2015 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 43 კომპანია დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია გამგეობამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის გაატარა. გარდა ჯარიმისა, ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წელს ხულოს გამგეობამ ორ კომპანიასთან შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი ორივე კომპანია შავ სიაში გადაიყვანა. კომპანიების ჯარიმის საერთო რაოდენობამ გასულ წელს ხულოში 85 866 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე „ბაჩი ბოლქვაძე“ შესყიდვების ეროვნული …
Category Archives: მთიანი აჭარა
გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია
დღეს, 10 მარტს ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, – ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი …
Continue reading “გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია”
ქედის გამგეობა ამბულატორიებისთვის ავტომობილებს შეისყიდის
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველი მაისისა და მერისის ამბულატორიებისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილების შესასყიდად ტენდერი პირველ მარტს 54 000 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქედის გამგეობას 2015-2016 წელში გამოშვებული და ექსპლუატაციაში არ მყოფი, ბენზინზე მომუშავე, თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და განბაჟებული ავტომობილი უნდა შეუსყიდოს. ავტომობილები სპეციალური ხმოვანი საყვირით, ციმციმათი, სტანდარტული დამონტაჟებული საკაცითა და სამედიცინო ჩანთით უნდა იყოს …
Continue reading “ქედის გამგეობა ამბულატორიებისთვის ავტომობილებს შეისყიდის”
920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …
Continue reading “920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის”
უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს
ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩოგბურთის კორტისა და …
Continue reading “უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს”
აგრობარათების დარიგება დაიწყო
აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ. „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს …
შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა
დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა. კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. „ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი …
Continue reading “შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა”
ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს
ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანი გუგუნავას საპატიო ბათუმელის წოდება ბათუმში განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა, ხოლო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ამირან კახიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური სკოლის დაფუძნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურისა …
Continue reading “ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს”
დისკუსია: მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში
2 მარტს სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში გაიამართა მორიგი დისკუსია თემაზე – მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში. დისკუსიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია ზუხუბაია უძღვებოდა. შეხვედრაზე მოსაზრებები გამოთქვეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც. განხილვის თემა – მშობლებისა და შვილების ურთიერთობა და არჩევანის თავისუფლება იყო. დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ნედი (NED).
ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]
ქედის კულტურის ცენტრში პირველ მარტს ქედელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე თერთმეტი მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. ლაშა აბაშიძე, მხატვარი: „დიდი ხანია ვხატავ, თუმცა ჩემი შემოქმედებიდან დღემდე გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი იყო წარმოდგენილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ თავი მოვუყარე ნახატებს და წარმოვადგინე, როგორც ნატურმორტი, პეიზაჟი, ასევე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები“. ევა მიქელაძე, მხატვარი: …
Continue reading “ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქედაში [ფოტო]”
მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების პარკის მიმდებარედ, მდინარეების – აჭარისწყლისა და აკავრეთას შესართავთან ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში 1195 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის გაბიონის მოსაწყობად მილიონ 737 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. მშენებლობით სამუშაოებს ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო – 7“ ასრულებს. ქედის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე …
Continue reading “მილიონ 737 000 ლარი ნაპირგამაგრებისთვის ქედაში”
ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები შენდება. მაღალმთიანი აჭარის გეოლოგიურად აქტიური სოფლის მოსახლეობისთვის მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მშენებლობის პროექტი, 5 001 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მილიონ 550 000 ლარი აჭარის მთავრობამ მოსახლეობის მიერ შექმნილ ამხანაგობას უსასყიდლოდ გადასცა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს~ აჭარის მთავრობამ ქალაქ ბათუმში, …
საინფორმაციო შეხვედრა ქალებისთვის ქედაში
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალ – ბიზნესმენთა ასოციაციის „ქალთა ოთახმა“ ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომელიც თვითმართველი ორგანოს სააქტო დარბაზში მოეწყო, ქედის გამგეობასა და აიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბათუმის „ქალთა ოტახის“ კოორდინატორმა ნათია სურმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს ბათუმში არსებულ „ქალთა ოთახში“ მოქმედი სერვისები გააცნო. „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქალებს, არა მარტო ბათუმში, არამედ რეგიონის სხვადასხვა …
თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ
რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …
ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, …
რა ჯიშებით ჩაანაცვლებენ ხულოს კარტოფილს
კარტოფილის კიბოს დაავადების გასაკონტროლებლად სახელმწიფომ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წელს მიიღო და იმავე წელს გავრცელების არეალის დაზუსტება დაიწყო. გასული წლის შემოდგომაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მიწა ლაბორატორიულად შეამოწმა და დაადგინა, რომ მიწა დაავადებულია სოფლებში – დანისპარაულში, დიდაჭარაში, რიყეთსა და ღორჯომში. სააგენტო ამ სოფლებში რეზისტენტული ჯიშების გამოცდას, ხოლო სხვა სოფლებში ნიადაგის შესწავლას გეგმავს. საკარანტინო …
მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს
დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. „ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას …
Continue reading “მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს”
ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახინჯაურში, კირნათში, ფერიასა და ქედქედში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ. „ამ სოფლებში გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ზაფხულში ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. ოთხ სოფელში ბაღების რეაბილიტაციისთვის გასული წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ …
Continue reading “ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია”
გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში”
ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, დაინიშნა. დირექტორის შეცვლასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაშიც: 5 შტატით შემცირდა ადმინისტრაციის შემადგენლობა, რეორგანიზაციის გატარება დაგეგმილია გუნდშიც. ამ დროისთვის კლუბს ხელშეკრულება არც ერთ ფეხბურთელთან არ გაუფორმებია. ვის გაუგრძელდება ხელშეკრულება და ვინ დარჩება თამაშგარეთ, ამას, ადმინისტრაციის განცხადებით, 17 თებერვლამდე ჩატარებული თამაშები განსაზღვრავს. შპს „ქედის …
Continue reading “გამგებლის მოადგილის მამა დირექტორად და სხვა ცვლილებები ქედის “ბეთლემში””
ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა
ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც სასმელი წყლით შპს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს, მრიცხველები დაუმონტაჟეს. თუმცა ქედაში სასმელ წყალზე ჯერ საფასური არ დაუწესებიათ და არც გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულა. „ქედის წყალკანალს” დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე სულ 652 აბონენტი ჰყავს. მათგან 413 აბონენტს მრიცხველი უკვე დაუმონტაჟეს და დანარჩენსაც უახლოეს პერიოდში დაუმონტაჟებენ. მრიცხველების …
Continue reading “ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა”
80-მდე უსახურავო სახლი ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ …
ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა
6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …
შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და …
მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით [რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა] წელს, 767 018 ფერმერი ისარგებლებს. თუმცა, სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ, შესაძლებელია ეს მონაცემი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს. როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ ორი გზით: ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სოფლის …
Continue reading “მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება”
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი
შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე …
Continue reading “როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი”
დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის
დაბა ქედა იმ 28 დასახლების სიაშია, სადაც 2016 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისი ნუსხა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობის ნოტარიუსთა დანიშვნა შესაბამის დასახლებებში. სულ დასანიშნია 30 ნოტარიუსი, აქედან ერთი დაბა ქედაში. დასახლება …
Continue reading “დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის”
50 ათასი ლარი ეკონომია ტენდერებიდან ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში, ტენდერებიდან ეკონომიამ 50 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 იანვრის სხდომაზე, ცვლილება შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების შიდა პროექტის მომზადებას მოხმარდება. ბიუჯეტში შეტანილ პირველ ცვლილებას მხარი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვაჟა ბოლქვაძემ არ დაუჭირა. ქედის ბიუჯეტს ასევე დაემატა …
Continue reading “50 ათასი ლარი ეკონომია ტენდერებიდან ქედაში”
ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში
აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია …
Continue reading “ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში”
დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება
22 იანვრიდან, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას, წყალსადენი სისტემის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სარემონტო სამუშაოები 20 თებერვლამდე დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ოჩხამურის წყალსადენი სისტემის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ცენტრალური სისტემა, სათავე ნაგებობა, შიდა ქსელი, მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა და წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა ნატრიუმის ჰიპოქლორიდისწარმოების დანადგარი. ამ ეტაპისთვის წყალსადენ სისტემაზე …
Continue reading “დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება”
EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის
20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს რაოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხა ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად …
Continue reading “EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის”
გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს
დამნაშავე დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს, თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტში გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ამბობს, რომ პასუხი მასაც მოსთხოვეს – ის სამსახურიდან დაითხოვეს. თემურ აბაშიძის ინფორმაციით ხულოს სასწარაფო დახმარების მძღოლად 11 წელია მუშაობს და ამ დრომდე მას სამსახურში პრობლემები არ შექმნია. 2015 წლის 26 ივნისს კი სამსახურის მანქანა, რომელის მძღოლადაც ის მუშაობდა, ავტოფარეხიდან გაიტაცეს და …
Continue reading “გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი სამსახურიდან დაითხოვეს”
347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში წელს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. სოფელ ოქტომბერში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 15 იანვარს 347 337 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვის სახელნწიფო ვებგვერდის მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება. ტენდერი 5 თებერვალს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ოქტომბერში. სატენდერო პირობების მიხედვით, ქედის …
Continue reading “347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში”
იბიარდი ქობულეთის წყალკანალისთვის სესხის ოდენობას გაზრდის
ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სესხი მთლიანად ხმარდება ,,ქობულეთის წყალანირების პროექტი“-ს მხარდაჭერას, რომელიც ჩოლოქის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას და ახალი ტექნოლოგიით ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სესხის ოდენობა ამჯერად 900 ათასი ევროთი იზრდება. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 3,6 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც 1,5 …
Continue reading “იბიარდი ქობულეთის წყალკანალისთვის სესხის ოდენობას გაზრდის”
სასამართლოს ხელვაჩაურში ორი ახალი მოსამართლე ჰყავს
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარედ ხვიჩა კიკალიშვილი დაინიშნა. მანამდე ხვიჩა კიკალიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. 50 წლის ხვიჩა კიკალიშვილი დაიბადა დედოფლისწყაროში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. პირველად მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას 2006 წელს შეუდგა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. ხელვაჩაურის რაონულ სასამართლოში ასევე მოსამართლედ გაამწესეს ნუგზარ მგელაძეც. 2005-2010 წლებში ნუგზარ მგელაძე რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, პარალელურად კი საადვოკატო …
Continue reading “სასამართლოს ხელვაჩაურში ორი ახალი მოსამართლე ჰყავს”
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა
ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად გაიმართება. საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალი ქობულეთში: 21 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო ზღაპარი “სტუმრად საზღაპრეთში” – კულტურის სახლი 22 დეკემბერი 19:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი 23 დეკემბერი 16:30 სთ – საახალწლო წარმოდგენა პატარებისთვის “ზეიმი მხიარულების კუნძულზე”, ნაძვის ხის ანთება – კულტურის სახლი …
Continue reading “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა”
საახალწლო სამზადისი ქობულეთში
ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე და საახალწლო განათება დაამონტაჟდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად შემუშავებულია საახალწლო პროგრამაც, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ღონისძიებებს – 21 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. საახალწლო ღონისძიებები ინდივიდუალური შემსრულებლების, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდება.