პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და პროტესტის ნიშნად ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ ათევენ. დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას. პარლამენტის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. შესაბამისად, 25 ნოემბერს შეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, მოწყობილია სცენა, საიდანაც საპროტესტო …

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს

ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ აგრძელებს – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. მშენებლობის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია არც მშენებლობას აჩერებს და პროექტის საზღვრებსაც გასცდა. მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის …

სოციალისტური რევოლუცია ბათუმიდან დაიწყო | 119 წელი 9 მარტის შემდეგ

ავტორი: შოთა გუჯაბიძე მეოცე საუკუნე დაიწყო. ბათუმის ძირითად ნაწილს ნავთის ქარხნის მუშები შეადგენენ. მუშები ბათუმის შორიახლოდან ჩამოდიოდნენ, გურიიდან და აჭარიდან. თუმცა უფრო შორიდანაც ეტანებოდნენ ბათუმს საშოვარზე. მოდიოდნენ ხანაც ლუკმა-პურის, ხანაც უფრო დიდის იმედით. ცრემლმორეული ტოვებდნენ ოჯახებს, სახლ-კარს, მევალეებს. გახდებოდნენ აქ რომელიმე ქარხნის მუშა, გადაუბრუნებდა ტვინს რომელიმე მარქსისტი, რომელსაც უკვე გადაბრუნებული ჰქონდა სხვა მარქსისტისგან. დაიჭერდა მერე …

არჩილ ჩიქოვანმა ყოფილი პოლიციელი და თავისი მეგობარი მერიაში მონიტორად დანიშნა

ბათუმის მერიას ახალი თანამდებობის პირი ჰყავს, რომელიც ვიცე-მერის კაბინეტში მუშაობს, მას მონიტორის ფუნქცია აქვს. მერიაში ზუსტად არ განგვიმარტეს, რა მიმართულებები უნდა აკონტროლოს ახალმა თანამშრომელმა, თუმცა არაოფიციალურად ვიცით, რომ გიორგი ხარაზს და მის ორ დამხმარეს ყველას და ყველაფრის კონტროლი ევალებათ. გიორგი ხარაზი ბათუმის მერიაში დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თანაკლასელი …

დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველასთვის უფასოა – გრიპის სეზონი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ის რისკ ჯგუფში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში …

შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აგვისტოს თვეში აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი …

ხანძარი მანთაშევის ქარხანაში

1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ …

თბილისელი არტისტები ფინჯან ყავაზე აჭარელ ბეგთან

პირველი წარმოდგენის გამართვა 12 ივლისს დაიგეგმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასს აფიშები თან არ ჰქონდა წამოღებული, ბათუმში კი სტამბა არ იყო. გამოსავალი მაინც მოიძებნა: „ბათუმში დღესაც ზაფხულობით ქუჩა-ქუჩა დააქვთ ხოლმე ცივი წყაროს წყალი კოკებით ხის ფოთლებში გახვეული, ამას ეძახიან სოუხ-სუს. წყლის დამტარებელი დადის და ჰყვირის: „სოუხ-სუ!“ დავწერეთ რამდენიმე აფიშა სხვილის ხელით და ამ წყლის დამტარებლებს ზურგზე …

ბათუმი და ჭაობი

ქალაქი ზღვით იწყებოდა და რკინიგზის ხაზით მთავრდებოდა. იმას იქით ქვეყნიერების დასასრული იყო. თავი უნდა გადაგედო, პეტერბურგის ქუჩას რომ გადასცდენოდი. ჭაობში დაიხრჩობოდი და თუ არ დაიხრჩობოდი, ან ყაჩაღები მოგკლავდნენ, ანდა გაგძარცვავდნენო, ჰყვება დავით კლდიაშვილი. ყველაზე თავზეხელაღებულები სანადიროდ დადიოდნენ იხვზე, ტახსა და შველზეო. ბათუმი აღარ იყო პორტო-ფრანკო. ქალაქის ძირითადი ნაწილი გაშენებული იყო, განაპირას უკვე იდგა ახალი რკინიგზის …

კნუტ ჰამსუნი ბათუმში

ბათუმში ჩამოსული კნუტ ჰამსუნი ქალაქის ქუჩებში სეირნობს, შედის რესტორნებსა და ბათუმის სავაჭრო დუქნებში. ქალაქის ცხოვრების რიტმი, ჩაცმულობა, მას ამერიკის სამხრეთის შტატებს აგონებს: „სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს – ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ… სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით …

ბათუმში მატარებელი შემოვიდა

1883 წლის 23 მაისს ბათუმი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. ქალაქს მსგავსი ჯერ არაფერი გაეგონა. მთელი ბათუმი ფანჯრებს მიაწყდა. ქალაქი ფეხზე დადგა. მეეზოვეებმა დაგვა შეწყვიტეს, მეფაეტონეებმა აღვირი მოზიდეს და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყეს მზერა. რაღაც ამბავი კი ხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა – რა. ქალაქის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბათუმში მატარებელი შემოვიდა. რკინიგზის შემოყვანა 1878 წელსვე გადაწყდა, როგორც კი …

პარასკევი დღის სტუმარი

ჩვეულებრივ, ელჩი ქალის ოჯახში რომელიმე კარგი, „მაგარი“ დღის – ჯუმა (პარასკევი) ან კვირა საღამოს – მიდიოდა სტუმრად. ვაჟის ოჯახი ელჩად ორივე ოჯახისათვის პატივსაცემ პიროვნებას არჩევდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, ჯერ ერთი, ქალის ოჯახს ასეთი ელჩისათვის უარის თქმა გაუჭირდებოდა და მეორეც, მის ნათქვამს დაეჯერებოდა. და მაინც, ქალის ოჯახში მისულ ელჩს პირველ ჯერზე თანხმობას არ მისცემდნენ – …

შაგანე

28 დეკემბრის ღამეს ბათუმისთვის უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა. ეს ის ღამეა, თოვლმა „რკინის თეატრი“ რომ დაანგრია. დილით ესენინმა ციგით მიაკითხა შაგანეს და სასეირნოდ წაიყვანა. აქ უკვე მასპინძლად გრძნობდა თავს ჩრდილოელი, თოვლით და ციგით სტუმარი აღარ ეთქმოდა. ძალიან მხიარული იყო, თითქმის მახინჯაურამდე ჩავიდნენ, მაგრამ დაიღალა, ციგაზე ჩამოუჯდა შაგანეს და დიდხანს და მძიმედ სუნთქავდა. მერე შაგანე გახდა …

ხანძარი მანთაშევის ქარხანაში

1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ …

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – სამი ავარია ბათუმში

წუხელ, ხელვაჩაურის გზატკეცილზე ავტომანქანა, რომლითაც სამი მამაკაცი გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში მოყვა. ერთი მათგანი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორეს სხვადასხვა მოტეხილობა აქვს. დღეს  დილით ავტომანქანა ზებრაზე შეეჯახა ფეხით მოსიარულეს ბათუმში. სასწრაფოს ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. გარდა ამისა, დღესვე ჯიპის მარკის ავტომანქანა საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა ბათუმში. …

კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა იმ ადგილზე სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არგასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ …

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით გახორციელდა, თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის …

1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით

ავტორი: ფრიდონ ქარდავა, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ბათუმში 1921 წლის მარტში. უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში იყო გადმოხვეწილი და ერთის მხრივ ქემალისტური თურქეთის ემისართა ხრიკებსა და აშკარა აგრესიას უმკლავდებოდა, მეორეს მხრივ კი ცდილობდა საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი …

თბილისის სტუდენტების გამოხმაურება აჭარაში უფლებების დარღვევებზე

ბოლო დროს მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარაში განვითარებული მოვლენები. რეგიონში ადამიანების უფლებების სისტემატურმა დარღვევამ თბილისელ სტუდენტებში გამოხმაურება ჰპოვა. ამასთან დაკავშირებით 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალშექმნილი “სტუდენტური მოძრაობა თავისუფალი აჭარისთვის” მოითხოვს შეწყდეს თავისუფალი სიტყვის …

უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა

„საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ სამშაბათიდან 100 მეგავატით გაზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. როგორც ჟურნალისტებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცნობეს, დღეისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა 300 მეგავატს შეადგენს. იმპორტის მოცულობის გაზრდის საფუძველი გახდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის წერილობითი თხოვნა რუსული მხარისადმი. 300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მოცულობა 250 მეგავატამდე შემცირდება. …

პედაგოგები შიშით დაიღალნენ

ბათუმელ პედაგოგთა სოლიდური ნაწილი, გუშინ ღიად გამოვიდა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის მქონე ბათუმის საშუალო სკოლების მასწავლებლები ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისში შეიკრიბნენ და საპროტესტო განცხადება გააკეთეს. „ჩვენ, ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარას“ მხარდამჭერი პედაგოგები, გამოვხატავთ უდიდეს აღშფოთებასა და პროტესტს იმის გამო, რომ აჭარის ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორსა და ძალის დემონსტრაციას. იმ …

სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება

გონიოს სამხედრო პოლიგონზე ვადაგასული ჭურვების აფეთქება კვლავ გრძელდება. რამდენიმე თვის წინ, აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებთა სახლებზე ჩამტვრეული მინების (რომელიც გონიოს საკრებულომ აღრიცხა) სანაცვლოდ – ახალი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიღო. დანარჩენები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილი მინები საკრებულომ გაყიდა. „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ კახიძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამხედროებისაგან 150 კვ. …

რატომ დააპატიმრეს ჯელალ ქიქავა?

ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებების სერია გრძელდება. 20 თებერვალს  დემოკრატიული აჭარის  ბათუმის ოფისის ლიდერს ჯელალ ქიქავას აკავებენ. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და ხულიგნობა ედება. ჯელალ ქიქავას მამა იზეთ ქიქავა „აღორძინების“ მხარდამჭერების გააფთრებულ შეტევას მის საცხოვრებელ სახლზე, ასლან აბაშიძის პერსონას უკავშირებს: „მე და ასლანი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობა და ყრმობა ერთად გვაქვს გატარებული. აბაშიძეების ოჯახთან ყოველთვის კარგი …

ვინ გაიტაცა ავთანდილ დარჩია

პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება. 22 თებერვალს „ჩვენი აჭარას“ ოფისიდან მოტყუებით გაჰყავთ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და სასტიკად სცემენ. პარალელურად ხანძარი ჩნდება აღნიშნული პარტიის ოფისში, სადაც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები განადგურდა. ორი დღით ადრე კი პოლიციამ ჩაამტვრია ჩაკეტილი კარი და აღნიშნული ოფისი გაჩხრიკა. სამართალდამცავები იქ „ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ იარაღს ეძებდნენ, თუმცა …

„კმარა“ ახალი დაუმორჩილებლობით იმუქრება

„პრეზიდენტს ვთხოვთ, ყველა დანაშაულისათვის პასუხი მოსთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ვთხოვთ ყველას, ვინც უფლებამოსილია, მიმდინარე მოვლენებზე მოახდინონ რეაგირება“, – მოითხოვს „კმარას“  ბათუმელი აქტივისტები და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ტოტალური დაუმორჩილებლობის მოწოდებით იმუქრებიან. „გამოდის, რომ ჩვენ ყველაფერს ტყუილად ვეწირებით, პრეზიდენტმაც უნდა მიიღოს რაღაც ზომები“, – ასე ამბობენ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დამალული იმედგაცრუებული „კმარას“ აქტივისტები. 20 თებერვალს „აღორძინების“ მხარდამჭერები მათ …

საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია

ცენტრსა და რეგიონს შორის ფინანსური ურთიერთობების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური მუშა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთ პრობლემატურ საკითხს ჭარბი შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც ადრე მთლიანად ავტონომიის ბიუჯეტში რჩებოდა. ამჯერად კი, როგორც აჭარის არ ფინანსთა მინისტრმა იაშა ჩავლეიშვილმა „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, ის ნორმატივები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაშვებული აჭარაზე, …

აქცია „ომეგას“ მხარდასაჭერად

აჭარის ტელევიზიასთან „ომეგას“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. „აჭარაში აკრედიტებული ტელეკომპანია „იბერიიისა“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ კორესპოდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დაგვეცვა მათი ჟურნალისტური უფლებები. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კოლეგების გვერდით დავმდგარიყავით, რადგან შესაძლოა ამ მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდეთ, – ამბობს გაზეთ „აჭარა P.შ“-ის ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი და იქვე დასძენს, – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მასმედიის მიმართ იქონიოს  ფაქიზი დამოკიდებულება. …

მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა ახლადჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების მზაობა შექმნას და იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამავე წლის დეკემბერში ბათუმის უნივერსიტეტში ასლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დაადასტურა ის აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობას სურს აჭარა იხილოს უფრო აქტიურად ჩართული საერთო, ქართულ პროცესებში, კერძოდ, სიტყვისა და …

რა საქმეებს დაუდებენ ექსპრეზიდენტის სიძეს პროკურატურაში

გენერალური პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიზნესმენს გია ჯოხთაბერიძის [ედუარდ შევარდნაძის სიძე] დაკავება გამოიწვია მისმა საეჭვო საქციელმა, კერძოდ მას აკრძალული ჰქონდა საქართველოს დატოვება. მიუხედავად ამისა, ჯოხთაბერიძემ აეროპორტის სამთავრობო გასასვლელით ისარგებლა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და უპრობლემოდ დაჯდა აირზენას კუთვნილ თვითმფრინავში. სამართალდამცავებმა მისი ქმედება გაქცევის მცდელობად შეაფასეს და ჯოხთაბერიძეს მოსთხოვეს ლაინერის დატოვება. იგი ამ მოთხოვნას არ …

თბილისში აბაშიძის მხარდამჭერები დააკავეს

12-კაციანი ჯგუფი თავისი აზრის დასაფიქსირებლად თბილისში ჩავიდა და იქედან, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც თავად აცხადებდნენ – გადაწყვეტილი ჰქონდათ „ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის“ და ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად გზები ერთობლივად დაესახათ. „ყველა რევოლუციას თითო ავტონომია შეეწირა. აჭარის დაკარგვის საშიშროებასაც ქმნიან. ყოველგვარი მოწოდება „ძირს აბაშიძე“, „ძირს სააკაშვილი“ უკანონოა… რა ჯობს ახალგაზრდების …

ბერძენიშვილსა და ჟვანიას აბაშიძის რეჟიმი აერთიანებს

ზურაბ ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადებით ის, ვინც მის შესახებ „ამ ბოლო პერიოდში გესლიან განცხადებებს აკეთებდა, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება“. იგი მათგან ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს. ჟვანიამ პირველ რიგში მინიშნება დავით ბერძენიშვილზე გააკეთა. არსებობს თუ არა დავით ბერძენიშვილის სიიდან ამოვღების შესაძლებლობა? – „გაზეთი ბათუმელები“ დავით ბერძენიშვილს ესაუბრება: ეს არა მხოლოდ მინიშნება იყო, არამედ პირდაპირ დამასახელა კიდეც. …

ეროსი კიწმარიშვილს დაუფასეს – სავაჭრო პალატაში გადაიყვანეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ პალატის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომაზე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აირჩიეს. კიწმარიშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი იყო, ვინაიდან ორშაბათს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი გეგეშიძემ მოხსნა. ეროსი კიწმარიშვილი პირადად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. მისი თქმით, კიწმარიშვილის წარდგენის საქმეში მთავარი როლი ითამაშა იმ ფაქტმა,  რომ იგი არის ენერგიული, თანამედროვე …

როდის გვექნება შუქი უფასოდ

აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი. როგორც …

„ქოლგიანი დელფინი“ ავტორს აღარ მოსწონს

ბათუმის სანაპიროსთან დელფინები ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მათ არც დელფინარიუმში „სწყალობენ“ და ბათუმის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინიც ცოცხლების გზას გაუყენეს. „გაზეთი ბათუმელები“ ემბლემის ავტორს ავთო ლომაძეს ესაუბრა. ბატონო ავთო, როგორ გაჩნდა ბათუმის ემბლემად ქოლგიანი დელფინის იდეა? 80-იან წლებში ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი ვიყავი. ჟურნალის ემბლემაზე მუშაობისას, ერთ-ერთ ვარიანტად რედაქტორს  დელფინი ჰქონდა. ალი სამსონია წვიმის მოყვარული იყო. წვიმაზე …

Exit mobile version