ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:
ვ.ა ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ა.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;
ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;
ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;
ვ.ბ) სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ბ.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;
ასევე:
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა; ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან; საფრანგეთის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 19 მარტიდან, გარდა 2020 წლის 20 მარტის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან/აეროპორტში განხორციელებული პირდაპირი საერთაშორისო ფრენისა. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;
ბ1) პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 21 მარტიდან. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. აგრეთვე შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, ამბულატორიულ, ავარიულ, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;