მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“

მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული. მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: …

პრესსამსახური დამოუკიდებლობას კარგავს

პრეზიდენტის პრესსამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შევა. აღნიშნული სამსახური სტრუქტურულად გამარტივდება და რაოდენობრივადაც შემცირდება. სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტებულ ჟურნალისტებს კი მესამე სართულის ზემოთ სპეციალური საშვის გარეშე ასვლა აეკრძალებათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი ამტკიცებს, რომ ახალი გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მუშაობას გაუადვილებს. მისი თქმით, გაკეთდება სპეციალური პრეს-ოთახი, სადაც ჟურნალისტებს მუდმივად ყოფნის და ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ. „ჟურნალისტებს აღარ მოუწევთ …

შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა. პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა. ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას …

ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს

ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია  მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). …

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და ჭიაბერაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში შაბათს ჩამოვიდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა.   ჭიაბერაშვილის ვიზიტის ოფიციალური მოტივი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ დაწყებული სემინარი იყო. ეუთოს მიერ დაფინანსებული ორდღიანი ტრენინგი საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისების თავმჯდომარეებს ჩაუტარდათ. ბათუმში ეს სემინარი შემთხვევით არ ჩატარებულა, რაც თავად ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ …

მომავალი მინისტრები ჟვანიასთან პროგრამებს ათანხმებენ

მინისტრობის კანდიდატები სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან კონსულტაციებს გამართავენ საკუთარი სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად. მომავალი პრემიერი ზურაბ ჟვანია კი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს  ორშაბათსვე წარუდგენს სააკაშვილს. როგორც კონსულტაციების დაწყების წინ მომავალმა სახელმწიფო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა  განაცხადა, ახალი მთავრობის მომავალ სტრატეგიულ ამოცანას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში, ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს. მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი …

აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია. როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე  ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები …

პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი აპრილში პენსიების გაზრდაზე, ხოლო ივლისში მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების ვადების თაობაზე განაცხადებს. ამის შესახებ თქვა სახელმწიფო მინისტრმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის საპროგრამო მიმართულებები და მთავრობის ახალი წევრები გააცნო დეპუტატებს. ჟვანიას განცხადებით, წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურად „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა“. მას ღირსების საკითხად მიაჩნია, …

აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი  საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია. მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა …

საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო! აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები, მოგესალმებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. თქვენს მიერ 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციაზე, ღვთისა და კონსტიტუციის წინაშე დადებულმა ფიცმა – „ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებასო“, დიდი სიხარული მოგვგვარა და რწმენა შეგვმატა, მაგრამ გული გვატკინა იმან, რომ აჭარის კრიმინალური ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში, დახმარების ნაცვლად ხელს …

ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან

  ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება …

ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა

აჭარის პარლამენტში მისთვის უჩვეულო მოვლენები ვითარდება – შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა“, რომელიც ფრაქცია „მრეწველებისა“ და ედპ-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის ხელმძღვანელად ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ილია ვერძაძე აირჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუს ილია ვერძაძესთან: რადგან ფრაქციის თავჯდომარე ვარ, 16 დეკემბრის პარლამენტის სხდომამ ბიუროს წევრად ამირჩია. ეს რეგლამენტის მიხედვით მოხდა. რა მიზანი აქვს ფრაქციას? ფრაქციის ჩამოყალიბების წინ გვქონდა …

რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?

ვრცელდება ინფორმაცია „გასაქცევად გამზადებული ოჯახის“ მიერ სხვადასხვა სიმდიდრის, მათ შორის ოქროს ფონდის ქალაქიდან გატანის თაობაზე. ამ ხმებს საფუძვლად ის უდევს, რომ განძი „უსაფრთხოების“ მიზნით, კომერციულ დაწესებულებაში – საზღვაო ბანკშია გადატანილი. საუბარია უნიკალურ (კერძოდ გონიოს, ფიჭვნარის, მახოს) ოქროს ნივთებზე. ფაქტია, რომ აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებისთვის დასათავლიერებლად ხელმიუწვდომელია. მუზეუმიდან მისი (ცენტრალურ ბანკში) …

სუბსიდიები გაიცა… ჩაის ფაბრიკები კი ჯართად იჭრება

საქართველოში ჩაის კულტურის რეაბილიტაციის თაობაზე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მეჩაიეობის განვითარებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ფირმას გადაეცა. „ქართული ჩაის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შარშან, ავტონომიური რესპუბლიკიდან ხუთმა ფირმამ გაიმარჯვა. აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თემურ ხალვაში გასულ წელს გვარწმუნებდა, …

რა კავშირშია ქარხნის დემონტაჟთან გაზმშენი და ნავთობტერმინალი

ბათუმში არსებული საწარმო-ორგანიზაციების ლიკვიდაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის მიუხედავად აჭარის ხელისუფლება აღებულ კურსს არ ცვლის. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ორი კვირაა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა აჭარის ოფიციოზი. ადგილზე კი „გაზეთ ბათუმელებმა“ საპირისპირო სიტუაცია დააფიქსირა. ქარხანა, პირდაპირი გაგებით, იჭრება და იქვე იტვირთება ვაგონებში, რათა შემდეგში ჯართის მიმღებ …

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა. ყველაფერის თავი …

მორიგი შეხვედრა სოხუმში გაიმართება

  ქართულ-აფხაზურ მხარეთა წარმომადგენლები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შემდეგ შეხვედრას სოხუმში, 20 მაისს გამართავენ, – აცხადებს სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. შამბას თქმით, აფხაზური მხარე ოფიციალურ თბილისთან კონსტრუქციულ დიალოგს იმედოვნებს. შეხვედრაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში გაეროს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის ინიციატივით, სამშაბათს, თბილისში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება მორიგ შეხვედრამდე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, რომელშიც საერთაშორისო …

სიძნელეები წარსულში უნდა დარჩეს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ოთხშაბათს დილით მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებისთვის ლოცულობდა. „დილით ჩვენ ქართულ ეკლესიაში დღევანდელი შეხვედრის წარმატებით ჩატარებისათვის ვლოცულობდით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მადლობელია მოსკოვში მოწვევისათვის. „დიდი ხანია მქონდა ჩამოსვლის სურვილი და ძალიან მინდოდა, რომ ჩემი პირველი დიდი პოლიტიკური ვიზიტი …

რა მოიგო აჭარამ აბაშიძის ვიზიტით

ასლან აბაშიძე მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ ბათუმში დღეს დაბრუნდა. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი ვიზიტის ერთადერთი მიზანი ენერგეტიკის საკითხები იყო. ასლან აბაშიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები. აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთიდან 100 მეგავატი ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად კი ბათუმში ამ საღამოსვე ჩამოვლენ რუსი ენერგეტიკოსები. როგორც ავტონომიის …

„ახალ თეატრს“ სალონური დატვირთვა ექნება

  7 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში გაიხსნა ხელოვანთა დარბაზი „ახალი თეატრის“ სახელწოდებით, რომლის ორგანიზატორებიც ზაზა ფირცხალაიშვილი და ირმა ქობულაძე არიან. თეატრს ჯერჯერობით სპონსორი არ ჰყავს, ორგანიზატორები ყველაფერს ენთუზიაზმით და ინტურისტის დირექტორის თამაზ ხარაზის დახმარებით აკეთებენ. თეატრს სალონური დატვირთვა ექნება, მოეწყობა შეხვედრები, მოწვევით გაიმართება სპექტაკლები. 28 თებერვალს სპექტაკლს გამართავს თბილისის ერთი მსახიობის თეატრი, მსახიობ მურმან …

ახალი ეკლესია ძველის ანალოგიური იქნება

ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა სამებაში ახალი სამების ტაძარი აიგება. შუა საუკუნეებში, სოფელში ამავე სახელწოდებით ფუნქციონირებდა ტაძარი, რომელსაც მე-16 საუკუნეში, ოსმალთა შემოსევების შემდეგ, მოქმედება შეუწყვეტია. დღეისათვის ეკლესიის საძირკველიღაა შემორჩენილი. ეკლესია აშენდება ძველი ტაძრიდან მოშორებით, კერძოდ, სოფელ სამების სკოლის ეზოში. გეგმით იგი თავდაპირველი სახის, ჯვარგუმბათოვანი იქნება. პროექტი შემუშავებულია ეპარქიასთან არსებული ხუროთმოძღვრული ცენტრის არქიტექტორთა მიერ. ძველი ტაძრიდან შემორჩენილია …

თამარის დასახლებაში რელიგიის მუზეუმი აშენდება

თამარის დასახლებაში, თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის კულტურის მინისტრის თეიმურაზ კომახიძის და მისი მეუღლის ნარგიზ აბაშიძის თაოსნობით რელიგიის მუზეუმი შენდება. მუზეუმის აშენების  იდეა თეიმურაზ კომახიძის აწ გარდაცვლილი შვილის, დავით კომახიძის სურვილი ყოფილა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა და მუზეუმისთვის სამშენებლო ადგილის გამოყოფაზეც თავად უზრუნია. მუზეუმი დათო კომახიძის სახელობის იქნება და გარდაცვლილის კუთვნილი 12 …

„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

გასულ კვირას, შპს „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ბაზრობის ადმინისტრაციას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. განცხადებით, რომლითაც ბაზრის ადმინისტრაციას მიმართეს მოვაჭრეებმა, გადასახადების 5 ლარიდან 2 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციას, (თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები) გადასახადების მორიგი აკრეფის დროს კვლავაც გეგმავენ. „ხოფის“ ადმინისტრაციას „ოპოზიცია“ წინა წლებისგან განსხვავებით მარტო გადასახადების …

სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბეჟანიძეს ყოფილი ქვეშევრდომი, სასამართლოს კანცელარიის გამგე, ფატმან (იგივე დოდო) ლეონიძე სამსახურიდან უკანონო დათხოვნის გამო უჩივის და შრომის უფლების აღდგენას მოითხოვს. ფატმან ლეონიძე თავის გათავისუფლებას სასამართლოს თავმჯდომარის პირად ამბიციებს უკავშირებს. „ავთო ბეჟანიძემ კანცელარიის გამგის სანაცვლოდ სხვა თანამდებობა შემომთავაზა. ოღონდ მაგ სკამზე ავთო აბაშიძეს ნუ დაენახვები, ყოველნაირად ხელს შეგიწყობ, როცა გინდა მოდი, …

ფინანსურ საკითხებზე კულისებში საუბრობენ

ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა. ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 …

„აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის

აჭარაში პოლიტიკურ სპექტრში ახალი სახეები და ორგანიზაციები ჩნდებიან. ერთ-ერთი ასეთია ახალგაზრდული ორგანიზაციაა „აფსაროსი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მირდატ ქამადაძის განცხადებით „აფსაროსი“ იატაკქვეშეთში ჯერ კიდევ 2 ნოემბრამდე შეიქმნა. „ჩვენ არჩევნებში კომისიის წევრების სტატუსით სხვადასხვა პარტიის მეშვეობით ვღებულობდით მონაწილეობას. როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა გამოვაჩინეთ ჩვენი სახე. არასდროს გვქონია თვითმიზნად სახალხოდ გამოსვლა, მთავარი იყო საქმე გვეკეთებინა. ახლახანს ჩამოყალიბდა ორგანიზაციები …

რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში პოლიცია გაისვრის

გუშინ „ჩვენი აჭარას“ მიერ გამართული პრესკონფერენციის მთავარი თემა რამდენიმე დღის წინ დაკავებული მოძრაობის აქტივისტებისათვის წართმეული ორგანიზაციის წევრთა სიები იყო. პოლიციის მიერ დაკავებულ ძმებ ჩხეტიებსა და „ჩვენი აჭარას“ ბათუმის ორგანიზაციის გამგეობის წევრს დავით ბაციკაძეს მხარდამჭერთა 3 500 ხელმოწერა წაართვეს. „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის განცხადებით, პოლიციელები ამ სიების მიხედვით აქტივისტებს სახლში აკითხავენ და აშანტაჟებენ. დიასამიძე …

დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე პოპულარული კითხვა – ვინ  იქნება ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი – აჭარისთვისაც გახდა აქტუალური. აჭარაში გენპროკურორის პირველი მსხვერპლი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დათო ხალვაში, იგივე „ქელფეთა“ აღმოჩნდა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 იანვარს აღძრა, თუმცა პრესამ ეს ე.წ. პოლიციის კვირეულის დაწყებისას შეიტყო. საქმე ეხება დათო ხალვაშის ავტომანქანების ბიზნესს, რომელსაც ის …

მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა

რამდენად მტკივნეულია ის პროცესები, რომელიც დღეს აჭარაში მიმდინარეობს. საერთოდ, რა ფენომენია ასლან აბაშიძე და რა მითები დაემსხვრა მას. ამ თემებზე აშშ მყოფ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს, ფილოსოფოს გია მასალკინს ვესაუბრეთ.   ბატონო გია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაციის გააქტიურების მიუხედავად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაინც პასიურია… ეს განპირობებულია შიშით, რაც  სამსახურის …

გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც არ იქნება მართული

აჭარაში დღეს არსებულ სიტუაციას ანალიზს არავინ უკეთებს. „მიუკერძოებლობის“ დაცვის პრინციპით, ამჯერად მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად ჩვენივე კოლეგა შევარჩიეთ. იგი ჟურნალისტიკაში, როგორც თავად ამბობს, იძულებით, სწორედ პოლიტიკიდან მოვიდა, და ჯერჯერობით არც ის აქვს გადაწყვეტილი, აქედან სად წავა. „გაზეთ ბათუმელების“ სტუმარია რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ ევგენი თავდგირიძე:   ჩემი ვარაუდით აჭარაში ვარდების რევოლუცია განხორციელდება, მაგრამ იმ სცენარით, როგორც დედაქალაქში …

გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“

ბოლო პერიოდში აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტიური წევრი გიგა ბოკერია: შეუძლებელია იმ ძვრების შეჩერება, რომელიც დაიწყო საქართველოში და  გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე, ანუ როგორც ეს მოხდა დანარჩენ საქართველოში. ხელისუფლებაში მოვა ის კაცი, რომელიც ხალხს სურს. იმისათვის, რომ ეს პროცესი დემოკრატიულად განხორციელდეს, უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დღემდე აქვს აბაშიძის რეჟიმს, – შეზღუდვა პოლიტიკური …

გაეხვევა თუ არა ბათუმი რკინიგზაში მომხდარ სკანდალში

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის  დანაშაულებრივ ქმედებებს დღითი დღე ახალი ცოდვები ემატება. როგორც ჩანს, ჩხაიძეს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და სავარაუდოდ, თავისუფლებაზე დიდი ხნით გამომშვიდობებაც. ყოველივე ამის პარალელურად კი კულუარებში, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ნუგზარ ვარშანიძის შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზეც დაიწყეს საუბარი. თავად ვარშანიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გამორიცხავს და …

მეთაურის გარეშე ადგილიდან ვერავინ დამძრავს

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აღორძინების“ გენერალური მდივანი ოსიკო გვარიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეჭირა ეს პოსტი და თვლის რომ ღირსეულადაც, ჯემალ გოგიტიძესთან უთანხმოებას ემსხვერპლა. გენმდივნის პოსტზე უცებ შესაბამისი კანდიდატურაც გამოიძებნა – პოეტი ცისანა ანთაძე, რომელიც ბოლო დროს „აღორძინების“ მხარდამჭერთა ნებისმიერ მიტინგზე ორატორობს. როცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ბატონმა ოსიკომ ცოცხალი თავით არ …

ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად

აჭარაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალი მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ წამოიწყეს. მოძრაობაში ათ NGO-სთან ერთად, ფიზიკური პირებიც არიან გაერთიანებული. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, იბრძვიან იმისათვის, რომ აჭარაში განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელმოწერების შეგროვება – სხვადასხვა მოთხოვნებით მინიმუმ 50 ათასი ხელმოწერა სჭირდებათ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ თავმჯდომარეს ლევან გობაძეს ესაუბრა: …

ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ

შპს. „საქართველოს რკინიგზის“  ყოფილ გენერალურ დირექტორს აკაკი ჩხაიძის შსს-მ გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის გარდა,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და  სახელმწიფო ქონების განადგურება – მითვისების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშიც წაუყენა ბრალი. როგორც ჟურნალისტებს შს სამინისტროში აცნობეს, საუბარი ეხება შს საგამოძიებო ორგანოებში, საექსპლუატაციოდ ვარგისი 996 ვაგონის დაჭრისა და ამ გზით 4 403 599 ლარის მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის …

რუსეთის ბაზაში ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია

როგორც ცნობილია, ბათუმში დისლოცირებული მე-12 რუსულ ბაზაში ხელშეკრულებით მომუშავე ქართველი ჯარისკაცები რუსეთში გაჰყავთ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ ეს მისთვის სარისკოა. თუმცა, ამ ცვლილების შესახებ რაც იცოდა, ყველაფერი გაგვანდო და საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობით გულნატკენმა დასძინა: იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ აღნიშნულ ბრძანებას: – ორი თვის წინ ჩამოვიდა …

Exit mobile version