დღეს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. „ყოველი სამუშაო …
Category Archives: განათლება
ვინ აუნაზღაურებს მასწავლებლებს დამატებით საათებს, თუკი სექტემბერში კლასები გაიყოფა
განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობებში სწავლის განახლების ვერსიებს განიხილავს. ყველაზე აქტიურად განიხილება შერეული მოდელი, რაც გულისხმობს მოსწავლეების სკოლაში დღეგამოშვებით ყოფნას. ასევე საუბარია იმაზე, რომ სკოლის შენობებში გაკვეთილი მხოლოდ I-II კლასელებს ჩაუტარდეთ, უფროსკლასელები კვირაში 2 ან 3 დღით დაესწრებიან გაკვეთილებს, დანარჩენი დღეები კი სწავლას დისტანციურად, ონლაინ გააგრძელებენ. „ბათუმელები“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და …
თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა კარიერული წინსვლისთვის უნდა გააკეთოს თვითშეფასება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთება პროფესიული საჭიროებები და დადგინდება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. სქემის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და …
Continue reading “თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა”
პროფესიულის სტუდენტებს სამხედრო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ
დღეს, 2 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ. „მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი და ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც …
Continue reading “პროფესიულის სტუდენტებს სამხედრო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ”
ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას. „იქედან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შეუძლია პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,“ – განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, „იმ შემთხვევაში, …
Continue reading “ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას – გახარია”
დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე
გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში? ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ …
როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რის მიხედვითაც, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“. როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით? მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ …
Continue reading “როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა”
სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი
აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს. „ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. …
მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]
თამილა საგინაძე 10 წლის იყო, როცა პირველად წავიდა სკოლაში. თავდაპირეველად მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათ მცირედმხედველ შვილს განათლების მიღება სპეციალურ სკოლაში შეეძლო. პატარა გოგოსთვის რთული იყო სოფლიდან, მშობლებისგან შორს ყოფნა მისთვის უცხო ქალაქში. ამბობს, რომ ეგონა სამუდამოდ იქ დატოვებდნენ. „როცა სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ და მიჰყავდათ, მე სკოლაში ვრჩებოდი. მეც მინდოდა, რომ მშობლებს ყოველ დღე …
Continue reading “მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]”
საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, განათლების სფეროზე საუბრის დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან, ჯილდოს სანაცვლოდ გასვლის პროცესი, ისევ უნდა გაგრძელდეს. „საპენსიო ასაკის 4 8426 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იყო ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი, ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს და ამასთან, ჩვენ ქართველ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ჯანდაცვის დაზღვევაც. …
Continue reading “საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია”
კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან
გამოვლინდნენ კონკურსის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში” გამარჯვებულები. კონკურსი უფროსკლასელებისთვის საქართველოში ავსტრიის საელჩომ, „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიასთან“ ერთად, ევროპის დღეების ფარგლებში გამოაცხადა. კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჯიმი თუთისანი გახდა, ის ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. მან პირველი ადგილი გალელ თანატოლთან გაიყო. მისი ვინაობა, როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა გვითხრეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე …
Continue reading “კონკურსის 17 წლის გამარჯვებული მოსწავლე გურიიდან”
რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შესვლის მსურველებს უფლება აქვთ საგნობრივი გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ჩააბარონ. ეს გამოცდა 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ხოლო იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, საშუალება მიეცათ გამოცდები შესაბამის საგანში ან …
Continue reading “რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში”
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემოდგომაზე ჩაატარებს. ცვლილება შეეხო სპეციალურ მასწავლებლებს. დღეიდან სპეციალური მასწავლებლები პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ოფიციალურად ჩაერთნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. სქემაში შესული ცვლილების მიხედვით: იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც …
Continue reading “პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში”
ბათუმის რომელ სკოლებშია თავისუფალი ადგილები პირველკლასელებისთვის
ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში 2919 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ბათუმის საჯარო სკოლებში სულ 3078 ადგილი იყო პირველკლასელთათვის. ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში უკვე შევსებულია, თუმცა, ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, რჩება 159 თავისუფალი ადგილი სხვა საჯარო სკოლებში. 23 ივნისის მონაცემებით, ეს სკოლებია: მე-11 სკოლა, მე-13 სკოლა, …
Continue reading “ბათუმის რომელ სკოლებშია თავისუფალი ადგილები პირველკლასელებისთვის”
ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ სახელოსნოსთვის 773 ათასი ლარია გამოყოფილი
ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ ტერიტორიაზე სახელოსნოებს ააშენებენ. მშენებლობაზე საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 773 808 ლარია. პირობის მიხედვით, სახელოსნოების მშენებლობის დასრულება გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 10 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს შეწყდება. სააგენტომ პროფსასწავლებლების ტერიტორიაზე ასაშენებელი დამოუკიდებელი შენობების რამდენიმე პროექტი შეიძინა. …
Continue reading “ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღას“ სახელოსნოსთვის 773 ათასი ლარია გამოყოფილი”
დეპუტატის დაწერილი წიგნი პედაგოგებისთვის – ჯანაშიას თქმით, ეს აჩენს კორუფციის რისკს
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII-VIII კლასებისთვის. გრიფირებული სახელმძღვანელოების სიაშია ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომლის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შოთა ხაბარელია. სხვა ავტორებით გრიფირებული წიგნი სიაში არ გვხვდება. ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის …
დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე მისაღები კონტინგენტის ოდენობა დაახლოებით 80 საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე – catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი …
Continue reading “დამატებითი ადგილები პირველკლასელებისთვის საჯარო სკოლებში”
თუ სკოლა უცხოეთში ან 2011 წლამდე დაამთავრე – დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა გაიზარდა 20 აგვისტოს ჩათვლით. „ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს“. ასევე, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ …
„ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. ასევე, სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო …
რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას
საქართველოს პრეზიდენტის 12 ივნისის ბრძანებით, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ განათლება მიღებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. სხვა შემთხვევაში, ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე, …
Continue reading “რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას”
ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული
გამოვლინდა 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. სწორედ ამ ათეულიდან დასახელდება ოქტომბერში 2020 წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელსაც ჯილდოდ 10 ათას ლარს გადასცემენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის ფინალისტები არიან: ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და …
Continue reading “ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული”
ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა
13 ივნისიდან „ტელესკოლას” ინგლისურის გაკვეთილები დაემატება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას გავა ეთერში. ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) ხუთი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. გაკვეთილები სერიალის ფორმატისაა და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება. „ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ …
Continue reading “ტელესკოლის ეთერში მოსწავლეებისთვის BBC-ის ინგლისურის გაკვეთილები გავა”
მოიხსნით თუ ვერა პირბადეს, თუ გამოცდაზე სათვალე დაგეორთქლებათ? – გამოცდების ცენტრის განმარტება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით იქნებიან. მათ უფლება არ აქვთ, გამოცდების მსვლელობის დროს პირბადე მოიხსნან. აბიტურიენტს პირბადის მოხსნის შემთხვევაში შენიშვნას მისცემენ, განმეორების შემთხვევაში კი – გამოცდიდან მოხსნიან. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც მშობლების, ასევე აბიტურიენტების მხრიდან. მშობლები და აბიტურიენტები წუხან იმის გამო, რომ დახურულ …
გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების დღეს აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, მას მაინც დაუშვებენ გამოცდაზე. „ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს და გვექნება სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი აბიტურიენტი …
Continue reading “გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ”
აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის …
Continue reading “აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული”
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამავე დღეს დაიწყება საგრანტო კონკურსიც. ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს, 9 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა. გამოცდები გაიმართება 24 საგამოცდო ცენტრში. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.
კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო
„ყოველდღე სულ ცოტა 20-30 მშობელი გვირეკავს და გვეკითხება, როდის დავიწყებთ მუშაობას. სამსახურში გავედით და ბავშვებს ვერავისთან ვტოვებთო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის – „ცოდნის კარიბჭეს“ თანადამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, კერძო საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდებიან მუშაობის გასაგრძელებლად. „ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ, შემოსავალი აღარ არის, ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს …
Continue reading “კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო”
როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლების მინისტრის 4 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ოფიციალურად განისაზღვრა ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობა. [checklist] I-IV კლასებში – 20 წუთი; V-IX კლასებში – 30 წუთი; X-XII კლასებში – 40 წუთამდე. [/checklist] მინისტრის ბრძანებით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. ამასთან, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, „მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში”
მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 4 ივნისის ბრძანებით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლის ჟურნალში მოსწავლისთვის „არას“ დაწერის ყოველდღიური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. თუმცა, როგორც ბრძანებაში წერია, მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები და სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს გამოიყენოს მოსწავლის შესაფასებლად. „ზოგადსაგანმანათლებლო …
Continue reading “მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება”
როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში
ბათუმში განათლების ფონდის პროგრამა – უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, რომელიც მსმენელებისთვის უფასოა, კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობს გამოცხადების შემდეგ გაჩერებულია. პროგრამის ფარგლებში უცხო ენებს 600-მდე მოქალაქე სწავლობს. „ბათუმელების“ კითხვაზე, როდის განახლდება პროგრამა და ხომ არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ონლაინ, „აჭარის განათლების ფონდის“ ხელმძღვანელი რუსუდან ქავთარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასწავლო პროცესი შეჩერებული …
Continue reading “როდის განახლდება უცხო ენებისა და TOEFL სწავლების უფასო პროგრამა ბათუმში”
ბათუმში ეროვნული გამოცდები სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში წელს აღარ ჩატარდება. აბიტურიენტები ბათუმის სამი საჯარო სკოლის შენობებში გადანაწილდებიან. ესენია: ბათუმის პირველი, მე-10 და მე-14 საჯარო სკოლები. საკლასო ოთახები კონდიციონერებით აღიჭურვება. სულ 70 კონდიციონერის შესყიდვაა გადაწყვეტილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 143 ათასი ლარი დაიხარჯება. „ორი სკოლისთვის იქნება შესყიდული 70 კონდიციონერი, პირველი საჯარო სკოლა კი გასულ წელს …
Continue reading “ბათუმში ეროვნული გამოცდები სამ საჯარო სკოლაში ჩატარდება”
ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან
აჭარიდან სამი მოზარდი ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფინალისტების ათეულში მოხვდნენ. მოზარდები თავიანთ ესეებში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ირჩევენ თანასწორობას და არა დისკრიმინაციას. რატომ არის მნიშვნელოვანი შენ გვერდით მყოფი მიიღო ისეთი, როგორიც არის და რატომ არის გამოსავალი განათლება ცნობიერების ასამაღლებლად. ორ გამარჯვებულ მოსწავლეს „ბათუმელები“ ესაუბრა. თინა თურმანიძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 …
Continue reading “ევროსაბჭოს კონკურსის გამარჯვებული გოგოები ბათუმიდან და ქობულეთიდან”
გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდები და ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა …
Continue reading “გამოცდებისთვის 1 მილიონი ლარით სადეზინფექციო და დამცავ საშუალებებს შეიძენენ”
ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა
ბერდია ალხიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მან პირველი ადგილი მოიპოვა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც მრავალფეროვნებასა და თანასწორობას შეეხებოდა. ბერდია ალხიძე, როგორც ამ კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, თავის მასწავლებელთან ერთად საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრება და ევროპის საბჭოში ვიზიტის შესაძლებლობაც ექნება. კონკურსზე წარდგენილი 400 ესედან 10 საუკეთესო შეირჩა, რომლებიც ბუკლეტის …
Continue reading “ონელი ბიჭი, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა”
სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე
განათლების სამინისტრო 199 996 ლარად ყიდულობს პროექტს, რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. სამინისტრო „ტელესკოლის“ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა, მომსახურებას ყიდულობს სასწავლი წლის დასრულების შემდეგ. სამინისტრო შესყიდვის აუცილებლობას ასე ასაბუთებს: „აღნიშნული საკითხი (ანუ „ტელესკოლის“ და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია) წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას… 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება …
Continue reading “სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე”
იწყება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
დღეს, პირველ ივნისს, იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ანუ საყოველთაო რეგისტრაცია, რომელიც 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სრული დოკუმენტაციის წარდგენა კი 2 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. …
Continue reading “იწყება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია”