აჭარაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბათუმელთა ოჯახებში კვლავ გამოჩნდნენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები. შობა-ახალწელს მშვიდობიანად შეგებებულ-გამოვლილი ადამიანების სიმყუდროვე, აღწერის მომდევნო ეტაპის მიმდინარეობით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უნიკალურ დონეზე თითქმის აგერ-ახლა აღწერილ ადამიანებს, პირადობის მოწმობების ხელახალმა მოთხოვნამ და ფოტოგრაფირებამ ცოტა-არ იყოს ეჭვებიც გაუჩინა… „გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივნის როსტომ გუნთაიშვილის კომენტარს გთავაზობთ: – ხელახალი აღწერა არ …

მალე აჭარაში ხალხმრავალი გამოსვლები დაიწყება

უკანასკნელ პერიოდში აჭარის ხელისუფლების ოპონირებაში პოლიტიკური პარტიები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ აჭარას“ კარები ყველასათვის ღია ჰქონდა, აჭარის ხელისუფლების შეცვლისა და რეგიონში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრების სურვილით უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მათ შორის გამორჩეული მდგომარეობა „დემოკრატიულმა აჭარამ“ და „ერთიანობის დარბაზმა“ დაიჭირეს. პირველს ედვარდ სურმანიძე ხელმძღვანელობდა. მან „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ინტერესების დასაცავად აჭარიდან …

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

სოფელ წაბლანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 15 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადარჩენილი სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა და ისინი ბათუმისა და მწვანე კონცხის დასასვენებელ სახლებში მოათავსა. მაშინ ზემოაჭარის მცხოვრებლებზე უზარმაზარი კრედიტი გამოიყო, მაგრამ ეს დახმარება მთავარ დაზარალებულებს არ შეხებიათ. „გაზეთ ბათუმელებს“ მწვანე კონცხზე მცხოვრებმა წაბლანელმა პენსიონერმა ნიაზ შაინიძემ …

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“

ამ ეტაპზე აჭარა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, შესაბამისად, იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კურსის გამტარებლები არიან. სულ ახლახანს ბათუმში შეიქმნა ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“, რომელსაც ორი დევიზი აქვს: „მტერს მტრულად დავხვდებით, მოყვარეს მოყვრულად შევეგებებით“ და „მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი პოლიტიკურ ძალებთან არ გააჩნიათ: „ჩვენ არავისგან …

ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის. ერთ-ერთი კანონი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ეხება. დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ქონება ბიუჯეტის შევსებაში წაადგება ხელისუფლებას და 2 წლის განმავლობაში დეფიციტი აღარ ექნება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, როცა კორუფცია მძვინვარებს, …

ეპარქიას კიდევ ერთი ეკლესია შეემატა

ბათუმ-სხალთის ეპარქიას კიდევ ერთი სალოცავი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი შეემატება, რომელიც გოროდოკის დასახლებაში შენდება. კომუნისტების პერიოდში ეს შენობა სამხედრო შტაბს ექვემდებარებოდა. დიდი ხნის განმავლობაში, დღის წესრიგში იდგა შენობის ეპარქიისადმი გადაცემის საკითხი. საბოლოოდ, გასულ წელს, აჭარის უზენაესი საბჭოს განკარგულებით სალოცავი ბათუმ-სხალთის ეპარქიას გადაეცა. ტაძრის მშენებლობას დახმარებას უწევს ქალაქის მერია. ამჟამად, მიმდინარეობს ტაძრის სარეკონსტრუქციო და ეკლესიის ეზოში …

ხელისუფლების მიერ კანონების იგნორირება ოპოზიციის შანსებს ზრდის

ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის ეიფორიის ფონზე, გაჩნდა საშიშროება, რომ ახალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიცია ალბათ ნაციონალებისა და დემოკრატების რიგებში შესაძლო განხეთქილების შედეგად გაჩნდება. ეს აზრი ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მუსირებს. თუმცა, სახელისუფლო ძალის გარდა სხვა პარტიის პარლამენტში მოხვედრის აუცილებლობაზე ხელისუფლებაც საუბრობს.  ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათ ოპონირებას მემარჯვენე ძალები გაუწევენ. არადა გაერთიანება ვერც მემარჯვენეებმა მოახერხეს. …

ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება

სახელისუფლო „ტრიუმვირატის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტი მალე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. საქართველოში შემოღებული იქნება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. როგორც წინასწარ ცნობილია, ნანატრ პოსტს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს. ამ ფაქტის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. „არ შეიძლება კონსტიტუცია მორგებული იქნას ერთი ადამიანის ნება-სურვილს“ – განაცხადა მან. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესების დაცვის კავშირის …

დამწვარი შენობის ადგილზე სკვერი აშენდება

1 თებერვალს ბათუმ-სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის იმ ნაწილს, სადაც ცხოვრობდნენ სასულიერო პირები, სასულიერო სემინარიის სტუდენტობა და რამდენიმე ოჯახი, ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ეპარქიის წარმომადგენლის მათე ტაკიძის აზრით დაძველებული ელექტროსადენებია. „სხვა მიზეზი არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია უნიკალური ბიბლიოთეკის განადგურების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. დამწვარია წიგნების ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ იქ მცხოვრებთ. ასევე, დაიწვა ხატების …

მედიის მხარდამჭერი აქცია თბილისში

„არის მომენტები, როცა სხვადასხვა, კონკურენტი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა ერთად დგომა უბრალო სოლიდარობის, მეტიც აუცილებლობის გამო არსებობს“ – მიიჩნევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტთა ის ნაწილი, ვინც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მიზეზი, ბოლო დროს აჭარაში მას-მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გახდა. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ამ გარემოების გამო აშკარა შეშფოთებას გამოთქვამენ და როგორც ავტონომიის …

რა მისია აკისრია რუსეთის ჯარს აბაშიძის პოლიტიკაში

ბათუმი, გარდა იმისა, რომ გაძლიერებულია ქალაქის ქუჩებში პატრულირება, ბოლო რამდენიმე დღეა, სამხედრო ვერტმფრენებითაც კონტროლდება. ეს, საერთო სტაბილურობისათვის შეიძლება აუცილებელიც იყოს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, ადამიანების საერთო ნერვულ სისტემაზე ნეგატიურად რომ აისახება, ფაქტია. სხვა-თაშორის, არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მტკიცებას არა, მაგრამ ახსნა-განმარტებას მაინც საჭიროებენ. ასეთ ახსნა-განმარტებას კი დღეს დალაგებულად ვერავინ იძლევა… როგორც ცნობილია, რუსეთი, თავისი ჯარის საქართველოდან …

ქონების ჩამორთმევა სარფში

რამდენიმე წლის წინ აჭარის ხელისუფლებამ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე არსებული უსახური ნაგებობები აიღო. მაშინ ბევრი კაფე-ბარი დაანგრიეს და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ზოგიერთმა ოჯახმა დაზოგილი თანხებით აამოქმედა აღნიშნული ტიპის დაწესებულება და ისე დაუნგრიეს, არანაირი კომპნსაცია მათთვის არ მიუციათ. სოფელ კახაბერის მკვიდრი ჯემალ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია. მას ადლიის საბაჟო ტერმინალთან პატარა კაფე-ბარი ჰქონდა, …

კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა ბათუმში

გასულ კვირას საზარელი მკვლელობა მოხდა. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქ.#40ა-ში მცხოვრები ბადრი დიასამიძე და მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა მის მამას ჯებრაელ დიასამიძეს, რომელიც მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მამა ამ თავდასხმის შემდეგ გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და არ იძლევა დაკითხვის საშუალებას. რა …

პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან

ხელვაჩაურის რაიონის პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან. მიზეზად პედაგოგებისათვის დაპირებული 30%-იანი დანამატის გაუცემლობა სახელდება. 30%-იანი დანამატის ერთჯერადი გაცემა 2004 წლის იანვრის ხელფასზე მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თანხები საკმარისი აღარ არის. „გვპირდებოდნენ, რომ 2003 წლის დანამატსაც მივიღებდით“, – აცხადებენ პედაგოგები და იქვე დასძენენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა. ხელვაჩაურის რაიონის საბიუჯეტო სამსახურის მთავარი ბუღალტერი ნანა …

გარემოვაჭრეებს ბათუმშიც დაერივნენ

ბაზრის პოლიციელების აზრით, მოვაჭრეებს ბაზარში შესვლა არ უნდათ – „ცარიელი ადგილები არის, მაგრამ გარეთ დგომა ურჩევნიათ. შიგნით 1 ლარია გადასახადი, გარეთ – არა. გარეთ კლიენტებიც უფრო მეტია“. ამ დღეებში წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები მე-9 მიკრორაიონის პოლიციამ გააფრთხილა, გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე მათ ადგილის გამოყოფასაც დაპირდნენ. გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, შეაშფოთა მიღებულმა ბრძანებამ და დაიწყო მოთქმაც „შვილებს …

აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები

ბათუმში „კმარას“ პროკლამაციები, დღისით-მზისით თუ ბევრს ქალაქის ქუჩებში არ უნახავს, ურნებს, რომლებიც „კმარელებისთვისაა“ განკუთვნილი, ყველა შეამჩნევდა. შეამჩნევდა აგრეთვე სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ქუჩებშია გამოკრული, მათ შორის ასეთი შინაარსისაც „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“. სწორედ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მოხდება და რომლის წევრებსაც ეკუთვნით აღნიშნული ურნების დადგმისა, თუ წარწერების გამოკვრის ინიციატივა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, …

„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა

„კმარას“ დევნა-შევიწროება აჭარის ძალოვანებისთვის პრიორიტეტული რომ აღარაა, ეს თვალნათლივ ჩანს. მათ აღარ სდევნიან. ბათუმში 3 თებერვალს ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივისტებმა საჯაროდ გახსნეს ოფისი, რომლის წინაც ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, „კმარას“ დროშაც გამოფინეს.   გუშინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დროშის ჩამოგლეჯა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ მუქარას დასჯერდნენ: „ასი კაცით დავბრუნდებით და დაგარბევთო“. მიუხედავად ამისა, „კმარას შტაბბინა“ გუშინ …

ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს. თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა,  თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს,  რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე. ამასთან,  როგორც ასანიძე …

ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს. დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას …

როდის გავა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მოლაპარაკებებზე არ განხილულა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესაძლო დაფინანსების საკითხები, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან. როგორც სერგეი ივანოვმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მხარე თვლის, რომ „სტამბულის ყველა შეთანხმება, რომლებიც რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სამიტზე აიღო, შესრულებულია“. ამ შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ქართულ მხარეს …

„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“

მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ვიზიტმა აქაური „კმარელები“ ერთგვარად გამოაცოცხლა. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა და არაორგანიზებულმა ჯგუფმა, ძალისმიერ „შავრაზმულ კატაკლიზმებს“ ვერ გაუძლო და სტიქიურად დაიშალა. დღეს ორი საათისთვის „კმარას“ ორმოცდაათამდე აქტივისტი ისევ შეიკრიბა და „კმარასა“ და საქართველოს დროშებით ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი სხვადასხვა შინაარსის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ: „კმარა უმოქმედება“, „კმარა დიქტატურა“, „დემოკრატია და თავისუფლება აჭარის მოსახლეობას“. ცოტა ხნით …

სტრასბურგში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა აღიმართა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა – ხუთჯვრიანი დროშა აღმართა. დროშის აღმართვის ცერემონიის დროს მიხეილ სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა – საქართველოში გასული წლის ნოემბერში განხორციელებული „ხავერდოვანი რევოლუციის“ სიმბოლო. როგორც პრეზიდენტმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ისტორიული მომენტია, სტრასბურგში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა ნიშნავს ქართული ხალხის უფლებას იწოდებოდეს უძველეს ქრისტიანულ და ევროპელ ერად. …

ჯემალ ინაიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთ ლიდერი, ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ ინაიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, რაც მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი აქტიურობა „ჩვენი აჭარის“ ეგიდით, რომელიც აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვს, უკმაყოფილებას იწვევს. ინაიშვილი აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს მოქმედებას აჭარაში დემოკრატიის დამყარებამდე. …

ხელისუფლება დაინტერესებულია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენით

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში ბევრად მეტი იყო, ამჟამად კი მხოლოდ მიახლოებითი ციფრი არსებობს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული, ამიტომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებამ საშუალება მისცა მოსახლეობას გაევლოთ წინასწარი რეგისტრაცია. მისი თქმით, …

რისთვის ემზადება აჭარა?

შს მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობაში ცრემლსადენი და მომწამლავი გაზი,  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რიგდება. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, ამგვარი ქმედებების არანაირი საჭიროება არ არსებობს და, ბუნებრივია, ხელისუფლება იქ სისხლისღვრას და ძალადობრივ ქმედებებს არ დაუშვებს. თუ აჭარის მოსახლეობა გადაწყვეტს შეცვალოს ხელისუფლება, ის ამას მშვიდობიანი მეთოდებითა …

საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ამბიცია ევროკავშირში გაერთიანებაა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა მიმართვა, რომ „სცნონ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში“. სააკაშვილის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ იყო ქვეყნის „პირდაპირი მანიფესტაცია ევროპული ფასეულობის და ლიბერალური დემოკრატიის, რაც საქართველოს თვითმყოფადობის და კულტურის საფუძველს …

თამარ გუდავა დარბევის შესახებ წინასწარ გვაფრთხილებს

„გაზეთმა ბათუმელებმა“ 26 იანვარს, რედაქციაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელთა წინაშე თავიანთი პროტესტი, ბოლო დროს აჭარაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევათა გამო, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რედაქციის თანამშრომლებისდმი განხორციელებული ზეწოლის გამო. იმავე დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ, პრესკონფერენცია გამართა. როგორც გაირკვა, პრესკონფერენციის მოწვევის მიზეზი ჩვენი რედაქციის მიერ გაკეთებული მიმართვა გამხდარა. „გაზეთი ბათუმელები“ მიესალმებოდა კიდეც …

ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა

  25 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქალაქ ბათუმში სამხედრო აღლუმის მიღებისა და ქალაქის დატოვების შემდეგ, მოეწყო პრეზიდენტის მხარდამჭერთა მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია, რომელმაც მოგვიანებით მიტინგის სახე მიიღო. მშვიდობიან მიტინგს დასაშლელად ე.წ. „სპეცრაზმი“ შეესია და მომიტინგეები დაარბია. მიუხედავად ამისა, მომიტინგეებმა გააგრძელეს ქალაქის ქუჩებში მსვლელობა. „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის მოხდის მიზნით, ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. მიტინგის  დარბევის …

აბაშიძემ ნაცემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ერაყში რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები. „თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და …

რა დარღვევებია ბათუმის მესამე საპყრობილეში

ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი რამოდენიმე პატიმარი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისაგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას იუსტიციის მინისტრის დავალებით ბათუმის საპყრობილეში ინსპექცირებისათვის იყო მივლინებული. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ,  ასეთი შემოწმება ბათუმის საპყრობილეში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. თოფურიძის …

რისთვის მიდიოდა დიასამიძე ბათუმიდან

პოსტაბაშიძისეული პერიოდისთვის გამალებული სამზადისი მიმდინარეობს. „ჩვენი აჭარას“ დამფუძნებელი თამაზ დიასამიძე აქტიურად ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. მან საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე სარჩელი შეიტანა. ახლახანს კი, როცა „დემოკრატიული აჭარას“ დასაფუძნებლად სურმანიძემ ხალხი თბილისში გაიხმო, დიასამიძემ ვარდებით მსვლელობა მოაწყო ჩოლოქზე. „ჩოლოქის ხერგილის გახსნასთან დაკავშირებით სიმბოლური მსვლელობა მოვაწყეთ. გადავედით ჩოლოქზე, მოვბრუნდით უკან და შემხვედრს ვარდები დავურიგეთ“ განაცხადა …

რისთვის უპირებენ სმირბას ანგარიშსწორებას

საქართველოს პარლამენტის წევრის, ასლან სმირბას სახლს დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა ესროლეს. კულუარული ინფორმაციით, ეს განაპირობა სმირბას „ნაციონალებთან“ ჩახუტებამ, თუ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. სმირბაზე ანგარიშსწორების (საუბრობდნენ ლიკვიდაციაზე) შესახებ ინფორმაციები კულუარებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ასლან სმირბამ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ იცის და ფერიაში, საკუთარ სახლშია ჩაკეტილი. რა ანგარიშსწორებაზეა საუბარი? – ამის შესახებ ოფიციალურად …

მწერალთა ერთი ჯგუფი „ჩაყლაპულ მზეს“ ნატრულობს

რამდენიმე დღის წინ, მწერალთა გარკვეული ნაწილი განსხვავებული  პოზიციის დასაფიქსირებლად მწერალთა კავშირის წინ შეიკრიბა. მათი მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც უცვლელი იყო, გადადგეს აბაშიძე და აჭარაში შეიქმნას დემოკრატიული სივრცე. სააკაშვილს კი მოუწოდებენ, რომ ძველი ხელისუფლების მსგავსად აბაშიძესთან გარიგებებზე არ წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პრეზიდენტის იმიჯის შელახვას წინასწარმეტყველებენ და ამბობენ, რომ მას ვარდების რევოლუცია აღარ უშველის. „გაზეთი ბათუმელები“ რამდენიმე …

„ვინ ფიქრობს დღე და ღამე ჩვენზე?!“

პრეზიდენტის ინაუგურაციის წინადღით, „აღორძინების“ მხარდამჭერები ბათუმის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ვინ იცის უკვე მერამდენედ შეახსენეს ერთმანეთს, რომ აბაშიძე აჭარის გადამრჩენია. რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა შეძახილები – „ვინ მოგვიტანა მშვიდობა, ვინ ფიქრობს დღე და ღამე ჩვენთვის, ვინ დაგვირგო პალმა! და ა.შ“. მომიტინგეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს „სოროსის ბნელი საქმეები“, „ცდები ქართველ ერზე“ და ხალხს მოუწოდეს, რომ სოროსის …

მეთაური ქვეშევრდომებით უკმაყოფილოა

დღეს აჭარის მეთაურთან არსებული მთავარი საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულების საკითხი იდგა. ასლან აბაშიძემ მკაცრი შეფასება მისცა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებს. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად ვერ ასახავს რეალობას. განსაკუთრებული უკმაყოფილება ბათუმის საგადასახადო სამსახურის მიმართ გამოხატა. მისი განცხადებით, დაუშვებელია, რომ ბათუმს ასეთი მაჩვენებელი ჰქონდეს. „დეკემბრის თვეში თუ …

დღეს მოსალოდნელ დესტაბილიზაციას გადავურჩით

დღევანდელი დღე ბათუმში ვერტმფრენების გუგუნის ხმაზე გათენდა. სამხედრო ვერტმფრენები ქალაქის თავზე თითქმის მთელი დღის განმავლობაში დაფრენდენ. პარალელურად, ყოფილი უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიასთან კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები გამოჩნდა, თუმცა, ჯარისკაცები ავტომანქანებიდან არ გადმოსულან. დილის 11 საათისთვის სამხედრო ავტომანქანები ჯარისკაცებთან ერთად ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარდა, ისინი ხ-ნძარსაწინააღმდეგო მანქანებით ჩაანაცვლეს. აჭარის მეთაურის რეზიდენციის წინ კი ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ქალაქში …

Exit mobile version