უკრაინამ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნავიგაცია დახურა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამოქალაქო ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა დახურეს ნავიგაცია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. „ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აგრძელებს რუსეთის სახმელეთო ჯარების ტაქტიკას, რომლებიც ცდილობენ თავი დაიფარონ მშვიდობიანი მოქალაქეებით. 2022 წლის 2 მარტიდან რუსული გემები სთხოვენ სამოქალაქო გემ HELT-ს შევიდეს შავი ზღვის სახიფათო ზონაში, რათა ოკუპანტებმა დაიფარონ სამოქალაქო ხომალდი, როგორც …

დაღუპულია 5 840 რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა 5 840-ს მიაღწია. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაზიანეს ან გაანადგურეს რუსეთის 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 211 ტანკი, ჯავშანტექნიკა / APV – 862, საარტილერიო სისტემა – 85, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 9, MLRS – 40, საწვავის ავზი – 60, უპილოტო საფრენი აპარატი – …

ბათუმში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 11-16 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი …

პარტნიორი ქვეყნები უკრაინას 70 თვითმფრინავით დაეხმარებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კონტრაქციის ცენტრის ცნობით, 70 დამხმარე თვითმფრინავი უკრაინისკენ მიემართება. „ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ MiG-29 და Su-25-ებს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ბაზირებულნი იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე, საიდანაც უკრაინელი პილოტები საბრძოლო მისიებს შეასრულებენ,“ – აღნიშნულია კონტრაქციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინას ამ ეტაპზე ეხმარებიან: ბულგარეთი – (Mig-29) – 16 ერთეული; (Su-25) – 14 ერთეული …

რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში. რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეებმა დააკავეს სამძებრო-სამაშველო ხომალდი „საფირნი“, გემები: „ათენა“ და „პრინცესა ნიკოლი“ [«Сапфір», «Афіна», «Принцеса Ніколь»]. უკრაინა მოუწოდებს თავის პარტნიორ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა შავ …

VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“. „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ …

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს …

თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით …

4 835 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, …

საქართველოში კოვიდით 43 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა – 26 თებერვალი

26 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 26 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 598 172 , ბოლო 24 საათში – 6 236 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 477 481 , ბოლო 24 საათში – 14 909 მათ შორის გარდაცვლილი – 16 097 , ბოლო 24 საათში – 43 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 926, …

ბათუმში რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეების აქცია ამ წუთებშიც იმართება, რუსეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია ბათუმში გუშინ, 24 თებერვალსაც გაიმართა. მეორე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) …

გასულ დღე-ღამეში კოვიდის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

25 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 591 936, ბოლო 24 საათში – 7 482 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 462 572, ბოლო 24 საათში – 14 603 მათ შორის, გარდაცვლილი – 16 …

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები და შეაჩეროს ეს შემოჭრა. რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით უფრო მცირე იქნება დანაკარგი რუსეთისთვის”, – ამბობს ზელენსკი. უკრაინის  პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაიცავენ ქვეყანას და არ აპირებს კიევის დატოვებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ …

კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება – მინისტრის მრჩეველი

კიევს 25 თებერვლის დილიდან ბომბავენ. „საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმაა კიევზე. ბოლოს ჩვენს დედაქალაქს ასეთი გამოცდილება 1941 წელს ჰქონდა, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეჩერდი პუტინ. რუსეთის იზოლაცია. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის …

სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე,  დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 21 არჩეული წევრია, კიდევ 133 ადამიანია დასაქმებული. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კი 2021 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 246 866 ლარი მარტო ხელფასისთვის გაიცა. საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, პირველად 2020 წლის დეკემბერში შეიკრიბა. უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებისთვის, გასულ წელს, მილიონამდე ლარი [ჯამში 984 729 ლარი] დაიხარჯა; საბჭოში დასაქმებულ …

პროექტი, რომელშიც აჭარის მთავრობამ 542 800 ლარი დახარჯა და ვერ იყენებს

აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტში 542 800 ლარია გადახდილი, თუმცა, უკვე მეოთხე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად, 2018 წლის გათვლებით, 28 მილიონი ლარი იყო საჭირო. დღეს კვლავ გაურკვეველია რაში გამოიყენებს, ან გამოიყენებს თუ არა საერთოდ ამ პროექტს აჭარის მთავრობა. ამ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით შემდგომში შენობის …

ქედის სკოლებში მზის პანელების მონტაჟზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალების დამონტჟებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 349 645 ლარი. წინა ტენდერი, რომელშიც წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა – არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. სკოლებში მზის …

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება. ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო, მაღალ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 …

როდის დაიწყება ბათუმში №16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა

ბათუმის №16 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და ამჯერად მიმდინარეობს სანებართვო პროცედურების მეორე ეტაპი – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. მშენებლობის ნებართვის გამცემი ამ შემთხვევაში ბათუმის მერიაა. ნებართვის მიღებას კი, რომელიც სამეტაპიანი პროცედურაა, დაახლოებით თვენახევარი სჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია წესრიგშია, ან სხვა რომელიმე უწყებაში გადაგზავნა არ არის …

ავტობანის ხაჯალია-სუფსის და სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთების დასრულება წელს იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ახალი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს იგეგმება. ეს მონაკვეთებია: სამტრედია-ჯაპანა [ლოტი 1] და ხაჯალია-სუფსა[ლოტი 4]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე „გამყოფი ზოლის ბეტონის პარაპეტებით შემოფარგვლისა და მიწის ვაკისის ფერდებზე მცენარეული ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და ის სულ ცოტა 2020 …

აგვისტოდან დღემდე საქართველოდან 90.4 მილიონი აშშ დოლარის თხილი გავიდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 90.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტზე გატანილი თხილის მოცულობა 4.1 ათასი ტონით (26%), ხოლო ღირებულება 7.4 მლნ აშშ დოლარით (9%) გაიზარდა. სამინისტროს მონაცემებით: ქართული თხილის …

2 მილიონი დაიხარჯება ქობულეთში, ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მოსაწყობად

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აშენებულ ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოსაწყობად, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ტენდერი 2 310 553 ლარით გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. პროექტით, ერთმანეთს უნდა მიუერთდეს ქობულეთის შემოვლითი გზა [ავტობანი] და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აშენებულია. „სამშენებლო მონაკვეთი იწყება ქობულეთის შემოსავლელი გზის მე-10 კმ-ში, მოწყობილი ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების …

400 ათასი დაიხარჯება თამბაქოს კონტროლზე – კანონს ყველაზე მეტად საჯარო სამსახურებში არღვევენ

ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] ტენდერი 400 000 ლარით გამოაცხადა. NCDC-ს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 43 ათასი ლარით, 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვაზე. თამბაქოს მონიტორინგზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მინიმუმ 4 ათასი დაწესებულება გადამოწმდება[სადაც კანონით …

აგრობარათებზე ქულები წელს არ დაირიცხება – სამინისტრო

ხომ არ იგეგმება აგრობარათების პროგრამის, თუნდაც გაზაფხულისთვის, ხელახლა ამოქმედება და შესაბამისად, ქულების დარიცხვა ბარათებზე? – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 2020 წელს, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას] შეადგენდა. მაშინ სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა …

რისთვის ყიდულობს 80 მეტრ კანაფის თოკს ხელვაჩაურის მერია

80 მეტრი კანაფის თოკი იმ მასალების ჩამონათვალშია, რომლებსაც ხელვაჩაურის მერია დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გასაფორმებლად საჭირო დეკორაციისთვის ტენდერით ყიდულობს. ამავე ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობისა და ზომის „ხის პლანკა, ფერადი ქსოვილები, ემულსია, წებო, სალფეთქის ქაღალდი, ფანერი, ლურსმანი, ფლეიცები ჩოტქები“ და სხვა მასალები. მერია 220 შეკვრა ყვავილსაც შეიძენს [„მოწოდება ორ ეტაპად: ცოცხალი მინდვრის ყვავილები – ერთ …

პანდემიის დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019-2021 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაზრდილია: 2019 წელი – 56 325 ავტომობილი 2020 წელი – 61 141 ავტომობილი 2021 წელი – 76 956 ავტომობილი შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა …

რატომ ამბობს ბათუმის მერია უარს ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლაზე – უპატრონო ნაპირი

ბათუმში ბოლო პერიოდში აშენებული ნაპირდამცავი ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რის გამოც ზიანდება როგორც თავად ეს ნაგებობები, ასევე სანაპირო, რომლის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა. ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღარ შეაქვთ ზღვაში ნატანი ხელოვნურად. ბოლო სამ თვეში შტორმმა ახალ ბულვართან [ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვათ] 300 მეტრი სიგრძის სანაპირო ისე დააზიანა, რომ სასეირნო …

ქსელი, რომელიც არ შეიქმნა – აუდიტი ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებზე

ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების მიზნით 2017-2020 წლებში გატარებული ღონისძიებები, აუდიტის დასკვნით, არაეფექტური იყო. ხარვეზები იყო პროექტების დაგეგმვაში, დიასპორულ პროექტებზე არასაკმარისი წვდომა ჰქონდათ თვითონ ემიგრანტებს, არ შესრულდა დაგეგმილი ღონისძიებები სრულად, ხოლო პროექტების უმეტესობა არაეფექტურად განხორციელდა. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონაცემებით კი, სხვადასხვა ქვეყანაში დღეისათვის, ჯამში, 284 დიასპორული ორგანიზაცია არსებობს. განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა აშშ-ში, რუსეთში, გერმანიასა და …

დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია. რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების …

ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში: [checklist] მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და …

ბათუმში ორშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 13 თებერვალს, ბათუმში დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება სამშაბათსა და ოთხშაბათს – 15 და 16 თებერვალსაც. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; …

აჭარაში კოვიდის 919 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 13 თებერვალი

13 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსისგან 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აწარის კოვიდკლინიკებში 750 ადამიანი მკურნალობს; კოვიდსასტუმროებში – 424, ხოლო ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე 10 676 ადამიანი მკურნალობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13 თებერვლის კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: — 13 თებერვლის …

Exit mobile version