ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში

06.01.2026 •
ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს.

ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეია.

შესაბამის ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი აფორმებს. ვინაიდან დეტალურად გაწერილი ჰონორარების სია ცენტრს გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების ეტაპზე არ გაუვრცელებია, კონცერტში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის მუსიკალური ცენტრი ეტაპობრივად ახლა აქვეყნებს.

ამ დროისთვის [6 იანვარი] ცენტრის მიერ 46 ასეთი ხელშეკრულებაა შესყიდვების პორტალზე ატვირთული.

ნახეთ, ვის რამდენი ჰონორარი გადაუხადეს/გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის:

ლუკა აბაშმაძე – 38 383 ლარი – საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინას“ არანაკლებ საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამა – 12 შემსრულებელი, ბენდი, წამყვანი.

ლაშა ნოზაძე – 23 838 ლარი – ჯგუფი „რეგიონი“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 60 წთ.).

ზვიად ბოლქვაძე – 19 132 ლარი – ზვიად ბოლქვაძის საკონცერტო პროგრამის/პროექტის წარმოდგენა 25 დეკემბერს – ქრონომეტრაჟი არანაკლებ 60 წუთი. პროგრამაუნდა განხორციელდეს უშუალოდ ზვიად ბოლქვაძის და ბენდის მონაწილეობით.

დათო ევგენიძე – 15 789 ლარი – ბენდთან ერთად – „დათო ევგენიძე და ბენდი“.

დავით სირბილაძე – 15 151 ლარი – დავით სირბილაძის და დავით ნიჟარაძის ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 60 წთ.).

რევაზ ახრახაძე [თამარ გვერდწითელის მენეჯერი] – 8 928 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

ნინო ახობაძე – 8 928 ლარი – წარმოადგინოს ჯგუფი „ფორტე“-ს არანაკლებ 4 საკონცერტო ნომერი.

ირაკლი ნოზაძე – 7 070 ლარი – მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ მუსიკალურ-გასართობი პროგრამის წარმოდგენა, არანაკლებ 30 წთ.

ნიკოლოზ წულუკიძე – 6 377 ლარი – ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში წამყვანის მომსახურება.

კონსტანტინე ყიფიანი – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა

გიორგი სუხიტაშვილი – 5 102 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა

ანრი გუჩმანიძე – 4 040 ლარი – ბენდი „ემოციას“-ს საკონცერტო პროგრამა (არანაკლებ 30 წთ.) 2025 წლის 25 დეკემბერს და ანრი გუჩმანიძის მონაწილეობა და არანაკლებ 1 სიმღერა – 29 დეკემბერს.

თემურ ყვითელაშვილი – 3 826 ლარი – არანაკლებ 1 კომპოზიცია

ბენდის არანაკლებ 30-წუთიანი საკონცერტო პროგრამის წარმოდგენაზეა გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება, თითოეულთან 3 030 ლარზე, შემდეგ პირებთან: თეონა ქევანიშვილი [ბენდი The memmbers], დმიტრი ხლინინ [Jazz Do it], თათია კობალაძე [live-life], მანანა ნაჭყებია [„ლათინო ორკესტრალის“ საკონცერტო პროგრამა], ლაშა ქათამაძე [ბენდი CATFISH], ვლადიმერ გრიგორიანცი [4 ap], ილია ჯიქია [The Hapiness], სოფიკო ბედინაძე [„ლა ფიეტა“], გიგა ცინცაძე [road radio] და მიხეილ ბუაძე [ბენდი G sound].

არანაკლებ 1 სიმღერისთვის 2 551 ლარს მიიღებენ [თითოეული]: ლაშა ღლონტი, სულხან ჯაიანი, ნიკო ბერიძე, ოთარ ნაკაშიძე, გიორგი ნიკოლაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანი კეკუა, თეიმურაზ თათარაშვილი.

2 020 ლარს მიიღებენ არანაკლებ 1 სიმღერისთვის: ნელი სებისკვერაძე, ნინო ქარსელაძე-ჟორდანია, მარიკა თხელიძე. ამდენივეს გადაუხდიან არჩილ დავითაძესაც DJ მომსახურებისთვის [DJ CHIKI].

DJ მომსახურებისთვის 1 275 ლარს მიიღებენ: ნიკოლოზ ლომინეიშვილი, თარაშ ტაკიძე, ნიკა გორდელაძე, ნიკო გორგოშაძე და რევაზ ზოიძე.

1 275 ლარს გადაუხდიან არანაკლებ 1 სიმღერისთვის: გიორგი ნაკაშიძეს, გურანდა დოლიძეს, ნონა კორიფაძეს, ნატო თურმანიძეს, სალომე ხარაბაძესა და ნანა ქარუხნიშვილს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ის ნაწილია ჰონორარებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, რომლებიც ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა შესყიდვების პორტალზე ატვირთა. რამდენი ჰონორარი აიღეს კონცერტებში მონაწილე სხვა პირებმა, ამ ინფორმაციას „ბათუმელები“ დამატებით მოგაწვდით, როგორც კი მუსიკალური ცენტრი იმავე პორტალზე შესაბამის ხელშეკრულებებს ატვირთავს.

განახლება: ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა

ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი დაიხარჯება. მათ შორის:

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბეტა პრინტთან“ ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული ჯამში 263 ათას 549 ლარზე;

საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი [მათ შორის მთავარი ნაძვის ხის აწყობა-დაშლა] ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ გაფორმებულია 976 ათას 60 ლარზე;

ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი დაიხარჯება.

__________

ფოტოზე: საახალწლო კონცერტი ბათუმში. ფოტო: ბათუმის მერია

ამ თემაზე:

საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: