გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილის საათებში წვიმა, ჭექა-ქუხილი, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
- ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან და 13-ში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.






