71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი …

დანდალოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში დღეს დილიდან საპროპტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის ფარგლებში სოფელ დანდალოში დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს და ხაზის ადგილმონაცვლეობას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების ახლოს გაივლის და შიშობენ, რომ ახალი ხაზის მშენებლობით ადგილობრივი მოსახლეობა …

ქედაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქედაში, სოფელ კოლოტაურში, 30 აპრილს დაკარგული 85 წლის მურთაზ წითელაძე სოფლის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ კოლოტაურში მცხოვრები მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

ქედაში არსებულ უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ, განათლების სამსახურის უფროსთან, ეკა ქაჯაიასთან ერთად მიულოცა და მათ საჩუქრად პასკები, კვერცხები და შოკოლადი გადასცა. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციართა სააღდგომო საჩუქრებისთვის, მთლიანობაში, 52 პასკა და 130 კვერცხი, ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. საჩუქარი ქედაში სასადილოს ყველა ბენეფიციარს – 26 ადამიანს …

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე: თანხა იხარჯება, კმაყოფილი არავინაა

„თანხა იხარჯება, კმაყოფლი არავინაა, ეს სამსახური თავის ფუნქციას კარგად არ ასრულებს,“ – ეს შეფასება ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სხდომის მსვლელობისას ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, როდესაც განათლების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. ამირან ცინცაძე ამბობს, რომ 2015 წელს ამ სამსახურს …

ქედაში 85 წლის მამაკაცს ეძებენ

ახლობლების ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში მცხოვრები, 85 წლის მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. დაკარგულს მთელი ღამის განმავლობაში  ოჯახის წევრები ეძებდნენ, გუშინ დილიდან კი, სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. დაკარგული მამაკაცი ამ დრომდე არ უპოვიათ.

მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია. კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის …

„რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი

დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე: ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;  48 სიგელი; ცხრა მედალი; 18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით]; ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი …

ტურიზმი მახუნცეთში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფონზე

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი ტურისტი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და თამარის ხიდს ჰყავდა. ვიზიტორთა სიმრავლის მიუხედავად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო. თამარის ხიდთან და მახუნცეთის ჩანჩქერთან მისულ ტურისტებს ძველი, უსახური შენობები, გაუმართავი საპირფარეშოები თანმდევი ანტისანიტარიით და საცხოვრებელი კორპუსების შელახული ფასადები ამ გაზაფხულზეც დახვდება. პრობლემას აქ …

ხულოდან იალაღებზე მგზავრებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმსა და ზორტიყელში ერთი თვის განმავლობაში გადაადგილებას უფასოდ შეძლებს. ამ მომსახურების გასაწევად ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამართა. ხულო-ბეშუმისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 13 აპრილს, 9 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი 20 აპრილს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ინდ. მეწარმე ასლან ქედელიძემ მიიღო, მან …

ქობულეთში სეზონური ობიექტების განსათავსებლად განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება

ქობულეთში სეზონური ობიექტების განთავსების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად ქობულეთის გამგეობაში განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება. „განცხადებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ფართობის ნომერი, ასევე განცხადებებს თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი და ობიექტის ესკიზი. ხოლო ცენტრალურ პარკში ტერიტორიების იჯარის წესით გაცემა ელექტრონული აუქციონის წესით განხორციელდება, ასევე სეზონური ობიექტების განსათავსებლად აუქციონები გამოცხადდება …

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს. ოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში …

აქციის მონაწილე: „სამინისტრომ მესაკუთრეს მიწა უკანონოდ გაუყიდა“

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქ შეკრებილები ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას და ამ მიწის ზურაბ ხაბაძისთვის გადაცემას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა და სადაც ამ დროინდელი მფლობელი, უკრაინელი ინვესტორი სასტუმროს აშენებს, კერძო საკუთრებაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის …

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები …

ხულოს გამგებლის მძღოლი წელიწადში 143 დღე მივლინებაში

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა – მერაბ ცეცხლაძემ 2014 წელს მივლინებაში 167 დღე გაატარა, 2015 წელს კი – 143 დღე. თავად ბესიკ ბაუჩაძეს 2015 წელს, ოფიციალურად, სულ ხუთი სამივლინებო დღე ჰქონია. გამგებელი იმის გამო, რომ მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, ხშირად სამსახურში არ იმყოფება – ეს პრეტენზია ბესიკ ბაუჩაძის მიმართ იმ ადამიანებს აქვთ ხულოდან, რომლებიც ამბობენ, …

596 828 ლარი ქედის სოფლების მხარდასაჭერად

ქედის საკრებულომ დღეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წელს ქედაში 596 828 ლარი დაიხარჯება და 60 სოფელში სულ 80 ღონისძიება გატარდება. პროგრამულად ყველაზე მეტი თანხა 100 564 ლარი მახუნცეთის თემს მოხმარდება და აქ 14 ღონისძება გატარდება. „გასულ წელთან შედარებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფრგლებში გამოყოფილი თანხა 30 000 ლარით გაზრდილია. …

სარფის მიმართულებით გზა ამ დროისთვის გახსნილია

სოფელ სარფში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარფის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა. 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. „მიწის დიდი მასა ჩამოიშალა [ასეთი რამ ზუსტად ამ ადგილზე ადრეც მოხდა]. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო ბრიგადები და სპეცტექნიკა. გზა გახსნილია და მიწის მასის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება არ არსებობს,“ …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად. ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი …

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

  დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.   „სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.   სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა …

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ …

ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი ქედაში

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: „ელესამ“, „ბეთლემმა“, „იაგუნდმა“, „ფესვებმა“ და ლატვიაში, ქალაქ დაუგავპილსში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ამიზიერისმა“ ქედაში ერთობლივი კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე, რომელიც ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართული და ლატვიური ფოლკლორული ცეკვები და სიმღერები. კონცერტის დასასრულს „ელესამ“ და ლატვიურმა ანსამბლმა ქართული სიმღერა „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ შეასრულა; ღონისძიება „ბეთლემისა“ და „ამიზიერისის“ ცეკვით დასრულდა. „პირველად ვიმყოფები საქართველოში. …

ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის

18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან: 18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული: 2016 წლის …

რა უნდა იცოდნენ აჭარაში მეღვინეებმა

როგორ შეიძლება საოჯახო პირობებში ხარისხიანი ღვინის დაყენება, რას კრძალავს ვაზისა და ღვინის წარმოების შესახებ არსებული ტექნიკური რეგლამენტი და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ღვინის დაყენებისას? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მეღვინეს, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელს, დავით თამარაშვილს ესაუბრა. ბატონო დავით, რა პრობლემებს ხედავთ ღვინისა და ყურძნის წარმოებაში აჭარის რეგიონში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? …

ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც. ჯავახიშვილის …

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის. ბრუცელოზის საწინააღმდეგო …

ქედის გამგებლის 2015 წლის ანგარიში

დღს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. გამგებელმა ისაუბრა როგორც გასულ წელს ქედაში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე 2016 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოებზეც. დეპუტატებმა გამგებელს ქედის გაზიფიცირებაზე, ჰესების ასაშენებლად გვირაბის მოსაწყობად დაგეგმილ სამუშაოებზე, ინერტული მასალის მოპოვებასა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს კითხვები. „როდის დაიწყება ჰესების მშენებლობა? რა …

ხულოში ფერმერებს 11 900 ძირი თხილის ნერგი გადაეცათ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხულოში 87 ფერმერს სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის 11 900 ძირი თხილის ნერგი დაურიგდა. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით (20% ფერმერი, 80%) ბაღების გაშენებას. სამინისტროს ცნობით, ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღები გაშენდება 171.8 ჰა-ზე, მათ შორის: თხილის ბაღი 82 ჰა; კაკლის ბაღი …

„ეტალონი“ ქედაში

დღეს, 23 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინტელექტუალურ შეჯიბრში  ქედის 22 საჯარო სკოლის 22 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში, 85 ქულით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მუხრან მგელაძე გახდა. „100 ქულიდან 85 ქულა ძალიან კარგი შედეგია, მინდა ვთქვა, რომ შედეგი მოლოდინზე მეტია, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც „ეტალონელი მოსწავლე“ 55 – 60 ქულით გახდნენ. …

ჭაბურღილი არის, წყალი – არა

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შვიდ სოფელში ჰიდროლოგიური ჭების მოსაწყობად 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. თუმცა, ამან შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ზამლეთის, ოლადაურისა და ჭვანის თემის შვიდ სოფელში წყლის ჰიდროლოგიური ჭაბურღილები …

ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების აღსადგენად წელს მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის  ფარგლებში სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული სტატუსის მქონე პირები მიიღებენ. პროგრამის განსახორციელებლად 3 500 000 ლარია გამოყოფილი. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წელს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდება. პროგრამა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და გაველურებული ჩაის აღსადგენად მცენარის უცხო სხეულებისგან …

ქობულეთში სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა

დღეს, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა გარემონტდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.   დღეს მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ სიმაღლიდან „დაზარალებულის“ სპეციალური საკაცით ჩამოყვანისა …

ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს

აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო. „მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის …

ქედაში 2015 წლის შესყიდვების ანგარიში განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ წელს 5 მილიონ 192 ათასი ლარის შესყიდვა განახორციელა – გამოცხადდა 117 ელექტრონული ტენდერი, ხოლოა 55 შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული წესით. ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, გივი დევაძის თქმით, მიმდინარე წლის ქედის გამგეობის შესყიდვების გეგმა 3 მილიონ 354 ათას 540 ლარია. 2015 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 15 მარტს, რიგგარეშე …

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას. დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში …

Exit mobile version