მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის

06.01.2017
1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.

სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა.

სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის ქარხანა, ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება ასფალტბეტონის მიწოდებაზე;

ასევე, 2014 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის, კერძოდ გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით 1,5 მილიონი ლარის ოდენობით, აქედან ერთი ხელშეკრულებით მაინც უნდა გააჩნდეს არანკლებ 500 ათასი ლარის ღირებულებით შესრულებული ანალოგიური სამუშაოები;

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში, სათაო კომპანიის გამოცდილება არ ჩაეთვლება. ამ დოკუმენტაციის შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს თავად პრეტენდენტს ან და ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღოს და სამუშაოები შეასრულოს თავად სათაო კომპანიამ“.

„დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია „გზაპროექტის“ მიერ. გზის საპროექტო მონაკვეთი იწყება „ დიდაჭარა-ღორჯომი“-ს ს/გზის ასფალტირებული გზიდან. დასაპროექტებელი მონაკვეთის სიგრძეა 4.15 კმ. საპროექტო მონაკვეთზე გზის გეგმიური მიმართულება უცვლელია.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 24 იანვარს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: