მთავარი,სიახლეები

“არა ქიმიურ ტერმინალს” – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან კარვებით

01.09.2019
“არა ქიმიურ ტერმინალს” – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან კარვებით

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები “ქიმიური შეტევა ბათუმზე” და “მწვანე მომავალი საქართველოსთვის” წევრები იყვნენ.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წინ კარავი გაშალეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ კარავი მთავრობის სახლის წინ ორ დღეს იქნება, შემდეგ კი პორტთან გადაინაცვლებენ და იქ გააგრძელებენ კარვებით პროტესტს.

აქციის მონაწილეების მიაჩნიათ, რომ ქიმიური ტერმინალი ბათუმის ეკოლოგიას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს

 

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს

_____

ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აჭარის მთავრობასა და ამერიკულ  კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის 14 იანვარს მოეწერა ხელი. ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ნივთიერება კარბამიდი, რომელიც უნდა გადაზიდონ ახალი ტერმინალის გავლით, პირდაპირ ეთერში შეჭამა იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ამავე თემაზე:

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: