მთავარი,სიახლეები

საგარეო უარყოფს, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

20.06.2019 • 1278
საგარეო უარყოფს, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა.

“გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს ელჩმა პოლონეთში დღეს, 20 ივნისს,  განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა დატოვა, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაცია ასევე გაავრცელა რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: