მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

19.12.2016 • 3126
რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს.

წინა მოწვევის საბჭომ მთავრობას დაავალა წარმოედგინა ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს 2017 წელს.

მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

  • ბათუმი – 35 000 000 ლარი;
  • ქობულეთი – 20 740 000 ლარი;
  • ხელვაჩაური – 4 827 350 ლარი;
  • შუახევი – 4 500 000 ლარი;
  • ხულო – 3 141 500 ლარი;
  • ქედა – 3 000 000 ლარი.

გთავაზობთ აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული  მუნიციპალიტეტებზე  გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს მუნიციპალიტეტებისა და თანხის [ლარში] მითითებით.

ხულოს მუნიციპალიტეტი:

  • კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია 1,090,500
  • მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანა 571,000
  • დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #1 და #2 შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 550,000
  • ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა 180,000
  • ბეღლეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა 170,000
  • ბოძაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 170,000
  • უჩხოს საბავშვო ბაღისა და სოფლის კლუბის შენობის რეაბილიტაცია 130,000
  • მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში სახანძრო ავზების მოწყობა (პანტნარი, ტუნაძეები, პაქსაძეები, გელაძეები, ჯვარიქეთი, ჩაო, ყინჩაური) 71,200
  • თაგოში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა 39,000
  • ძირკვაძეების მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 36,000
  • რაქვთის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 30,300
  • გელაურის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 26,000
  • ამბულატორიების რემონტი (თხილვანა, ფუშრუკაული, რიყეთი, აგარა, დიოკნისი) 24,100
  • დაბის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის შეცვლა 22,000
  • ქვედა ვაშლოვანში არსებული საერთო სასაფლაოების მავთულბადით შემოკავება 15,900
  • ტაბახმელის მინი სპორტული მოედნის რემონტი, ხელოვნური საფარის დაგება 15,500

 

შუახევის მუნიციპალიტეტი:

  • სხალთის ხეობიდან ფურტიო-ბუთურაული-ნენიისათვის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა 3,767,000
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 500,000
  • სასმელი წყლის სათავეებში (ღომა, დღვანი, ხაბელაშვილები) საფილტრი დანადგარების მოწყობა 233,000

 

ქედის მუნიციპალიტეტი:

  • დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა 740,000
  • აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა 700,000
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალ სოფლებში კეთილმოწყობითი სამუშაოები (დანდალო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე, ოქტომბერი, მერისი, პირველი მაისი, მახუნცეთი) 430,000
  • დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 378,000
  • ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 234,500
  • სპეცტექნიკის შეძენა (JSB) 200,000
  • კორომხეთი-კოლოტაურის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 170,000
  • გეგელიძეების წყალსადენის რეაბილიტაცია 70,000
  • გარე განათების ქსელის გაფართოება 50,000
  • პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა 27,500

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი:

  • მტირალა ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობა 1,824,638
  • სოფელ ორთაბათუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა 945,998
  • არსებულ წყალსადენებზე მექანიკური კირქლორის სადეზინფექციო  საშუალებების დამონტაჟება 456,139
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭარნალში (ნაძალადევის დასახლებაში) წყლის მაგისტრალის კაპტაჟისა და რეზერვუარის მოწყობა 268,966
  • სოფელ ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია 309,330
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალეთში წყლის შემკრები აუზისა და მაგისრტალის მოწყობა 193,709
  • სოფელ ზანაქიძეებისა და ხელვაჩაურის საზღვარზე (თავკალოს დასახლებაში) 115 ოჯახისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის, 100 ტონიანი რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობა 190,464
  • ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა 183,390
  • სოფელ ზედა ერგეში არსებული სასმელი წყლის  რეზერვუარისა და მაგისტრალის რეაბლიტაცია 149,956
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ყოფილ დაბა ხელვაჩაურში გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობის სარემონტო სამუშაოები 139,852
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაობი 135,185
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინი სტადიონის რესტავრაცია 29,723

ქობულეთის მუნიციპალიტეტი:

  • ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის ტროტუარის მოწყობა (ვერულიძის ქუჩის გადაკვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე) 2,270,258
  • ქ. ქობულეთი, გელაურის უბნის (ვაჟა ფშაველას ქუჩა; პოპოვის ქუჩა; პუშკინის ქუჩა) კეთილმოწყობა 2,045,823
  • ქალაქ  ქობულეთში, კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები (III ეტაპი) 1,969,433
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (მე-2 ეტაპი რეზერვუარისა და შიდა მაგისტრალის) მოწყობა 1,816,690
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეღვას წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (II ეტაპი) 1,516,326
  • ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა ცენტრალურ სასაფლაომდე, მისასვლელი გზის კეთილმოწყობა (II ეტაპი) 949,576
  • ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა (I ეტაპი) 938,428
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპირომდე გადასასვლელების კეთილმოწყობა (#660-ის მოპირდაპირედ ეკო-პლიაჟის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა; #514-ის მოპირდაპირედ; #520-ის მოპირდაპირედ; #580-ის მოპირდაპირედ; #620-ის მოპირდაპირედ) 917,184
  • ქ. ქობულეთში, რუსთაველის II  შესახვევის კეთილმოწყობა 899,918
  • 4 ერთეული ნაგავმზიდი მანქანის შეძენა 800,000
  • აჭყვისთავის საბავშვო ბაღის მოწყობა 751,596
  • სოფ. დაგვას წყალსადენის სისტემის მოწყობა 607,670
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია (9 აპრილის, აღმაშენებლის #290-ის მოპირდაპირედ ლესელიძის ქუჩის) და ახალი სკვერის მოწყობა (აღმაშენებლის გამზირი 700-ის მოპირდაპირედ) 601,446
  • ქ. ქობულეთში განსათავსებლად მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელების შეძენა-მონტაჟი 504,900
  • საჩინოს თემში, სოფელ ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობის რეზერვუარის და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა (II ეტაპი) 499,293
  • ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 469,920
  • ქ. ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენის სისტემის მოწყობა 457,478
  • სოფ. ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მოწყობა 440,000
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა   358,966
  • ქ. ქობულეთში, სასაფლაოსთან აღმაშენებლის II  შესახვევის რეაბილიტაცია 345,214
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოკამერების შეძენა/მონტაჟი 272,500
  • ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა (საჯარო რეესტრის, გაზკანტორის და ყოფილი სანდასუფთავების) შესასვლელების კეთილმოწყობა 198,195
  • ქ. ქობულეთში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა 183,323
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სატუმბო სადგურებისათვის 7 ერთეული ტუმბოს შეძენა/მონტაჟი 175,766
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა 164,601
  • სოფ. ციხისძირის წყალსადენზე დებეტის გაზრდის სამუშაოები 139,001
  • ქაქუთის წყალსადენის სისტემის მოწყობა 130,700
  • ლითონის, გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენა 120,000
  • ქ. ქობულეთში, კინტრიშის I  სანაპიროს საკანალიზაციო ქსელის მოწყობა 110,062
  • სოფელ დაგვას საბავშვო ბაღის მოწყობა 52,986
  • ქალაქ  ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს  სასმელ-სამეურნეო წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (წყლის სისტემის მოწყობა და გამრიცხველიანება) 30,222
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა 2,525

 

ქალაქი ბათუმი:

  • ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის მესამე ეტაპი – გ. ბრწყინვალეს და ბაგრატიონის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 7,996,381
  • ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის მეორე ეტაპი – დ. თავდადებულის და ლერმონტოვის ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 5,548,981
  • ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი – ი. ჭავჭავაძის და გ. ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთების კეთილმოწყობა 4,269,183
  • ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობა (მე-2 ეტაპი, ანდრონიკაშვილის, ბესიკის და ჩაიკოვსკის ქუჩები) 4,180,000
  • ქალაქის დანარჩენ უბნებში ქუჩების კეთილმოწყობა 2,738,370
  • ბარცხანის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა 2,718,117
  • ბონის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობა 2,396,903
  • ქუჩების განათების სამუშაოები 1,786,140
  • კახაბერის დასახლების ქუჩების სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 1,592,779
  • მწვანე კონცხის დასახლების ქუჩების სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 750,094
  • ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“-ს ქვედა პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 580,000
  • დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობა 443,052 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: