულაზე და მათემატიკაში დამაკლდა 3 ქულა, რადგან ძალიან რთული ტესტები იყო. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც 1  და …

ინგლისურ ენას სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ შეასწავლიან

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „ცვლილებები საზღვრების გარეშე”, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, იწყებენ „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program). პროგრამა განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის. პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამის მონაწილე ბავშვები შეირჩევიან საქართველოს მასშტაბით 25 …

რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან. ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 …

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, …

თურქეთის 2 უნივერსიტეტში ქართული ენისთვის გამოყოფილი ყველა კვოტა ათვისებულია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ორ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე გამოყოფილი კვოტა სრულად არის ათვისებული. „ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი. გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების …

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 5-6 სექტემბერს, დილის 09:00 საათზე დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის. „პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინრეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები“, – აცხადებს სამინისტრო. პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები …

ტექნიკური შეცდომა საგამოცდო ტესტში – სპორტის მასწავლებლებს 1 ქულას დაუწერენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო ყველა გამოსაცდელს ამ დავალებაში ავტომატურად ექნება შეფასება – 1 ქულა. ცვლილება გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, სისტემაში უკვე ასახულია. ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, …

სახელმწიფო გრანტი მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე 2020-2021 წლისთვის

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მოსამზადებლად წელს სახელმწიფო 1 964 250 ლარს დახარჯავს. წინა სასწავლო წლისთვის ანალოგიური გრანტის მოცულობა 1 845 000 ლარი იყო. პროგრამა/საგანი და გრანტის მაქსიმალური ოდენობა: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა განსაზღვრონ არა უმეტეს ამ ცხრილში მოცემული გრანტის ოდენობის …

როგორ გეგმავენ სწავლის დაწყებას სკოლის დირექტორები – მოსწავლეები ონლაინ და კლასებში

2020 – 2021 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა. როგორ შეძლებენ სკოლები ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას, იძლევა თუ არა საშუალებას საკლასო ოთახების სივრცე განთავსდეს მერხები 1 მეტრიანი დისტანციით, იქნება თუ არა საჭირო დამატებით ახალი მასწავლებლების მიღება სკოლაში და დაწესდება თუ არა შაბათი სასწავლო დღედ – ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებული კითხვებით „ბათუმელებმა“ ბათუმის ოთხი …

რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი, 21 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულია 3047 პირველკლასელი, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია: 2019-2020 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო სკოლებში 2800-მდე პირველკლასელი იყო დარეგისტრირებული, 2018-2019 სასწავლო წელს კი 2587 პირველკლასელი. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, 189 პირველკლასელი დარეგისტრირდა და აქ 7 პირველი კლასი იქნება. პირველ საჯარო სკოლაში სულ 2180 …

გაკვეთილების ჩატარება სკოლის ეზოშიც შესაძლებელია – რეკომენდაციები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაკვეთილების ორგანიზება/ჩატარება შესაძლებელია სკოლის ეზოში/ღია სივრცეში, ოღონდ შესაბამისი დისტანციის დაცვით. რაც შეეხება გაკვეთილების კაბინეტებში ჩატარებას, სკოლებმა უნდა შეზღუდონ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; თუმცა ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება. ერთსა და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა …

სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით …

 V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით: V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. …

მოსწავლეებს შორის დისტანცია 1 მეტრი იქნება – სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სკოლებისთვის: [checklist] მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ …

რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრმა, 11 აგვისტოს ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა. სამინისტრომ ასევე დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს. …

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ახალი წესი – მთავრობის დადგენილება

12 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გარდამავალ დებულებებში. დებულებებს დაემატა 2 პუნქტი, რომლებიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ეხება. ახალი ცვლილებით: [checklist] იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად …

ატესტატის ელექტრონულ ვერსიას ორიგინალის ძალა ექნება – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად გასცეს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ელექტრონული ასლიც, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ორიგინალ დოკუმენტს. ბრძანების მიხედვით, „მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დამოწმდება სააგენტოს ელექტრონული შტამპით …

სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აპირებს ფინანსურად დაეხმაროს სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და დაუფინანსოს სწავლის საფასური. „ახალი პროექტი ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობას, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას“, – ინფორმაციას წერილობით ავრცელებს …

სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 ათასზე მეტ სტუდენტს

სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს. „ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას. გარდა ამისა, …

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი, მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე. თუმცა, ბრიფინგის შემდეგ, ოფიციალურ ტექსტში მთავრობამ ბავშვების ასაკი დააზუსტა და დაწერა, რომ 200 ლარიან დახმარებას 17 წლის მოზარდებიც მიიღებენ. „ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვისთვის, კრიზისში სოციალური მხარდაჭერისთვის. ბავშვები კომპენსაციას მიიღებენ სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – ამბობს გახარია. აღნიშნული განცხადება …

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულა მათემატიკასა და ქართულში – ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს. გორგოძის თქმით, 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი – მათემატიკაში. „ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას“, – ამბობს გორგოძე. მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საპრეტენზიო …

15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო. ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაზე. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში. „მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო …

„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

განათლების სამინისტრო პროექტ – „ტელესკოლას“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ითხოვს 2020 წლის ბოლომდე. 2020-2023 წლისთვის კი 3.8 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტელესკოლაზე 404 ათასი ლარი დაიხარჯა. გარდა იმისა, სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად პარლამენტს ცვლილება შეატანინა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“, რის საფუძველზეც სამინისტროს უფლება აქვს …

საგნობრივ გამოცდას მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი აბარებს

დღეს, 22 ივლისს, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. საგნობრივ გამოცდას 12 ათასამდე პირი აბარებს. გამოცდები ტარდება როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. გამოცდაზე მხოლოდ სამმა აპლიკანტმა დააგვიანა, შესაბამისად, ისინი გამოცდების ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ. ცენტრის ინფორმაციით, დღეს …

კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“

მედიის განვითარების ფონდი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს სკოლებისთვის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა სკოლამ შექმნას 5-წევრიანი გუნდი, რომელიც უნდა აერთიანებდეს პედაგოგებსა და X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე და შეავსოს აპლიკაცია. აპლიკაციაში გუნდმა უნდა ატვირთოს მედიაწიგნიერებაზე საპროექტო განაცხადი, რომელიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას: …

ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს გათვლებით, 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 18 ივლისს დასრულებულიყო დისტანციური სწავლების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რისთვისაც სამინისტროს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 199 996 ლარზე უნდა გაეფორმებინა. შესაბამისი თანხმობა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსგან 2 ივნისს ჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ეს პროექტი არ განუხორციელებია. განათლების სამინისტრომ ხელახალი თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 17 ივლისს მიმართა. განაცხადში სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისტანციური …

სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან,“-ამბობს ეკა დგებუაძე. მისივე განცხადებით, „სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს“. „სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ …

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი. რექტორს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. რექტორობის არც ერთ კანდიდატს თავისი საარჩევნო პროგრამა წინასწარ არ გამოუქვეყნებია. „ბათუმელები“ გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ინგა შამილიშვილთან. ქალბატონო ინგა, რადგან არ არის საჯარო თქვენი …

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კუთვნილი მედლები შესაძლოა ვერც 2020 სასწავლო წლის ბოლოს გადასცენ, რადგან როგორც „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ ამბობენ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე შარშანდელი ტენდერი ჩაიშალა, ახალი კი ჯერ არ გამოცხადებულა. ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებს არც 2019 წელს მიუღიათ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო  წლების ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვისთვის …

ცნობილია 9 პირის კორონავირუსზე კვლევის შედეგები – ეროვნული გამოცდები

9 პირის კორონავირუსზე გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. აღნიშნული პირები 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს,“- ამბობს გორგოძე. როგორც 10 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ერთი შემთხვევის წყარო უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გუშინ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა. „კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც 7 რიცხვში გასული იყო ეროვნულ გამოცდაზე. ჩვენ გვიან ღამით გვქონდა კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის და ყველა ის პირი, ვინც იმ …

მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდებიდან მოხსნილი აბიტურიენტები ისევ დაუშვეს

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოხსნილი 2 აბიტურიენტი, ისევ შეძლებს გამოცდების ჩაბარებას. გამოცდაზე გამოცხადებისას მათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც, გამოცდებიდან მოხსნეს. იმ დღეს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაუშვეს ექიმის გადაწყვეტილებით და მათ „მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი.“ ცენტრის ინფორმაციით, PCR ტესტით აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს

ინგა შამილიშვილი და მერაბ ხალვაში – მხოლოდ ამ ორმა ასოცირებულმა პროფესორმა შეიტანა განაცხადი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობაზე. მერაბ ხალვაში ბსუ-ს მოქმედი რექტორია, ინგა შამილიშვილი – აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი. განცხადების მიღება დღეს,  16 საათზე შეწყდა. ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 15 …

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების …

სკოლის დირექტორის გათავისუფლება აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია – ახალი უფლებები

დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა. ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო: [checklist] გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით …

Exit mobile version