Batumelebi | წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში – Batumelebi
RU | GE  

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში

 

სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

 

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „წყალკანალ რემშენი“ აწარმოებს, ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარია გათვალისწინებული.


ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"