რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს. წინა მოწვევის საბჭომ მთავრობას დაავალა წარმოედგინა ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს 2017 წელს. მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: ბათუმი – 35 000 000 ლარი; ქობულეთი – 20 740 …

„ვითხოვ 108 ლარს, მდიდრისთვის ეს შეიძლება სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა.  ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა. სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია. „დედაჩემი წლებია …

როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის

საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ  თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის …

ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. დიდთოვლობის დროს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ამ წუთებში თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზა იწმინდება ზედა მახუნცეთში. რაც შეეხება საუბნო გზებს, ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 6-მდე ლოკაციაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში, პირობებიდან გამომდინარე დაიწყება გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში გზები ყველა მიმართულებითაა გაწმენდილი, მოძრაობა შესაძლებელია როგორც მაღალი …

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …

ქედაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული თოვლის შემდეგ გამოიდარა, თუმცა სასწავლო პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო შეწყდა მერისის საბავშვო ბაღში, ხოლო გათბობის სისტემის დაზიანების გამო დანდალოს #1 საჯარო სკოლაში. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, დღეს ქედაში ქედაში -4 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.  ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები მახუნცეთისა …

შუახევის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება კვლავ შეფერხებულია

დღეს, 9 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტშიც გამოიდარა, თუმცა გუშინ მოსული დიდი თოვლის გამო შუახევის მაღალმთიან სოფლებში, მათ შორის: „წელათში, მაწყვალთასა და ნაღვარევში მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია სოფელ წაბლანასა და სოფელ ნაღვარევის სკოლებში. „ჩვენ თემის რწმუნებულებთან გვაქვს სატელეფონო კონტაქტი, თუ ვინმე იქნება ისეთი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ გადაყვანას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან კიდევ სხვაგან, …

ხულოში რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია

დღეს, 9 დეკემბერს, ხულოში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისა და გზების მოყინულობის გამო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობა კვლავ შეჩერებულია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ერთ სოფელს, რაქვთას არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, რომლებიც გუშინ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი იყო, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან იწმინდება -„ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცეტრალური მაგისტრალი დილიდან იწმინდება. ხიხაძირის მიმართულებით არის …

კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე. ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ. „ინგლისური ენის გამოცდაში …

გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს  ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

როგორ გაანაწილებს ფულს მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიან აჭარაში 2017 წელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი – 9 მილიონ 016 500 ლარი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება ქედას, გეგმით აქ 8 მილიონ 049 400 ლარია გათვალისწინებული, ხოლო შუახევში – 8 მილიონ 177 ლარი. აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტები მომავალ წელს ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებ თანხას ჯანდაცვაზე დახარჯავენ. ქედა ქედის მუნიციპალიტეტი 2017 წელს …

მოხალისეები მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად

როგორ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაცია შინ მოვლის პროგრამის ქედაში განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნული ფონდი“ ქედის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. რა კრიტერიუმებით შეარჩევს არასამთავრობო ბენეფიციარებს და რა მომსახურებას შესთავაზებს მათ? – „ბათუმელები“ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ავალიანს ესაუბრა. ნინო, ვინ იქნებიან პროგრამის ბენეფიციარები ქედაში და რა კრიტერიუმით შეარჩევთ მათ? „შინ მოვლის“ პროგრამაზე 2011 წლიდან …

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს. პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ …

ხულოში 65 ათას ლარად 80 სანაგვე კონტეინერს შეისყიდიან

ევროსტანდარტის შესაბამისი, ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული [ცხლად მოთუთიებული] ფოლადისგან; კონტეინერები უნდა იყოს დანომრილი მიყოლებითი ნომერაციით და უნდა იყოს წარწერით „ხულოს მუნიციპალიტეტი“, 5–6 სანტიმეტრიანი ასოებით; კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით – ამ და სხვა პირობებით გამოაცხადა 80 სანაგვე კონტეინერის შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა. საწყისი სატენდერო ღირებულებაა 65 ათასი ლარი. გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს კონტეინერები …

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა. სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ …

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” [ფოტო]

  დღეს ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში 2016″ იმართება. სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები ამ წუთებში ქედის გამარჯვების პარკში იმართება. დღეს საპატიო ქედელის სტატუსი მიენიჭა  ბიბლიოთეკარს, პედაგოგს და ფრიდლნ ხალვაშის სახლმუზეუმის დირექტორს – ზურიეთ ბერიძეს, ექიმ-გინეკოლოგ მარინა პოლიაკოვას, გაზეთ “აჭარის” კორესპოდენტს ჟურნალისტ ოთარ ცინარიძეს, ისტორიკოს პუბლიცისტს შალვა აბაშიძეს და საგზაო ინჟინერს ვახტანგ ბერიძეს. თამბაქოს საჭრელი კაიმაღის გამოხდა სეფერატორიდან

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას 100 000 დოლარით აფინანსებს

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია „გოდერძის“ ალპური ბაღის განვითარებას 100 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გასულ კვირას მოაწერეს. საქართველოში წარმოდგენილ ბოტანიკურ ბაღებს შორის (თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი, ზუგდიდი) კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დღემდე მხოლოდ ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღს გააჩნდა ალპური ბაღი. აქ ალპურ მცენარეთა 1200-მდე სახეობა …

ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა  ექსპროპრიაციის უფლება ქედის რაიონის სოფელ კორომხეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქემალ და ჟუჟუნა ჯაბნიძეების საკუთრებაშია. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნაკვეთის მთლიანი ფართობი 5000 კვ/მ-ია, თუმცა საექსპროპრიაციო ფართობი აქედან არის 35 კვ.მ. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ …

120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს. ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი …

ქობულეთის გამგებელი ქალაქის წყალმომარაგების საკითხს გამოეხმაურა

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა.   ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით „ტრანსფორმატორის დაზიანების გამო ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგებას პრობლემა არ შექმნია. პირდაპირი შესყიდვის წესით სატრანსფორმატორო ზეთის შესყიდვა კი შპს „ქობულეთის წყალმა“ მოითხოვა მხოლოდ იმის გამო, რომ სარეზერვო ტრანსფორმატორი იყოს მუშა მდგომარეობაში, სამომავლოდ, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე

ქალაქი ქობულეთი 60 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის გამო უწყვეტი წყალმომარაგების გარშეა დარჩენილი. შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 8 ჭაბურღილიდან ამჟამად მუშაობს მხოლოდ 2, რაც „ვერ უზრუნველყოფს ქალაქს სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებით“. „ქობულეთის წყალი“-ს სათავე ნაგებობაზე გაგვაჩნია 8 ერთეული ჭაბურღილი, რომელზეც დამონტაჟებულია 120 კუბ. მ. ტუმბო, რომელზეც დამოტაჟებულია 32 კილოვატიანი ელექტრო ძრავები. აღნიშნულ …

ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს. აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და …

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია. აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები: კოლხური მუხა – 1873 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი; კაკლის ხე – 190 …

აგროსესხი გამარტივებული პირობებით – თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს

მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ბაღების გაშენება სურს, თიბისი ბანკი საინტერესო სიახლეს სთავაზობს. პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ფერმერებს, შეუძლიათ თანხის ნაწილი თიბისი ბანკისგან გამარტივებული პირობებით ისესხონ.  სახელმწიფო პროგრამის „ბაღების კომპონენტი“ მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას გულისხმობს. ფერმერებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ გრანტის სახით მიიღონ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანამედროვე სარწყავი სისტემის …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს …

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …

რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე

რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა? მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, …

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 400 ლარით გაზრდილი გამგებლის მოადგილის ხელფასი

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს ხელფასი 400 ლარით გაუზარდეს. ეს გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 30 სექტემბერს ხმაურის ფონზე მიიღო. დეპუტატების პროტესტი გამგებლის პირველი მოადგილის გურამ ბერიძისთვის სახელფასო სარგოს 400 ლარით გაზრდამ გამოიწვია, პროტესტის მიუხედავად ხმათა უმრავლესობით (11 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი) ბერიძეს ანაზღაურება 1 300 ლარიდან 1 700 ლარამდე გაეზარდა. ვიდრე …

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების …

249 ათასი ლარი ქედის სოფელ ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის

დღეს, 22 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. 50 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში ორი ჯგუფი იქნება. საბავშვო ბაღში 11 ადგილობრივი დასაქმდა და ამ დროისთვის 25 აღსაზრდელი დადის. ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 000 ლარი იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი ქედაში წელს 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ,,ეს ბაღი ნამლისევის, მილისის, უჩხითისა და ქოსოფლის მოსახლეობას …

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს

ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია. ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად  ტენდერი …

ვინ წარადგენს მაღალმთიან აჭარას პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში

ახალი საოლქო გადანაწილების მიხედვით მაღალმთიან აჭარას სამი მაჟორიტარის ნაცვლად  ერთი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ვინ დაიცავს ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში და რას ჰპირდებიან მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას? საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქედის (მახუნცეთის თემის გარდა), შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს საქართველოს …

Exit mobile version