Batumelebi | ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის – Batumelebi
RU | GE  

ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ცეცხლაურში N2 საჯარო სკოლა გაიხსნა. ცეცხლაურში სკოლა 1952 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა იგი  არატიპიურ სკოლის ნაგებობას წარმოადგენდა, რადგან თავიდანვე საავადმყოფოსთვის იყო აშენებული. ცეცხლაურში ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. 

 
 
 
სკოლის ახალი, 2 სართულიანი შენობა, შიდა სპორტული დარბაზით, 9 საკლასო ოთახით, ასევე კომპიუტერების ოთახითა და ბიბლიოთეკით – 200 მოსწავლეზეა გათვლილი.
 
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო – “შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლას გადაეცა საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარი”.
 
 
სკოლაში სწავლობს 90 მოსწავლე და დასაქმებულია 16 პედაგოგი.
 
 
 
 
ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლაში 18 პირველკლასელია, დღეს ყველა მათგანს საჩუქრად “ბუკი” გადაეცა.
 
 
სკოლის სამშენებლო სამუშაოები შპს “ამაგმა” აწარმოა.  სამუშაოების ღირებულება 450 000 ლარი იყო. 
 
 
სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარისჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"