ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო. გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] …
Continue reading “საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები”
აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, შს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ …
Continue reading “აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს”
ბათუმში თაღლითობის მუხლით ორი პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის …
Continue reading “ბათუმში თაღლითობის მუხლით ორი პირი დავაკავეთ – შსს”
„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს
„არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს, როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით. თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს. გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე.“ – …
ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა ქეთევან სონაძის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ია დარახველიძეს საპატიმრო გირაო შეუფარდა 10 000 ლარის ოდენობით. ავთანდილ სურმანიძეს, რამაზ მამულაძესა და ხვიჩა გოგოხიას კი — პატიმრობა. ია დარახველიძეს გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განესაზღვრა. სხდომის დასაწყისში პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. კრეატიული დირექტორისა და მუსიკოსის, ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ …
ბათუმელი აქტივისტის და კიდევ 7 დაკავებულის აღკვეთის შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს
დღეს, 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ეს ამ დროისთვის დაკავებული 46 პირიდან ბოლო რვა ადამიანია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე მზია გარშაულიშვილი თავმჯდომარეობს. სხდომაზე ავთანდილ სურმანიძის, ია დარახველიძის, რამაზ მამულაძისა და ხვიჩა გოგოხიას საკითხი განიხილება. …
დაშავდა ორი ადამიანი – ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე
ბათუმში ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი. შემთხვევა 10 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ხალხის რაოდენობამ დამარწმუნა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – გოჩა მჟავანაძე 4 ოქტომბრის პროტესტზე
„პროტესტის მთავარი ძალა, რაც რეჟიმს აშინებს, არის ის, რომ უწყვეტი და არაძალადობრივია. ამ პროტესტის დამსახურებაა, რომ რეჟიმი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. სანქციების ქვეშ არიან ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ივანიშვილმა მოიშორა“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე, ბათუმის აქციების მონაწილე. 300 დღეზე მეტია, რაც გოჩა მჟავანაძის დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე …
ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა
შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“. …
ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 10 მაჟორიტარული ოლქიდან ათივე „ოცნებამ“ მოიგო. პროპორციული სიით კი საკრებულოში 15 წევრი შევა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ოცნება“ პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში 12 წევრს შეიყვანს, პარტიები: „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ თითო წევრის შეყვანას შეძლებენ. საკრებულო 25-წევრიანი იქნება. შესაძლოა ეს მონაცემები მცირედ შეიცვალოს, მას შემდეგ, როცა საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება. გარდა ამისა, …
Continue reading “ვინ იქნებიან ბათუმში საკრებულოს წევრები „ოცნების“ არჩევნების შემდეგ”
ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა
ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116 ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი. საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის 7.85% იყო, …
Continue reading “ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა”
4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა. თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული …
Continue reading “4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა”
„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობას ასრულებს, პირველივე ტურში 80,55 პროცენტით იმარჯვებს. 10,493 % აქვს გოჩა გუგუნავას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ბათუმის მერობის კანდიდატს. ცესკოს ინფორმაციით ბათუმის ოთხმოცდაათი საარჩევნო უბნიდან 88 უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით იგებენ მუნიციპალიტეტების „ოცნების“ მერობის კანდიდატებიც. მაგალითად ქობულეთის მერობის …
Continue reading “„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები”
დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს
დღეს, საღამოს, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ეზოში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა და აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს. ორბელიანების სასახლესთან ვითარება დაძაბულია, ისმის შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“ გარდა ამისა ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ, სპეცრაზმი ისვრის ცრემლსადენ გაზს. როგორც ჟურნალისტები …
Continue reading “დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს”
„ოცნების“ 5 დაპირება ბათუმს, რომელიც არ შესრულდა
ბათუმის მერია არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იწყება ადლიაში მოქმედი უკანონო, არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა. არადა, მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი, სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობა-გამართვა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ გაუხსნიათ. მთავრობის დაპირებით, ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაწყებულიყო ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე, უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც. წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად …
Continue reading “„ოცნების“ 5 დაპირება ბათუმს, რომელიც არ შესრულდა”
ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი
ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ. ამ სტატიაში გიამბობთ, …
15 წლის გიორგის ახალი ეტლი სჭირდება – „სამინისტროში გვითხრეს, თქვენ უნდა შეიძინოთო“
15 წლის გიორგის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ახალი ეტლი სჭირდება, ახლა ის იმ ეტლით მოძრაობს, რომელიც მისთვის 7 წლის ასაკში შეუძენიათ. გიორგი გაიზარდა და პატარა ეტლში ვეღარ ეტევა, რაც მისთვის დამატებითი დისკომფორტია. გიორგი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მისთვის ახალ ეტლს ოჯახი ვერ ყიდულობს, რადგან ეტლის ღირებულება 5000 ლარია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დედის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე …
მერიამ ახალი საბავშვო ბაღი მაღალი ძაბვის ბოძთან ააშენა, რამდენად უსაფრთხოა ბაღი ბავშვებისთვის
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ გაარკვევენ, უსაფრთხოა თუ არა ბაღის ტერიტორია ბავშვებისთვის. მშობლების ინფორმაციით, რაც „ბათუმელებს“ ადგილზე დასაქმებულმა პირმაც დაუდასტურა, ბაღი 15 …
ბათუმში, აეროპორტის უბანში ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიანიჭეს
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის, მასწავლებლის, მიხეილ შარაშიძის სახელი მიანიჭეს. გარდა ამისა, შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს. „ვინაიდან …
Continue reading “ბათუმში, აეროპორტის უბანში ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიანიჭეს”
მშენებელი კომპანიის დირექტორმა უკვე გაყიდული ტერასა 70 000 აშშ დოლარად გაყიდა – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა. ასევე დაჰპირდა, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად ტერასას საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს …
„ამბასადორ ბათუმის“ 25% გაასხვისეს, 50% კი დააგირავეს
„ამბასადორ ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელმა, ვართან ვართანოვმა კომპანიის 25 პროცენტი სომხეთში დაფუძნებულ კომპანიას 2 მილიონ 75 000 ლარად მიჰყიდა. კომპანიის 25% პროცენტის მფლობელი გახდა შპს „ანნა სქაი“ – ეს კომპანია სომხეთში 2023 წლის აპრილში დაუფუძნებიათ. 2025 წლის ივლისში „ამბასადორის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ელგუჯა ქებურიამ კომპანიის თავისი წილი, 50%, „საქართველოს ბანკში“ დააგირავა. მან საჯარო რეესტრს კომპანიის ამონაწერში …
Continue reading “„ამბასადორ ბათუმის“ 25% გაასხვისეს, 50% კი დააგირავეს”
ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი
„დიახ, ევროპაში ქართველობა ვერ წამართვეს, გერმანიაში ნებისმიერ დროს შემიძლია მქონდეს ქართული დროშა მხრებზე, ასე ვიარო მთელი დღე და არავინ მაძლევს შენიშვნას ამის გამო. რა ქართველობის წართმევაზეა ლაპარაკი? – უბედურება და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამ პროცესში ვკარგავთ ადამიანებს. უკან რომ გავიხედავ, ვხედავ ვისთან აღარ მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობელი რომ იყო. ზოგი ნათესავია, ბავშვობის მეგობარი,ზოგთან შეიძლება …
„ორი ქალია, ვინც მასწავლა ღირებულებები, ესენი არიან დედა და მზია ამაღლობელი“ – ლარას ხმა პროტესტიდან
„ცეეეცხლიიი ოლიგარქიას!“- თუ ბათუმში ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ამ შეძახილს აუცილებლად გაიგონებდით. ეს 20 წლის სტუდენტის, ლარა ქარცივაძის ხმაა. ლარას ხმა აფხიზლებს ბათუმში პროტესტს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ქუჩებში – საპროტესტო მარშებზე, სასამართლოს ფოიეში, უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის. 20 წლის სტუდენტი, ლარა ქარცივაძე ბათუმის პროტესტის აქტიური მონაწილეა, ის არ ჩერდება, როგორც თავად …
რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება – ბათუმის მერია
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა ცალმხრივი გახდება – დადგენილების პროექტზე საკრებულომ 26 სექტემბერს უნდა იმსჯელოს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. …
Continue reading “რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება – ბათუმის მერია”
არანაირ ფულს, ქონებას და შრომას აზრი არ აქვს, თუ ამათ შერჩებათ ეს ქვეყანა – ბათუმის აქციების მონაწილე
თითქმის ყოველ საღამოს ჯემალ კახიძე ადლიის დასახლებიდან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომდე, რამდენიმე კილომეტრიან გზას ველოსიპედით გადის, თან აქვს საქართველოს დროშა ან ტრანსპარანტი გზავნილით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ის ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, მისი ბრძოლის მთავარი მოტივაციაა ქვეყანა რუსეთის გზას არ დაადგეს. ჯემალი მეზღვაური, ინჟინერ მექანიკოსია. როცა დამსაქმებელმა დაურეკა, ბევრი არ უფიქრია, უარი უთხრა – ახლა …
„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე
„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი, წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება. UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის …
Continue reading “„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე”
ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან
2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ. დავით რაზმაძე ცოტა ხნის …
„ოცნება“ სახელმწიფო შესყიდვებში საავანსო პოლიტიკის შეცვლას და ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას განიხილავს
„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი. თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე …
ვიზისთვის დრო რომ დამეკარგა, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი – ემიგრანტი
„ვიზის მოსაძიებლად დრო რომ დამეკარგა, ვინ იცის, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საქართველოსთვის“ – გვეუბნება ემიგრანტი ქალი, ნინო ბრუნჯაძე ავსტრიიდან. მან ოჯახთან ერთად საქართველო 2018 წელს დატოვა. როგორც თავად გვიყვება, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისისთვის მიიღეს: „სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უცებ დაეწყო ჩივილები. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავუტარეთ, შედეგების მიხედვით ძალიან …
„ოცნების“ შემწირველები აჭარაში სახელმწიფო ქონებას უკონკურენტოდ ყიდულობენ – გამჭვირვალობა
„ოცნების“ შემწირველები აჭარაში უკონკურენტოდ იგებენ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებს”, – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2022-2024 წლებში, აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა …
რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ იძებნება საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება – ანგარიში, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება- განადგურებას გარკვეული ადგილი არ ეთმობა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო-სააგიტაციო ბანერების მოხატვას, ჩამოხევას, წარწერებით დაფარვას, სხვა ბანერების გადაკვრას და ასე შემდეგ. იყო შემთხვევებიც, როცა ბანერების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები, ამის …
საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა – „უმეტესობა ფორმალურადაა უცხოური“
საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 …
Continue reading “საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა – „უმეტესობა ფორმალურადაა უცხოური“”
კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …
ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა
8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა …
რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული. კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო …
Continue reading “რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე”