მთავარი,სიახლეები

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

01.09.2019 • 1631
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

ხვალ, 2 სექტემბერს, აჭარაში აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ბათუმში დიდი ბრიტანეთიდან „Birdfair“ – ის დამფუძნებელი ტიმ ეპლტონი და “Raptor Retrea” – ის წარმომადგენელი მაიკ ჰენდერსონი უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან.

ფესტივალის ფარგლებში დღის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველთა დაკვირვების პუნქტებზე, საღამოობით კი ლექცია-სემინარები. სემინარებზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს ფრინველთა სახეობების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფესტივალში ჩართვა და დაკვირვების პუნქტებზე წასვლა  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფესტივალის მიმდინარეობის მანძილზე, დაკვირვების პუნქტებზე ტრანსპორტირებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. ტრანსპორტით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია.

აჭარა აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი. რეგიონში ყოველწლიურად 1 000 000 – ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. რეგიონი მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა რიცხოვნობით მესამე
ადგილზეა.

ფესტივალი 7 სექტემბერს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: