მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

18.01.2017 • 4183
ქედის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი keda.ge ორ კვირაზე მეტია გათიშულია. საიტის გათიშვასთან დაკავშირებით ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტენდერი მათ ინტერნეტის მიწოდებაზე გამოაცხადეს, სატენდერო პირობებში ოფიციალური ვებგვერდის მომსახურება არ ჩადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უარი თქვა ოფიციალური საიტის მომსახურება ქედის გამგეობისთვის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების გარეშე მიეწოდებინა.

„ტენდერში ვებგვერდის მომსახურების პირობა არ გვქონდა ჩადებული, ამ ტიპის მომსახურებაზე ხელშეკრულებას ცალკე ვაფორმებდით გამარჯვებულ კომპანიასთან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სილქნეტმა“ სატენდერო პირობების გარეშე მომსახურებაზე უარი გვითხრა, მოლაპარაკება ვაწარმოეთ და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ხელშეკრულებას გავაფორმებთ „სილქნეტთან“ და დამატებით, ვებგვერდის მომსახურებას გაგვიწევს,“ – ამბობს ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გივი დევაძე.

„სილქნეტმა“ ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტმომსახურება ქედის გამგეობას 7 488 ლარად შესთავაზა. გამგეობასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება კი შესყიდვების ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის.

ქედის გამგეობაში განხორციელებულ ღონისძიებებისა თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ facebook – ის მეშვეობით აქვეყნებენ, რასაც ადმინისტრირებას ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ხაბაზი უწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: